შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მომავლიდან ...


17-10-2017, 18:54
ნანახია 1 988

გამარჯობა მა, მე თომა ვარ!
ნუ ახამხამებ ზღვისფერ თვალებს ასე გაკვირვებით… ჰოო მომავლიდან გწერ.
არ ვიცი უსმენდი თუ არა მაგრამ დედიკო გიყვებოდა ჩემზე …
გიყვებოდა თუ რა ლამაზი და ფერადი ოცნებები ჰქონდა ჩვენთან დაკავშირებით გახსოვს?
იცი? თურმე დედიკოს სულ სხვა სახელი უნდოდა შეერჩია ჩემთვის, მაგრამ მოულოდნელად გაახსენდა ერთ დღეს რომ წამოგცდა ჩემს ბიჭს აუცილებლად თომას დავარქმევო.
ეს იმდენად დიდი ხნის უკან და იმდენად უმნიშვნელო საუბარი იყო, რომ მეც მიკვირს როგორ დაამახსოვრდა,
თუმცაიცოდი რომ დედასთვის თქვენი საუბარი უმნიშვნელო არასოდეს რომ არ ყოფილა მამი? …
როგორ მახსოვს საოცრად ცივი ღამე იყო… საშინლად ციოდა (შენი არ ვიცი მაგრამ დედიკოს ჩემზე ფიქრი ათბობდა).
მახსოვს ოცნებებს სახავდა თუ როგორ გელოდებოდით მე და დედა სამსახურიდან მომავალს,
როგორ ვატარებდით ბედნიერ შაბათ-კვირას ერთად,
დილას ბაღში მიგყავდი და დედა მიკითხავდა ბაღიდან, დაწოლის წინ კი ერთად მიკითხავდით ზღაპრებს…
საოცარი ფანტაზია ჰქონდა დედას არა?…
ისიც მახსოვს ერთ დღეს, როცა ჩემზე ჰკითხე თუ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი პატარაო მან გიპასუხა ჩემს შვილს ბედნირი ღიმილი და გაცისკროვანებული თვალები ექნება სიხარულით სავსეო, შენ კი ჩაგეღიმა,
მართალია არ შეგტყობია, მაგრამ დედამ უამრავი კილომეტრის იქეთ იგრძნო შენი ღიმილი.
შემდეგ მახსოვს ღრმად ამოისუნთქე და ჩუმად კითხე შენი ქმარი როგორი წარმოგიდგენიაო ის კი უცებ გაჩუმდა … გაჩუმდა და მოულოდნელად მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა გითხრა
“ჩემი ქმარი აუცილებლად კარგი მამა უნდა იყოს”_ო…
იცოდი რომ მას მამა არ ჰყავდა ბავშვობაში გვერდით და გაჩუმდი .. გაჩუმდი რადგან გეტკინა.
როგორი სხვანაირი იყო არა?
საოცრად თბილი, და კეთილი, არ გაგრძნობინებდა თუ რამე ტკიოდა…
ვიცი ახლა მისი ეჭვიანობები გაგახსენდა და გაგეღიმა,
ვიცი მაა ნუ გიკვირს რომ გგრძნობ, მეც ხომ შენი ნაწილი ვარ …
ვგრძნობ შენს თბილ ღიმილს, მართალია შორს ვარ ერთმანეთისგან, მაგრა მეც გამეღიმა იცი?
მერე რა, რომ მხოლოდ ამ წერილში ვარსებობ სადაც მიტოვებული ფიქრებიდან სუფთა ფურცელზე გადავინაცვლე და ავტორის სტატუსი მოვირგე.
მეც მახსოვს დედა საოცრად ეჭვიანი იყო, ერთხელ ისიც კი გითხრა ნეტავ ყველა გოგო გაქრებოდეს დედამიწიდან რომ საეჭვიანო აღარ მქონდესო, როგორ გულიანად გაგეცინა გახსოვს მა? მე კარგად მახსოვს!
წარმოდგენაც კი არ უნდოდა რომ შენს ზღვისფერ თვალებში სხვას შეეძლო ჩაეხედა…
ღმერთო რა საოცარი ადამიანი იყო დედა!
ყველაფერი ერთად აირია გონებაში და რა გამახსენდა მამი იცი უცებ?
ნახევარი წლით რომ გიწევდა წასვლა საზღვარგარეთ, მახსოვს როგორ ნერვიულობდა არ მინდა წახვიდეო, ხუმრობით ისიც გითხრა წინა დღეს რაიმე ოინს მოვიფიქრებ რომ ფეხი მოიტეხო და ვერსად ვეღარ წახვალო, გაგეცინა…
მე ყველაფერი მახსოვს!..
ჯიუტი ხარ ვიცი რომ შენც, მაგრამ არ გინდა აღიარო, მაგრამ რატომ მამი? ნუთუ ასე ძნელია?
ნუთუ არც ის გინდა გაიხსენო შენ რომ უთხარი უკეთესი იდეა მაქვს ავდგეთ და წასვლის წინა დღეს გავიპაროთო.
გაეცინა(როგორ გიყვარდა მისი სიცილი) და ხუმრობაში გაგიტარა, მაგრამ იმ წამს მართლა იყო შენთან ერთად წამომსვლელი.
გეფიცები მაა…
გეუბნებოდა არ მიყვარხარო მაგრამ თავისებურად უყვარდი,
თავისებურად მშვიდად და ეგოისტურად მა,
არავისთვის ეთმობოდი, შენგან კი გულწრფელად მიკვირს,
მიკვირს როგორ არაფერი გახსოვს
ან …
ან იქნებ არც გინდა, რომ გახსოვდეს?
არა… არა მა ამას ვერ დავიჯერებ…
ეს რომ დავიჯერო ჩემგანაც უნდა წაგშალო…
მოდი ასე ვცდი იქნებ ბარბარე გაგახსენდეს?
ბარბარე მაა,
პატარა მეტიჩარა გოგო შენნაირი ზღვისფერი თვალებით, დედას ღიმილით და ქერა კიკინებით. (ცოტა მეც ჩამომგავს).
ჰოო ბარბარე დავარქვით,
არც ეს გახსოვს მა? სახელი დედამ აურჩია, გითხრა რომ თუ შენ რაიმე სხვა სახელი გენდომებოდა დაარქმევდა მაგრამ არ შეწინააღმდეგებიხარ…
რანაირი ადამიანი ხარ??
ყველაფერი ასე როგორ დაივიწყე?
კარგი მე მახსოვხარ და მახსოვს როგორი იყო ჩვენი პატარა სამყარო, მაგრამ ბაბი? (ხო ასე ვეძახი მოფერებით) იცი რომ სულ ტირის?

ტირის შენ კი სადღაც სხვაგან ხარ…
სხვის ჰაერს სუნთქავ, სხვას აძლევ უფლებას ჩვენი წილი სითბო მიიღოს, ნუთუ არ მოგენატრეთ?
ბაბი დედიკოს ასლია მასსავით მეტიჩარა და ეგოისტია…
ნუ იცინი მაა მართლა გეუბნები, ყველაფერი წამართვა რაც მიყვარდა.
ახლაც ტირის ალბათ არ უნდა რომ მოგწერო რადგან ცუდი ჰგონიხარ…
არა, არა, არა!
არ იფიქრო რომ ცუდი უთხრა დედამ რაიმე შენზე, პირიქით სულ გაქებს, მართლაც რა საოცარი ადამიანია… მუდამ უმეორებს რომ მამა კარგია და უნდა უყვარდეს, რადგან მამას ჰგავს და მასსავით ლამაზია..
საოცრად ლამაზი თვალები აქვს ბაბის ზუსტად შენნაირი, თითქოს ზღვა ღელავს მის თვალებში და როცა ტირის საშინლად მტკივდება.

არ უხდება ეს ცრემლები ბაბის, არადა ვერ დავაჯერე.
ვერც შენ იტანდი დედას ცრემლებს და როცა შენზე ნაწყენი მისდაუნებურად ატირდებოდა თავს ისე გაჩვენებდა თითქოს არაფერი მომხდარა და თითქოს თვითონ არ იყო ის რამოდენიმე წუთის უკან ცრემლებად რომ იცლებოდა, ახლა კი რამ შეგცვალათ ასე?
ასე რატომ გაიყავით?
ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთთან ბოლომდე გახსნილები არ იყავით,
ნამდვილ სახეებს მალავდით და ერთმანეთს როგორც ესიამოვნებოდა ისე იქცეოდით …
ჰოო…
ალბათ ამან გაწირა თქვენი საოცრად ჩუმი და ღვთიური გრძნობები.
იცი შენგან განსხვავებით დედა გვსტუმრობს ხოლმე და ხშირად ხდება ჩვენი ღიმილის მიზეზი.
მა არ გეწყინოს რაა შევწყვიტო უნდა წერა თორემ ბაბი არ წყვეტს ტირილს, არადა იცის მის ცრემლებს ვერ ვიტან…
ოჰ ნამდვილად დედას ასლია,
ისე გული მტკივა, რომ საერთოდ არ ახსოვხარ მა.
შენ?
ნუთუ საერთოდ არ გტკივა?
არა, რა სისულელეს გეკითხები
როგორ შეგიძლია არ გტკიოდეს,
ჩვენ ხომ შენი ნაწილები ვართ, მერე რაა რომ ჯერ კიდევ ზეცას ვალამაზებთ.
არ იდარდო ჩემო მამიკო მე ვიზრუნებ რომ ბაბის მუდამ კარგად ახსოვდე, მანამდე კი იმედი მაქვს შენც დაბრუნდები…
უნდა დაბრუნდე სხვანაირად არ შეგიძლია, რადგან დედას თვალებმა ფერი დაკარგა, არც ის ღიმილი შემორჩა შენ რომ გიყვარდა…
დროებით მამი … ბაბის ხშირად ვერა მაგრამ ხანდახან მაინც ვეტყვი ხოლმე რომ არ იტიროს რადგან საუკეთესო მამა ჰყავს მსოფლიოში და უყვარს მამას მისი პატარა გოგო,
არ მომატყუებინო იცოდე… კაცი ვარ და ვერ ვიტან ტყუილს, შენ რომ გინდოდა ვცდილობ ისეთი ვიყო, მაგრამ შენ აღარ ხარ ის ადამიანი ვისაც მომავალში სურვილი მექნება რომ მივბაძო, დედას მონაყოლი ზღვისთვალასგან არაფერი დაგრჩა
რამ შეგცვალა ასე?
ან ის პირობა სად არის დედას რომ მიეცი “არ გაქრობის” შესახებ? …
ჩვენ მაინც გელოდებით მამი…
მოგვეცი უფლება რომ როგორც სხვა ბავშვებმა მე და ბაბიმაც მოვიხსნათ ფრთები და მოგევლინოთ დედამიწაზე პირადადაც მინდა რომ გაგიცნოთ შენ და დედა… ბარბარე როცა გაიზრდება თავად მოგწერს ალბათ, მანამდე კი ვეტყვი რომ საუკეთესო დედის საუკეთესო შვილია, შენზეც შევაპარებ როგორც დაგპირდი, უბრალოდ ახლა ძალიან პატარაა და ამდენს ვერ გაუძლებს…
არ გემშვიდობები მე შენი მჯერავს !
არვიცი ამ წერილს როდის ნახავ ან ნახავ თუ არა საერთოდ, მაგრამ თუ მისი კითხვისას თვალწინ დედას ცრემლიანი თვალები თუ დაგიდგა არ გაგიკვირდეს, რადგან მას თავად წაართვი ძველი ბრწყინვალება!..
უი ხო მართლა დედას შემთხვევით წამოცდა, რომ უცნაური ჩვევა გაქვს და წერილის კითხვას ყოველთვის ბოლოდან იწყებ
ამიტომაც, რომ გაიგო ვინ ვარ და რა მინდა ასე ‘დავიწყებ’ წერას
-გამარჯობა მა, მე თომა ვარ ….

P.S_ ახლა კი გთხოვ დაუბრუნდი წერილის საწყისს და სანამ ოდნავ მაინც არ იგრძნობ ჩვენი მონატრების სხივს მანამ იკითხე ეს წერილი..
მიყვარხარ მა.
შენი თომა !


ავტორი:ჩუმი ‘პოეტესა’​




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent