მოწოდება
საკუთარი თავის მოწოდების პოვნა? თუ საკუთარ მოწოდებას იპოვი, გამოდის შენ საკუთარ თავს პოულობ. მოწოდება? მოწოდება ყველას სხვა და სხვანაირად ესმის, ზოგისთვის ეს საკუთარი თავის მიგნებაა, ზოგისთვის იმის მიგნება რაც აქამდე გვაკლდა, ზოგისთვის ეს იმის პოვნაა რისთვსაც დავიბადეთ, ზოგისთვის იმ საქმის პოვნაა, რისი კეთებაც მოგვწონს, ჩემთვის კი, ჩამოთვლილთაგან ყველაა, ჰო ასეა, მოწოდება რამოდენიმე ელემენტისაგან შედგება, საკუთარ თავს რომ მიაგნო, ჯერ უნდა გაიგო რა მოგწონს, შემდეგ კი რა გაკლია, ამის გაგების შემდეგ საკუთარ თავს იპოვი, საკუთარი თავის მიგნება კი ეს ისაა რისთვისაც დავიბადეთ. მოწოდება საკუთარ თავში გარკვევაა, გაიგო რა, რატომ და როგორ განიჭებს უდიდეს სიამოვნებას, განსაზღვრო და მიიღო საკუთარი ძლიერი მხარეები. მოწოდება ჩვენშია, უბრალოდ მას აღმოჩენა სჭირდება, უნდა მოახდინო შენში დამალული ნიჭის ჯერ აღმოჩენა და შემდეგ მისი რეალიზება… ყველა ერთდროულად ვერ ვიპოვით მას, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა შევძლებთ და ვიტყვით "მე საკუთარი თავი ვიპოვე"-ო. ეს უბრალო ჩანახატია რომელიც სკოლაში დაგვავალეს, მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან ბევრ აქ მყოფს შეიძლება დაეხმაროს იმის გაანალიზებაში თუ რა არის საკუთარი თავის მოწოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.