გამანადგურა...
*** ყოველ ღამე ვტირი, რადგან მეშინია. ყველა'ფრის მეშინია... პატარა ვიყავი, როცა მშობლების ჩხუბს შევესწარი. მამა ყვიროდა, დედა კი ტიროდა. თანდათან გავიზარდე... გავიზარდე და მით უფრო აუტანელი გახდა "სახლში" ყოფნა, მით უფრო აუტანელი გახდა მამაჩემი. მუდამ ყვიროდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა... დიახ, ზუსტად ასე იყო... *** დედას ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, საშვილოსნო ამოუღეს... ვინერვიულე? ძალიან ბევრი... ღამ-ღამობით ვტიროდი და ასე, თვალებდასიებული ვიღვიძებდი... *** შემდეგ იყო ავარია... ძლივს გადარჩენილი ხალხი და "ფეხგახლეჩილი" დედაჩემი... თვეების შემდეგ ისევ ოპერაცია... და ისევ ყავარჯნები. ვუყურებდი მას და გული მეკუმშებოდა, ისევ იძულებული იყო აეტანა ყველაფერი... მამაჩემიც, მისი გინებაც და ეს... ეს აუტანელი ყავარჯნები... *** ჩემ გამო იტანდა მას. ჩემ გამო უძლებდა მას და ჩემ გამო თმობდა სიმშვიდეს, ბედნიერებას, ოჯახს... არადა მერჩივნა, მერჩივნა მარტო გვეცხოვრა... მე და დედას... მამაჩემის გარეშე... ის კი თვლიდა, რომ მამა მჭირდებოდა. მჭირდებოდა? რა/ვინ მჭირდებოდა? *** ყოველ ღამეს ტირილში ვათენებდი... მუდამ ვდუმდი და ყალბი ღიმილით ვიღიმოდი. თითქოს უგულო ვიყავი, უემოციო. ასე თვლიდნენ, რადგან ღიად არ ვღვრიდი ცრემლებს, რადგან თითქოს დედაჩემზე არ ვღელავდი... თითქოს მისი ტკივილი არ მტკიოდა. ყველაზე მეტად მე მტკიოდა, ყველაზე მეტად მე განვიცდიდი,მაგრამ... მაგრამ უგულო არსებად მივაჩნდი მათ და ეს მტკიოდა ყველაზე მეტად... *** ვიღიმოდი... ვიღიმოდი, თითქოს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. სულიერად კი ვკვდებოდი, მამაჩემი მკლავდა... ის კი გაგიჟდა, ფსიქიკა შეერყა... აღარც მე ვანაღვლებდი, აღარც დედაჩემი... თითქოს ჩემზე ზრუნვაში, მომკლა... გამანადგურა... *** ყველაზე ფერადი ყველაზე უფერულად იქცა... და მე... მე დავიფერფლე. *** მე ისევ ვიღიმი... ვიღიმი და მჯერა, მჯერა, რომ უსასრულობა ბედნიერებაა... და მჯერა, მჯერა,რომ ჩემი ფერფლი უსასრულობაში ჩაიკარგება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.