შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტლი!


19-10-2017, 22:28
ავტორი Daniela
ნანახია 1 420

ზაფხულია შუა აგვისტო, აი ისეთი ზაფხულია გარეთ, რომ უნდა გახვიდე და რუჯი მიიღო ან თუნდაც პიკნიკი მოაწყო და ფოტოკამერა ათასფერი სურათებით ააჭრელო. საცოდაობაა ასეთ საოცარ ამინდს მხოლოდ და მხოლოდ ფანჯრიდან უცქერდე, მისით ტკბობა კი არ შეგეძლოს!

თითქმის შვიდი წელია უკვე რაც მზის შუქი არ მინახავს. შვიდი წელია ცისთვის თვალი არ მომიკრავს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ეტლია!
ამ წყეული ეტლის ბრალია ფეღბურთს, რომ დავანებე თავი და რიგით საცოდავ ინვალიდს დვემსგავსე.
ვერასოდეს ვიფიქრებდი ადამიანს საკუთარი თავის სიბრალური თუ შეეძლო.
მაგრამ თურმე შესძლებია, თანაც როგორ!.

ყველაფერი კი იქედან დაიწყო, როცა
მეთვრამეტე დაბადების დღეზე მამამ BMW მიყიდა.
მეორე დღეს კი მეგობრებმა რბოლა მოვაწყვეთ.
სამწუხაროდ საბედისწერო აღმოჩნდა ის დღე ჩვენთვის!

ამ ფაქტის შემდეგ მთელი სამი თვე ვიყავი უგონოდ. ერთხელაც კი ხეიბარმა გავიღვიძე. საუბედუროდ სიარულის უნართან ერთად ბავშვობის მეგობარიც დამეკარგა. იღბლიანი ხარო დაცინვასავით ჩამესმოდა ყურში.

-იღბლიანი მე კი არა თომა აღმოჩნდა მეთქი ვამტკიცებდი. განა რა ფასი აქვს ასეთ სიცოცხლეს?

ოცდახუთი წლის ვარ და სახლიდან ბოლოს შვიდი წლის წინ გავედი.
ოცდახუთი წლის ვარ და დამოუკიდებლად ვერც კი ვიცვამ, ამას ეძახით იღბალს?

ვერ ვიტან ზაფხულს! ზაფხულს, რომელიც გარეთ გასვლის დაუოკებელ სურვილს მიღვიძებს და მე კი ისევ არაფერი შემიძლია. გარდა იმისა, რომ ვუყურო!
ვუყურო თუ როგორ უდარდელად დადის ხალხი ქუჩაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent