შემოდგომაა,ფოთოლთა ცვენა...
შემოდგომის დილაა... ციდან ცრემლების სახით წვიმა მოდის; ირგვლივ წითელ,ყვითელ და მწვანე ფოთლებით აკინძული ხეები არიან,რომლებსაც ცოტა აკლლიათ და დედაშობილა დარჩებიან,ფოთლები კი ძალიან მალე მოსწყდებიან დედის კალთას და მტვრად და ფერფლად დაუბრუნდებიან მარადისობის წიაღს. ო,ნეტავ მეც ასე ვიყო ამოფაებული ჩემი სანუკვარი დედის კალთას; მახსენდება ბავშვობის დღეები და მთელი თავისი ძალით მიპყრობს მარტოობა და სინანული, მიპყრობს და თავისი ძლიერი მარწუხებით გულზე მიჭერს,მიჭერს და ცდილობს ყურძნის მსგავსად დამიწუროს. ირონიაა,ახლა ხომ შემოდგომაა,რთველი. ვიღაც ალბათ ყურძნის მტევნებსაც მთელი ძალლით უჭერს ხელს და ცდილობს ბოლო წვეთამდე დაწუროს. ერთი... ორი... სამი... მტკივა... უკვე სათვალავი მერევა,მერამდენე ცივი შემოდგომაა უშენოდ,თითქოს ჩვენი კერაც გაცივდა,რაც შენ წახვედი აღარც ბუხარი და ვეღარც სხვა გამათბობელი ვეღარ ათბობს,არადა როგორ მახსოვს,როცა აქ იყავი და ფუსფუსებდი სხვანაირი სითბო და აურა ტრიალებდა სახლში... ყვავილებიც,ჩემო,ისინიც დაჭკნენ და ვინ მოვლის უკვე მერამდენე ყვავილი გადავაგდე,რომელიც ასე გიყვარდა დაუვლიდი. შემოდგომაა,ფოოლთა ცვენა და მე მშურს იმ ფოთლების,რომლებიც დედის კალთას ასე ეჭიდეიან. მტკივა,ყოველი ფოლის გაშრიალება და მათი მოწყვეტა ეკლების მსგავსად მესობა ორგანიზმში,ასე მგონია ვიღაც კისერში მიჭერს და ცდილობს ფილტვებს ჟანგბადი არ მიაწოდოს,ცდილობს ნელი მოძრაობით დამიწუროს გული,რადგან ნელა,აუჩქარებლად უფრო მტკივნეულლია სიკვდილი,თითოეული წვეთი კი შენს თავს მახსენებს,ჩემო,ვენებში მყავხარ გამჯდარი; შენზე მოგონებები მიედინება კაპილარებში,ვენებში,არტერიებში სისხლის ნაცვლად და მათით ვცოცხლობ,ჩემო,სისხლის ნაცვლად ისინი ამარაგებენ გულს ჟანგბადით და ისინი მივსებენ სიცარიელეს,ვიღაც კი ნელა ცდილობს თავისი დაკოჟრილი მარწუხებით შენი მოგონებებით დამცალოს.არა, არ გავატან,არცერთს,ვიბრძოლებ,შენ მუდამ იარსებებ ჩემში ,მუდამ მომამარაგებ ჟანგბადით... შემოდგომაა,ფოთოლთა ცვენა,წითელი ფოთლები კი ქარმა წაიღო შრიალით,მოსწყვიტა დედის კალთას და მათი ტირილი ,კვნესა და გოდება გავიგე. წავალ,უთუოდ წავალ და რამდენსაც შევძლებ დავამშვიდებ... საგულდაგულოდ მოუგვავს მეეზოვეს ეზო და გროვად შეუკრავს ფოთლები,იქვე სკამზე ჩამოვჯექი და სევდიანი თვალებით გადავხედე,ვიგრძენი,როგორ მომაპყრეს მათაც სევდიანი თვალები და ისევ მეტკინა,თუმცა მათ თვალებში იმედის ოქროსფერი სხივიც დავინახე და მივხვდი,რომ ნამდვილად სიწმინდის ფერია ოქროსფერი,ისინი მაიმედებდნენ,რომ აუცილებლად დადგებოდა გაზაფხული და კვლავ დაუბრუნდებოდნენ დედის კალთას,კვლავ მოხვევდნენ თავიანთ სუსტ,უსუსურ,პაწაწინა ხელებს... ეჰ,ნეტავ ჩემთან რატომ არ მოდის გაზაფხული,ნეტავ,რატომ არის წელიწადის ყოველი დრო შემოდგომა,ცივი,ცრემლიანი და ტკივილით სავსე. ნეტავ,სადმე უკვდავების წყარო მეპოვნა,პეშვებს გავივსებდი და შენ მოგიტანდი,ჩემო... შენზე ამბობდნენ ანგელოზს ჰგავდაო,ისინიც კი,ვისაც არასდროს უნახავხარ,მე კიდევ ვუმოწმებ,ანგელოზს ჰგავდა-მეთქი,მისი თვალები უნაპირო ზღვას ჰგავდა,უნაპიროს,რომელშიც არც ადამიანური სულისკვეთების სიბინძურე და სიბოროტე სუფევდა-მეთქი. ყველა ამას ამბობდა,ჩემო,მერე კი თავადაც ანგელოზივი გაფრინდა ცაშიო,ვერ დაიტია ამქვეყნიური სიბინძურეო... შემოდგომაა,დე,ფოთოლთა ცვენა,წითელი ფოთლები კი ქარმა წაიღო,შრიალით... სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა მოგონებებისა,რომლებსაც ასე ვუფრთხილდები; გახსოვს,როდესაც პირველად ჩემი ნაწერები წაიკითხე,აღშფოთდი,ცრემლებით აგევსო თვალები,მკითხე,რატომ ვწერდი მხოლოდ მაშინ,როდესაც ტკივილით სული მქონდა გაკაწრულლი, მე მოგეხვიე,გულზე თავი დაგადე და გიპასუხე,რომ ბედნიერების დროს,როგორც ახლა(ანუ მაშინ),არცერთ მომენტს არ ვუშვებდი და ვიმახსოვრებდი,რომ თვალებით ფოტოს ვუღებდი,გონებით ფირზე ვბეჭდავდი და გულით ვგრძნობდი,რათა ვიცოდი,რომ აუცილებლად დადგებოდა დრო,როდესაც ეს მოგონებები ჩემი ცხოვრების საზრდო გახდებოდა ,ჩემო. ახლა კი ვცდილობ თითოეული მოგონება შემოვიკრიბო და სუსხიან ზამთარს დაველოდო,რადგან შემოდგომაა,ფოთოლთა ცვენა,შენ კი არ მყავხარ ახლოს, სულ მალე მოვა ზამთარი... დათოვს ,შენ კი არ მეყოლები ამ ზამთარს ახლოს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.