შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წავალ დედიკოს ჩავეხუტები


11-02-2017, 22:14
ავტორი aanamaria
ნანახია 1 609

ქალი სილაღით, სინაზით სავსე
სულ ბედნიერი, სულ მოცინარი
შენს გამო სიკვდილს რომ არ ინანებს.
შეხედავ თითქოს სუსტი არსება
გიმზერს თვალებით გაბრწყინებულით
ფიქრობ ზედმეტი არასდროს უთხრა
არ განიცადოს დარდი, ტკივილი.
სულის სიღრმეში იცი რარიგად
ძლიერ, ამტან და უშიშარს იცნობ
მაგრამ ექცევი როგორც თოჯინას,
შემთხვევით რამე რომ არ ატკინო.
ებრძვი ცხოვრებას, უსამართლობას
ცდილობ პირისპირ დაუხვდე მედგრად
თითქოს არ იცი ამას რატომ იქმ
იმ წამსვე თვალწინ გიდგება დედა.
იხსენებ წარსულს, ბედნიერ დღეებს
დღეებს, დედა რომ გილამაზებდა
გულში ჩამარხულ იმ ტკბილ ოცნებებს,
ცხოვრების მიზნად რომ გიქცევია.
სულ პაწაწინაც რომ წარმოიდგენ
მომავალს, საშიშს და თან სანუკვარს
იმ წუთსაც ფიქრობ ეს მომავალი
მოეწონება თუ არა დედას.
შენი ცხოვრების თითოეულ წამს
შენს ტკბილ, თბილ დედას რომ უკავშირებ,
კარგო ეს ახირება კი არა
დედა ბუნების წესია ისევ.
სიტყვებით მეტი არაფრის თქმა მსურს,
მხოლოდ ქმედება მწადია ახლა,
წავალ დედიკოს ჩავეხუტები
და დავუკოცნი თვალებს ბრიალას.
(ანი არაბაშვილი)



№1 სტუმარი nene

როგორი მგრძნობიარე ლექსი იყო

 


№2  offline წევრი doriane

სულში ჩამწვა heart_eyes კარგი ლექსია ძალიან არ მქონდა წაკითხული heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

nene
როგორი მგრძნობიარე ლექსი იყო

გეთანხმები ძალიან heart_eyes

doriane
სულში ჩამწვა heart_eyes კარგი ლექსია ძალიან არ მქონდა წაკითხული heart_eyes

არც მე მქონდა და როგორც კი ვნახე დავდე აქ heart_eyes

 


№4  offline წევრი anuki15

ვაიმეე არ ველოდებოდი ჩემი ლექსის ნახვას <3 ძალიან გამახარეე <3

 


№5  offline მოდერი bla.ell

anuki15
ვაიმეე არ ველოდებოდი ჩემი ლექსის ნახვას <3 ძალიან გამახარეე <3

Shen dawere? ....dzalian momwons❤❤❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი დედიკო მინდა

 


№7  offline წევრი anuki15

Ki me davwere^^
bla.ell
anuki15
ვაიმეე არ ველოდებოდი ჩემი ლექსის ნახვას <3 ძალიან გამახარეე <3

Shen dawere? ....dzalian momwons❤❤❤❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

anuki15
ვაიმეე არ ველოდებოდი ჩემი ლექსის ნახვას <3 ძალიან გამახარეე <3

ვაიმე მართლა,არ ვიცოდი შენი თუ იყოო როგორ გამიხარდა :))

terooo
ჩემი დედიკო მინდა

მოგიკვტიიი :( მე შენ

 


№9  offline წევრი doriane

სულ დედიკოზე რატომ წერ ლექს

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

doriane
სულ დედიკოზე რატომ წერ ლექს

მე არ ვწერ, უბრალოდ მომწონს და ვდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent