შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კედელი


24-11-2017, 18:06
ავტორი Nucca
ნანახია 1 200

...ოხ ეს კედელი...ეს ლურჯი საღებავაქერცლილი 20 სანტიმეტრის სისქის კედელი,რომელიც გარე სამყაროს ხმას ახშობს...არ მიყვარს ხალხი...მათი ცივი მზერა...გაყინული თვალები...საშიში გამოხედვა...ყოველივე ეს ჩემში ზიზღს იწვევს,ზიზღს რომელიც იმ შემთხვევას მახსენებს 2 წლის წინ რომ მოხდა:
...მაშინ მეც ჩვეულებრივი თინეიჯერი ვიყავი ლურჯი თმით და შეშლილი შეყვარებულით...ჩემს შეყვარებულს ცოტნე ერქვა...ისე მოხდა რომ ზედმეტად შემიყვარდა...იმ ამბიდან მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს...შემიძლია მთლიანი ამბავი გავიხსენო,მაგრამ უკვე იმდენი მაქვს ნაფიქრი შეიძლება ნახევარი ჩემი ფანტაზიით იყოს შექმნილი...მახსოვს წვიმიანი შემოდგომის დღე...ხელჩაკიდებული მომღიმარი წყვილი...ტაქსი...პეიზაჟები ფანჯრიდან...ყვირილი...ლურჯი ნისლი და საავადმყოფოს სუნი...მოკლედ,გონზე რომ მოვედი ცოტნეს ჩემი ხელი ეჭირა და რაღაცას მეჩურჩულებოდა.თვალები რომ გავახილე გაჩუმდა და ჩამეხუტა...ზუსტად მაშინ შემოვიდა ექიმი...ჩაახველა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა ვეღარასდროს გაივლიო.18 წლის ვარ და გეფიცებით ასეთი ბოროტი ექიმი პირველად ვნახე.სიტყვით ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი მაშინ,ცოტნეს სახე შეეშალა ხელი გამიშვა და პალატიდან გაიქცა...შემდეგ მხოლოდ მშობლები და ჩემი ოთახი მახსოვს...ერთ კვირაში დედამ ოთახში წერილი შემომიტანა ცოტნესგან იყო:
"არ მჭირდება ხეიბარი შეყვარებული"
შოკში ჩავვარდი,მაშინ მოკვდა ბოლო იმედი...ცოტნეს თავი წიგნებმა შემიცვალა...ძალა დაკარგეს ვარსკვლავებმა...მზის სხივებმა თავი შემაზიზღეს...შემზიზღდნენ ადამიანებიც...ცხოვრებაზე წარმოდგენა შემეცვალა და დიდ ხანს ვიყავი დეპრესიაში...მაშინ მხოლოდ ერთხელ გავედი გარეთ...ზოგი ადამიანი ეჭვით მიყურებდა,ზოგი ზიზღით ან ბრაზით,უმეტესობას კი ვეცოდებოდი(ალბათ ვეცოდებოდი).ეს ჩემი პირველი გასეირნება იყო როგორც ხეიბრის...პირველი და უკანასკნელი...ორი წელია გარესამყაროს გამოვეთიშე...მხოლოდ წიგნები...მხოლოდ გამოგონილი,იდეალური პერსონაჟები...არავითარი ადამიანები...არავითარი გულის ტკენა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent