შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაობლებული სული ანუ სიცარიელე


14-10-2017, 23:27
ავტორი buterfly
ნანახია 1 938

მიდის!. იწვევს სევდასა და დიდ ტკივილს. შეჩვევაა ყველაზე ძნელი. შეჩვევაა ყველა ტკივილის სათავე. როცა იცი ,რომ ვიღაც ყოველ დღე, შინ მისულს დაგხვდება და თბილი ღიმილით შეგეგებება. როცა იცი რომ ადამიანი ,რომელიც შენს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა და შენთვის ყოველთვის გულმხურვალედ ლოცულობდა იქ აღარ გხვდება, სადაც შენი გული ყოლველთვის მიგიწევდა. ეჩვევი იმას რაც მარადიული არაა ,თუმცა არაფერია მარადიული. ადამიანი იმდენად ეგოისტია ,რომ სურს მიიღოს მარადიულობა მაგრამ ამ მარადიულობაში დროებითს ვერ აფასებს და კარგავს იმას, რასაც მისი გაბედნიერება შეეძლო.როდესაც ვიღაცის ღიმილიანი სახე შენი ბედნიერების საწყისი ხდება ,აქ, მასთან განშორება დიდი ტკივილია და საბოლოოდ რჩება იმედგაცრუება .იმედგაცრუება იმისა ,რომ რაღაც ისე ვერ ან არ გააკეთე როგორც გსურდა რომ ყოფილიყო და ვერც გამოსწორების გზას პოულობ, რადგან სიკვდილმა ყველა გზა წაშალა და დარჩა მხოლოდ მარტოობა სულშიც ,ხორცშიც და უკვე გაციებულ ,ობლად მიტოვებულ სახლშიც.



№1 სტუმარი Necrobutcher

sg.....hub

 


№2 სტუმარი სტუმარი teresa

ბევრნაირად შეიძლებოდა აზრის განვრცობა და მისი შელამაზება, მხატვრულ სიტყვად ქცევა.
მომეჩვენა, რომ ვიღაც უკვე ათასჯერ მოსმენილს თავიდან მიმეორებდა და ეს იყო, რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა.
წარმატებები!

 


№3 სტუმარი კაწკა

ქლიავობა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენი მოთხრობების შემდეგ...არ გეწყინოს ყველას ვერ მოეწონება.... წარმატებები მაინც

 


№4 სტუმარი კორლეონე

საერთოდ არ იყო კარგი.
ჩანახატად ვერ აღვიქვი.
წარმატებები !

 


№5  offline წევრი Mtirala

ცუდი უკვე თქვეს...
მე შემიძლია შენი ცდა დავაფასო ❤
წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი buterfly

კაწკა
ქლიავობა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენი მოთხრობების შემდეგ...არ გეწყინოს ყველას ვერ მოეწონება.... წარმატებები მაინც


მადლლბა მსგავსი შეფასებისთვის ❤

რასაც იმ წამს განვიცდიდი იმის გადმოტანა მსურდა ქაღალდზე და სხვის განცდას ყველა ვერ გაიგებს და არც უნდა გაიგოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent