შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორიგი წერილი დამიანეს


15-10-2017, 00:29
ავტორი Anna)))
ნანახია 1 450

სიცხემ ისევ ამიწია, დამიანე. რა სამწუხაროა რომ ახლოს არ ხარ და ვეღარ მიზომავ ტუჩების შუბლზე დადებით სიცხეს. ლიმნიან ჩაის ვსვამ, ამბობენ კარგიაო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეს სიცხე გაციების კი არა ტკივილებისგანაა გამოწვეული. ძვლებში მამტვრევს, 38ს გადასცდა. ნეტავ სად ხარ ახლა. გადამფრენი ჩიტივით მხოლოდ მაშინ ხარ ჩემთან როცა კარგად გრძნობ თავს, მე კი ახლა ნელ-ნელა ვხმები და სადაცაა ხელები რომლებიც ცისკენ მქონდა აშვერილი ტოტებივით ჩამომწყდეს და გულზე ჯვარედინად დამეყაროს...
დავიღალე დამიანე.
შენც ხომ იცი ჩემნაირებით რომაა გატენილი მორგები. ცივ კორიდორებში დაბორიალობენ ჩემნაირების სულები, თეთრ ხალათებში გადაცმულ ექიმებს ეხუტებიან რომ არ გაიყინონ, რადგან სიცოცხლეში ვერ იგრძნეს სითბო და სადღაც რომელიღაც მაღალსართულიანი შენობის მე-13 სართულიდან სხეულს არ დაყვნენ მიწამდე.

ვწევარ ჩემს ოთახში, ძალა გამოცლილი, ემბრიონივით ვიკუნტები და მთელი სხეული მიცახცახებს. მუშტს მთელი ძალით ვკრავ და ფრჩხილები კანში აღწევს, გაყინული ხელისგულზე აქა-იქ სისხლით მითბება და ტკივილისაგან ტუჩებს ვიკვნეტ.
სიცხე უფრო და უფრო მაღლა მიწევს, საწოლიდან ბარბაცით ვდგები, კანგადამსკდარ კედლებს ვეყრდნობი და სარკემდე მივდივარ , ვიხდი შილიფად ჩაცმულ , თითქმის გამჭირვალე თეთრ პერანგს, თავს ძლივს ვიკავებ რომ არ წავიქცე.
ვდგავარ სარკის წინ, ვუყურებ საკუთარ თავს და წამდაუწუმ თვალებს ვარიდებ, ეს გოგონა მე აღარ მსგავს, ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვობითა და მივიწყებული უმანკო თვალებით, რომლებშიც ტკივილები და სიხარულები ლივლივებდნენ. ვდგავარ სარკის წინ, ვუყურებ საკუთარ ტანს, ხელებს, დახრილ მხრებსა და არაფრისმთქმელ გამომეტყველებას, მძულდება საკუთარი თავი, მხოლოდ იმიტომ რომ გავანადგურე ის, დაუმსახურებლად .
ვიხსენებ რომ
დღესაც ჩვეულებრივ ქარიანი ამინდი იყო , დამიანე.
მე დავიღალე. ზურგზე ტკივილებზე უფრო მსუბუქი ჩანთა მეკიდა, ჩანთა რომელიც დახევის პირასაა და რომელშიც მუდამ მიდევს ორი წიგნი, ერთი გაცრეცილი რვეული და სამიოდე კალამი, რომელთაგანაც ზოგჯერ ორიც არ წერს ნორმალურად, მაგრამ შანსივით მაქვს, იქნებ რამეში გამოვიყენო.
მეცვა თხლად, ქარიანი ამინდის მიუხედავად, შავი შარვალი, კედები და ჩემი ძმის კაპიშონიანი ზედა, ჯიბეში ორ ლარამდე ხურდა მიჩხრიალებდა და მეორე ჯიბეში სანთებელასთან ერთად ერთი კოლოფი სიგარეტი მეგდო.
ყურსასმენებში ხან ესენინის ლექსები გაისმოდა, ხან კლასიკური მუსიკა, ხან კიდევ რაღაც ჩვეულებრივი უცნაური სიმღერები.
ბოლთას ვცემდი სადღაც პარკში, ადგილას სადაც ადამიანები ძალიან იშვიათად დადიან და ვგრძნობდი ისევ იმას რომ დავიღალე.
დამიანე, ვინც კი რამეს ითხოვდა ყველაფერს ვაძლევდი, არავის არასდროს არაფერს ვთხოვდი, თუ კი მტკიოდა მწარე ლუკმასავით ვყლაპავდი რომ არავის შეემჩნია, მაინც ვერ ვიტან სხვების არაფრისმომცემ ნუგეშს, რომ მიბრუნდებიან და გულში შენი მწუხარება ახარებთ. ჩემთვის ვცხოვრობდი მუდამ და რასაც ვცდილობდი -ადამიანში ადამიანის დანახვა იყო. ყველა მიყვარდა, ყველას ვეხმარებოდი. ბოლოს კი შემრჩა საკუთარი თავი, ცივი და უგრძნობი, არაფრის მაქნისი. ძალა აღარ მაქვს არაფრის ატანის არც გაღიმების.
სარკესთან დაკიდებულ ტილოში ვეხვევი და დამნაშავესავით ვეცლები იქაურობას .
ბარბაცით მივდივარ კარადასთან , კარს ვაღებ და სიბნელეში ვპოულობ არყით სავსე ბოთლს. ვჯდები მაგიდასთან და ვიწყებ დალევას . სიგარეტს ვუკიდებ და ღერს ღერზე ვეწევი . სუნთქვა მიჭირს, თუმცა სიცხეს ვეღარ ვგრძნობ, ძალა მეცლება . ვდგები, მაგრამ წამებში იატაკზე ვეცემი . ვწევარ გულაღმა, ჩემი ფანჯრებიდან არც ვარსკვლავები ჩანს და არც ჭერიდან ჩანს გალაკტიკა. თვალებს ვხუჭავ და წარმოგიდგენ, მშვიდსა და მდუმარეს .
წარმოვიდგენ როგორ ბრუნდები შინ საღამოს და როგორ გეგეგები დაქანცული დიასახლისის ფორმაში, ანუ ფუმფულა ხალათში გახვეული, კარს ვაღებ და მკლავებს გიწვდი რომ ჩაგეხუტო, რომ მოგეფერო და დაღლა დაგავიწყო. წარმოვიდგენ როგორ გეფერები თმაზე , შენ ჩემს მუცელზე გიდევს თავი და თითებით მუხლებზე მეფერები, ასე გადიან დღეები , შენ გეძინება მშვიდად, მე კი მძინარეს დაგყურებ და ხან წამწამებს გითვლი ხანაც სახეზე გეფერები ისე რომ არ გაგაღვიძო.
დამიანე, ჩემო ძვირფასო დამიანე.
როგორ მენატრები . ვხვდები რომ მონატრება ერთადერთი რამაა რაც ძალას მაცლის, რაც ყველანაირ სტიმულს მიკლავს . ახლა როგორ მინდა შენი თბილი გაღიმება, ჩახუტება.
მაგრამ აქ არ ხარ.
მე კი სიცხე მაქვს ძალიან მაღალი . გულაღმა ვწევარ და ვეღარც კი ვდგები. შენი ტუჩები მიშველიდა შუბლზე მოდებული , შენი თითები მიშველიდა მხრების ჰორიზონტზე მოალერსე ...
დამიანე...
"სანამ ნერვები მომიღებს ბოლოს, იქამდე მოდი, გა და მარ ჩი ნე"



№1 სტუმარი shalobekauri

asteroidi dagvecema male mishvelet

 


№2  offline წევრი Sophie Rutherford

ძალიან კარგია. ისეთი, ყველა გრძნობას რომ ზუსტად განგაცდევინებს

 


№3  offline წევრი Anna)))

Sophie Rutherford
ძალიან კარგია. ისეთი, ყველა გრძნობას რომ ზუსტად განგაცდევინებს

გმადლობ , მიხარია ❤ ♡♡
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent