შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Another love ...


26-10-2017, 20:15
ავტორი Daniela
ნანახია 1 719

შენ სხვა ხარ! არ შემიძლია ვინმეს შეგადარო და თან ისიც ვიცი, რომ საშინლად ვერ იტან როცა ვინმეს გადარებენ.
ჰმ, ვერც მე! აი ხომ ხედავ როგორ ვგავართ ერთმანეთს? ჩვენ ორივემ ვიცით რას ნიშნავს ვინმეს გადარებდნენ, ესეიგი ეძებდნენ შენი არ შეყვარების მიზეზს ან პირიქით.
მნიშვნელობა არ აქვს ამას!
ჩვენ უბრალოდ ორივეს გვინდა ისეთი შეგვიყვარონ როგორებიც ვართ სინამდვილეში და იმედები გვიცრუვდება როცა ვერ გვამჩნევენ.
შენ ჩემებურად თბილი ხარ და ამასთან ჩემებურადვე ცივი, რადგან ჩემსავით გაშინებენ უხეში ადამიანები!

შენ საერთოდ არ გჯერა მათი და ალბათ ისიც იცი, რომ არც მე!
ჩვენ იმაზე მეტადაც კი ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე ეს შორიდან ჩანს!

ჩვენ გზააბნეული, მოხეტიალე სულები ვართ ამ უკიდეგანო სამყაროში, სადაც უსულო სხეულები დაეხეტებიან! მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს, რადგან ჯერ ერთმანეთი გვაქვს მოსაძებნი!
ახლა მხოლოდ ერთმანეთის შეცნობაღა დაგვრჩენია, რათა ჩვენმა აფორიაქებულმა, მარტოხელა სულებმა ერთმანეთი შეავსონ!
დღეს თუ არა ხვალ მიპოვნი ვიცი! და თუ სხვა დაგასწრებს?
ამით არაფერი შეიცვლება, რადგან სული ვერ აიტანს უცხოს! მას ჭირდები მხოლოდ შენ და არავინ სხვა!
მერე რა თუ ჩვენ არაფერი გაგვეგება სიყვარულის?
სამაგიეროდ ერთგულება შეგვიძლია.

სიყვარულს კი ისე შევასწავლით ერთმანეთს, როგორც გულწრფელ, ბავშვურ ღიმილს, თანაც ისე, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს იგი!

შენ სხვა ხარ და ამიტიმაც ვერ ავიტან მე შენს გარდა ვერავის სხვას!

და მაინც რა მომწონს მასში? რადა საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ მასთან და მასაც ალბათ ის ხიბლავს ჩემში თუ როგორიცაა ის ჩემთან!



№1  offline წევრი joxadze

ძალიან მომწონს <3
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№2  offline წევრი Daniela

joxadze
ძალიან მომწონს <3


heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent