შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ისევ მიქრის...


28-10-2017, 16:02
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 417

ჩაბნელებულ ოთახში, ჩარკვიანის სიმფონია აღმიძრავს დაუოკებელ სიმარტოვეს და მონატრების მძაფრ ქარტეხილს უარესად მიმძაფრებს. საათს დავხედე და ფიქრებში თითქმიდ ჩაძინებულს, კვლავ 12:50 წარმომიდგა თვალწინ. ზუსტად ამ დროს, უფრო გვიან ან ადრე, ვინ მოთვლიდა რამდენჯერ მიფიქრია?! რაზე? ყველაფერზე... ვისზე? მხოლოდ ერთზე. სურვილი მაქვს ფანჯარა გავაღო და ხმის ჩახლეჩვამდე გავაგებინო ყველას თუ როგორ მიჭირს. დრო ისედაც ცოტა მაქვს... ცოტაა დრო იმისთვის, რომ დასასრულს მისული წუთები ტანჯვაში გავატარო... ცოტაა დრო იმისთვის, რომ ამ ოთახში ჩაკეტილს მხოლოდ ერთზე ვიფიქრო! “დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!”,- ჩამესმის ნაცნობი ხმა, თუმცა დრო ამოიწურა. აურაცხელი ქონებით მხოლოდ ერთს ვიყიდდი და იცით რას? დროს! დროს იმისთვის, რომ ჩახუტებისთვის მყოფნოდა! დროს იმისთვის, რომ ერთხელ მაინც მეთქვა, თუ როგორ მიყვარს! საუკუნო ტკივილისთვის გამეტებული, ოთახში სიმღერას არაფრის ხმა არ ერწყმის. იქნებ როგორ ჩამესმის სიჩუმეში მისი ხმა?! იქნებ როგორ მტკივა და ვერ მშველის ვერავინ?! ის კი სად არის? ბევრმა იცის თუ როგორ ახლოს, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ თუ რამდენად შორს. დრო 1:00 აჩვენებს, მე კი მუდმივად ჩამესმის ხმები, რომლებიც ერთი და იგივე შინაარსისაა: “ შენ არ გიმსახურებს”, მე კი ჯიუტად მინდა... მაინც მინდა. რას მოველოდი? ალბათ იმას, რასაც სხვა ვერავინ მოელის მისგან! დრო მეწურება და ვფიქრობ, რომ დრო აღარაფრად მიღირს. ძალა არ მეყოფა დავაბრუნო ყველაფერი უკან, რადგან ჩვენი ბედნიერებისთვის ბრძოლამ, მე, დღეს, ამ უსიყვარულო, ყინულივით ცივ და წყვდიადივით ბნელ ოთახში გამომამწყვდია. 1:05-ია და ვხვდები როგორ მიჭირს უშენოდ... 1:07-ზე კი მონატრების სევდა თავზე დამაწვა, რადგან მძიმეა ტვირთი, რომელიც კარის მოჯახუნებამდე დამიტოვე სამუდამოდ! მძიმეა ტვირთი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent