გზავნილი დედებს
ახლადგაწმენდილ ნოხზე ვიჯექი და ჩემს "ბარბს" საკუთარი ხელით შეკერილ ქვედაბოლოს ვაცვამდი.ვიგრძენი ჩემს უკან როგორ დაჯდა ის, ფეხები განზე დააწყო, ხელი წელზე მომხვია და მისკენ გამაცურა. შევიშმუშნე, არ მინდოდა, არ მსიამოვნებდა მისი შეხება, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მის ფეხებს შორის ვიჯექი და ჯიუტად არ ვაშორებდი ჩემს თოჯინას თვალს. ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა საძულველი თითებით ყელზე. ადგილიდან არ ვიძვროდი, არ ვსუნთქავდი, ვერ... ხელი ყელიდან მხარზე გადაიტანა. მისი თითები ლავიწზე მცემდა. მეორე მხარზეც მეხებოდა და ხელებს ოდნავ მიჭერდა, სულ ოდნავ, მაგრამ მე მტკიოდა... -სახლში მინდა. - ვთქვი, მაგრამ წასაავლელად არაფერი გამიკეთებია. -როგორ იქცევი? - მკაცრად მკითხა. - არ მიჯერებ? -გიჯერებ...- ხმა ჩამიწყდა. -მითხარი, როგორი გოგო უნდა იყო? - მკითხა ჩუმად და ყურზე ცხვირით გამეხახუნა. -დამჯერი...-ჩავიჩურჩულე. გული ამომიჯდა... თავი დავხარე... ჰო, დამჯერი უნდა ვყოფილიყავი, დამჯერი შვილი, დამჯერი გოგო... ჩუმი უნდა ვყოგილიყავი, ძალიან ჩუმი, სახლიდან ამბავი არ უნდა გამეტანა და არც სახლში უნდა მომეყოლა გარეთ მომხდარი... ბევრი კითხვა არ უნდა დამესვა, რაც აუცილებელი იქნებოდა, უფროსები თავად ამიხსნიდნენ. ჰო, დამჯერი უნდა ვყოფილიყავი... მარცხენა მუხლის თავზე მისი შეხება ვიგრძენი. არ მინდოდა მისი შეხება, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავი, როგორც მასწავლიდნენ. ვუჯერებდი და მის მითითებებს ვასრულებდი, სხვანაირად არ ვიცოდი. მორჩილად ყოფნა ნიშნავდა, რომ კარგი შვილი იყავი, რომ თავზე ხელის გადასმას იმსახურებდი და რომ გაღიმების ღირსი იყავი. მტკიოდა, მაგრამ ვერ ვამბობდი, ხელს მაფარებდა ტუჩებზე... დაღლილი ვიყავი, ტირილი მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. ვერ ვსუნთქავდი, ვიხრჩობოდი... ადექიო მითხრა და ავდექი, ჩაიცვიო და ჩავიცვი, მოდიო- მივედი... აი ასე, უხმოდ... ხელში ტუჩსაცხი ეჭირა, რამდენიმე... ყველა მაგიდაზე დააბრუნა და მხოლოდ ერთი ამოარჩია მათ შორის. სახურავი მოხსნა და ფერი მაჩვენა. -მოგწონს? ეს გინდა? -კი. - ისე დავთანხმდი მისი ხელებისთვის არც შემიხედავს, ჩემთვის ყველაზე საძულველი ხელებისთვის. ხელში ამიყვანა და მაგიდაზე დამსვა. თავი ამაწევინა და ტუჩსაცხი წამისვა. არ მინდოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გულს მირევდა ტუჩსაცხის სუნი, თავად ისიც... მერე აბაზანაში მოხდა... ჩვენთან ერთად სხვაც იყო, ამიტომ იქ შემიყვანა. მივხვდი რატომაც, რაც უნდოდა, მაგრამ ჩუმად ვიყავი და უკან მივყვებოდი, ისე, როგორც შემეფერებოდა... იქიდანაც ტუჩებშეღებილი გამოვედი, გულისრევის შეგრძნებით სავსე. მერე მასთან დამიტოვა, ღამე... არ მინდოდა, მაგრამ უფროსებმა ასე გადაწყვიტეს. მე იმ დღესაც დამჯერი ვიყავი და დავრჩი. მის საწოლში "მეძინა" და დილით სახლში ტუჩებშეღებილი დავბრუნდი. ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ტუჩსაცხით "გალამაზებული". გიხდებაო - მეუბნებოდა, მაგრამ მე არ ვიჯერებდი. არასდროს ჩამიხედავს სარკეში ამ დროს. მძულდა ჩემი თავი და იმიტომ, დასრულებულ ტკივილსა და მომავალ სატკივარს მახსენებდა და იმიტომ... არ მინდოდა, მძულდა... მერე თმის სამაგრი შემაბა თმაზე, ყელსაბამი ყელზე, საყურე, ბეჭედი... არასდროს მკეთებია მას შემდეგ, თუმცა, შენახული მაქვს ყველა ნივთი უკლებლივ. მახსენებს იმას, რის დავიწყებასაც ჩემი გონება ითხოვს, მაგრამ არ შეიძლება. უნდა მახსოვდეს, უნდა ვგიქრობდე, უნდა მტანჯავდეს ჩემი წარსული, რომ ჩემი შვილი არ იყოს ჩემსავით დამჯერი, ჩუმი და თავდახრილი... უნდა მახსოვდეს.... უნდა ... _________ ძალიან გამიჭირდა ამის დაწერა, მაგრამ დავწერე. არათემატურია, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ. გზავნილი დედებს - არცერთი პატარა არ არის დაცული დღევანდელი საშინელი რეალობისგან, სამწუხაროდ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.