საუბრები წარსულ მესთან
ნეტავ ერთ დღეს წარმატებულს, მიზანმიღწეულს, რომელიც ჯერ კიდევ არ მაქვს, რომ მკითხავენ რას ეტყვი იმ ყურსასმენებიან გოგოს, ოთახში ჩუმად რომ ტიროდა ხოლმეო, მაშინ რას გეტყვი? როდის გამეცინება, როგორი უსაფუძვლოდ მტირალა იყავი. ახლა, როგორც ბოლო ცხოვრებაა ხშირად, თვალებზე ცრემლებშემხმარს მენდომებოდა გეთქვა -ნუ გეშინია საკუთარ მიზანს იპოვი-მერე თბილად ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ მიზანი იპოვე. -ჰეი გოგონა, ნუ ტირი თვალებზე ნაოჭებს ნუ მიჩენ! იპოვი საკუთარ თავს იპოვი-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ საკუთარი თავი იპოვე. ნეტავ, სახლში მისული ძველ ნაწერებს ამოქექავდე, რბილ სავარძელში ჩაეფლობოდე და ისევ დამელაპარაკებოდე. -გოგონა, შენი ნაწერი წავიკითხე ამასწინათ,ათი წლის წინ რომ წერდი: "უცებ ძალიან დავიღალე... ჰო აი ასე, ავდექი და დავიღალე იმიტომ რომ არ არსებობს ხელი რომელიც დაღლილს შემოგეშველება არ არის ხელი რომელიც არ გკითხავს რამ დაგღალა არ გეტყვის რომ არაფერი გიკეთებია რომ დაღლილიყავი უბრალოდ ადგება და შემოგეშველება ადგება და დაგიყრდნობს იმიტომ რომ იცის შეიძლება უბრალოდ ასე იღლებოდე, იმიტომ რომ იცის შეიძლება უბრალოდ არაფერმა დაგღალოს იცის რომ არაფერი შეიძლება უფრო გღლიდეს ვიდრე ყველაფერი ჰოდა ადგება და შემოგეშველება ადგება და დაგიყრდნობს დაგიყრდნობს უსიტყვოდ უკითხვოდ უპასუხოდ… უბრალოდ დაგიყრდნობს"... -სასვენუნიშნებოვ,ეგ ხელი იპოვე! ეგ ხელი მე ვარ და ახლა აქედანაც მესმის მაგ მტირალა გოგოსი, რომელიც დაიღალა.შენ თვითონვე აღმოჩნდი ეგ ხელი, რომ ვერ ხედავდი-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ ახლა ხედავ მაგ ხელს. ნეტავ, ჰამაკში მწოლიარე იმ ფურცელს დახედავდე, ამავე ჰამაკში მჯდომი ცარიელს, რომ ავსებდი და ისევ დამელაპარაკებოდე -შენი ნაწერი ვიპოვე ამასწინათ, ჰო ამასწინათ ანუ ათი წლის წინ, ზუსტად აქ ზიხარ და წერ " Without you…. Without you i’m just a sad song" ხოდა დავფიქრდი რა საინტერესოა არა?! შენ ნაწერში სამი, უკაცრავად ოთხი წერტილი შეინიშნება და აღარც ისე სასვენუნიშნებო ხარ, თანაც მე მგონი ჩემ კაცზე წერთ ქალბატონო-მერე საუბარს ბოხი ბარიტონი შეგაწყვეტინებდეს კითხვით ისევ საკუთარ თავთან გაქვს დიალოგი და გაგერიდოს მეუღლეო, შენ გაუღიმებდე და ისიც გაგერიდებოდეს -აჰ, ხო, მე იმას გიამბობდით ქალბატონო, რომ თქვენ აღარ იქნებით მოწყენილი სიმღერა მის გარეშე, იმიტომ რომ აღარ იქნებით მის გარეშე მალე-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ ახლა აღარ ხარ მოწყენილი სიმღერა მის გარეშე. ნეტავ, მყუდორდ მოკალათებული ისევ გადაფურცლავდე ძველ ჩანაწერებს და ისევ დამელაპარაკებოდე -ჰეი გოგონავ, ვკითხულობ ამასწინათ, ჰო, ჰო ათი წლის წინ ვიღაცას ეძებდი "შენ ეძებ ადამიანს, რომ მიირბინო და ეტიტინო თუნდაც უკანასკნელ სისულელეზე, მაგრამ არ იღლებოდეს შენი მოსმენით. მიირბინო და უთხრა "რაღაც მოხდა"- მოუყვე და მან იგრძნოს ის, რომ შენ იგრძენი, იგრძნოს ისე, როგორც შენ იგრძენი. შენ ეძებ ადამიანს, რომ მოირბინოს შენთან გეტიტიონოს და იგრძნო, იგრძნო ისიც და მისი გრძნობებიც."ჰოდა მინდა გითხრა, რომ იპოვი და ხშირად მიირბენ მასთან "ეტიტინები", "გეტიტინება" და იგრძნობთ.-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ იპოვე ვინც გგრძნობს და გრძნობ. ნეტავ, მერე ჩემთან ლაპარაკი ჩვევად გექცეოდეს გადაფურცლავდე ისევ ჩანაწერებს და ისევ დამელაპარაკებოდე -"ირგვლივ სიცარიელეა. დგახარ იქ სადაც არაფერია სადაც არავინაა და მაინც ვიღაც ან რაღაც გტკენს გტკენს იმიტომ რომ არ არის და გატკენდა რომც იყოს. წასასვლელი არაა არ იცი რა სჯობს ერთადერთი რასაც გრძნობ სიცარიელეა რომელიც ვერაფრით შეგივსია. არ იცი რამ დაგაცარიელა ანდა როგორ შეივსო რა უშველო ან რა გიშველის არ ვიცი უცბად მოვარდნილ ნაცრისფერ ტალღას რა უკუაგდებს ფერებს რა მოიყვანს ამ უდაბნოში წყალს რა მოიყვანს"და აი სასვებუნიშნოვ, შენ დაბრუნდი, მე კი შემიძლია გითხრა, რომ რა მნიშვნელობა აქვს რატომ ხარ ცარიელი, მთავარია შეივსებ, ნაცრისფერ ტალღასაც უკუაგდებს და უდაბნოშიც მოვა წყალი.-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ ნაცრისფერი ტალღა უკუგდებულია და უდაბნოში წყალიც მოვიდა. ნეტავ, შუაღამით უძილობა რომ შეგაწუხებს, საწოლიდან ფრთხილად გამოძვრებოდე, აიღებდე ჩანაწერებს და ისევ დამელაპარაკებოდე -შუაღამით კომპიუტერთან რომ ათენებ, დრო და დრო ცრემლებს ღვრი და წერ იმას ვკითხულობ ახლა "უკვე იმდეჯერ უარვყავი საკუთარი თავი ვინღა დამიჯერებს. ვინღა დაიჯერებს რომ რამედ ვღირვარ როცა მე თვითონ არ მჯერა საერთოდ" გოგონი შეწყვიტე ცემლებით თამაში, მე შემიძლია გითხრა რომ ღირხარ, ღირხარ და სჯერათ კიდეც-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ ახლა შენ თვითონაც გჯერა. ნეტავ, საწოლში მწოლიარეს გაგახსენდებოდე, ჩვენს "დოკუმენტებს" გადახედავდე და ისევ დამელაპარაკებოდე -გამარჯობა გოგონი, შენ ამას წინათ, თხუტმეტი წლის წინ ანუ, წერ "შენ შეგიძლია იწვე შენსავე თბილ საწოლში ცივად, იყო და არც იყო. ფიქრობდე ყველაფერზე და თან არაფერზე. არც რაიმე გაწუხებდეს და თან ძალიან წუხდე. შენ შეგიძლია იყო უსაზღვროდ ცარიელი და მაინც არაფერს აკეთებდე ამის შესავსებად. შენ ერთადერთი ხარ, რომელსაც ცარიელი სივრცე გუდავს, ერთადერთი ხარ ვისაც კლაუსტროფიბია ამ ცარიელ უკიდეგანო სივრცეში ეწყება და მაინც, როგორ შეგიძლია იხრჩობოდე და გაუნძრევლად იყო, უყურებდე წყალი როგორ ფარავს შენს კოჭებს, მერე მუხლებამდე აღწევს, აი მან უკვე მკერდიც დაფარა, ახლა ტუჩებთან მიაღწია, ჯერ მას დაფარავს, აი უკვე შენ ვეღარ სუნთქავ, უკვე გრძნობ როგორ ტივტივებს შენი ფილტვები გარედან შემოღწეულ წყალში, წყალში რომელიც სინამდვილეში არც სველია და საერთოდაც არ გავს მახრჩობელა წყალს. ჰო შენ არ ხარ შუა ზღვაში, არც მდინარე მიაქანებს შენს სხეულს მორევისკენ. სინამდვილეში ეს სიცარიელეა, რომელმაც შიგნიდან გამოგჭამა, როგორც ჩრჩილმა პიანინო, რომელიც ვეღარ ხმაურობს მაგრამ მაინც იცი რამხელა განსხვავებაა პიანინოსა და შენს შორის და იმ ჩრჩილსადა სიცარიელეს შორის??პიანინო ოდესღაც მაინც ხმაურობდა,შენ არა, ჩრჩილი პიანინოს აე დაუპატიჟებია, ეგ სიცარიელე კი შენ თვითონ მოიპატიჟე, კარიც თავად გაუღე კარგი მასპინძელივით და დარჩენაც შესთავაზე. ყოველ ღამით უშლი საწოლს და თავად უკეცავ საბანს ძილის წინ. მერე კი წევხარ თბილ საწოლში ცივად თან ხარ და თან არც ხარ…" ხო შენ ისევ სიცარიელეზე წერ და მე მინდა გითხრა ცრემლები მოიწმინდე იმიტომ, რომ ჩრჩილი გაქრება და პიანინო ამღერდება, შენც ცუდი მასპინძელი გახდები, აღარ გაუღებ კარებს მაგ სიცარიელეს, საბანსაც აღარ შეუკეცავ ძილის წინ-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ ახლა წევხარ ცივ საწოლში, მაგრამ თბილად იმიტომ, რომ საწოლი მხოლოდ იმიტომაა ცივი, რომ მეუღლე მივლინებაში წავიდა. თბილად კი იმიტომ ხარ რომ შენ გვერდით საწოლში იმისი ადგილია, მის გვერდით შენი, გვერდით ოთახში კი თქვენი შვილების. ნეტავ, ერთ დღესაც სარწეველა სკამში მოკალათდებოდე, პლედს მიიფარებდე დამჭკნარი ხელებით გადაფურცლავდე ჩემს ჩანაწერებს და ისევ დამელაპარაკებოდე -აღარ გვისაუბრია დიდი ხანია, ისევ გადავხედე შენს ფიქრებს გოგონი და ვკითხულობ "ნუთუ ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ ვცდები, როცა არაფერი მაინტერესებს და უბრალოდ ბედნიერება მინდა. როცა ვეძებ მას ყველა კუნჭულში, როგორც შეშლილი. ნუთუ არასწორია რომ ბედნიერებას ისევე სასოწარკვეთით ველოდები როგორც, მომაკვდავი, გამომშრალი მიწა წვიმას. ჰოდა გაბედეთ და მითხარით, რომ ვცდები და ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი ეგ თქვენი ბინძური ფულია, ანდაც ეგ თქვენი ყალბი ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ მოზღვავებული ბოღმა სად შეტენოთ რომ აღარ იცით. ჰო ადექით და მომახალეთ რომ ბედნიერება კი არა მთავარი არსებობაა გადარჩენა ანდა უკვდავობა. რა თავში ვიხალო ცხოვრება სადაც არაა ბედნიერება რაში მჭირდება ეგ თქვენი მარადიული ცხოვრება"მინდა ბევრი რამ გითხრა, იმით დავიწყებ რომ სასვენი ნიშნები გამოგრევია და კიდევ მთავარი ვერავინ გეტყვის რომ ცდები, ვერავინ გაბედავს და რომც გაბედონ არ დაუჯერებ-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ მართალი იყავი, როცა არაფერი გაინტერესებდა ბედნიერების გარდა. ა ჰო და კიდევ ერთი, არ დაგავიწყდეს გოგონა ეს ჩანაწერები შეინახე, ხშირად რომ დაგელაპარაკო-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაგღიმებოდა, რომ გოგონა შენში აღარ ტირის იმიტომ, რომ ბედნიერია. და ნეტავ იტყოდე რომ ვიპოვე რასაც ვეძებდი, იქნებოდე ბედნიერი და იფიქრებდე, რომ ცხოვრება შედგა და ეტყოდე ამ მტირალა გოგოს ახლა, ასე რომ ეშინია მისი ვერ შემდგარი მომავლის, ეტყოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება და სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი ფიქრობ, რომ გამოგივიდა ამ გზის ბედნიერების თანხლებით გავლა-მერე თბილად, ბედნიერი ღიმილით გაიღიმებდე, რომ ბედნიერი მიემგზავრები სხვა ცხოვრებისკენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.