შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ შევხვდებით


25-11-2017, 18:28
ავტორი nozadze96
ნანახია 3 115

ვიცი რომ ჩემი არასდროს ყოფილხარ, მაგრამ დღეს უფრო მეცლები ხელიდან....
სტერეოტიპები შთანთქავს უბედურების მორევში გრძნობას, რომელიც შენთვის მინდოდა გამეყო და ვერ მოვახერხე, მე ხომ შეცდომა დავუშვი , შენ რომ შეგიყვარე ... შენ ხომ ასე განსხვავდები , მათგან, ვინც "შემეფერება" წყეული ბრბოს წყეული მორალი დგას ჩვენს შორის , და ვერც კი გეუბნები რომ მიყვარხარ , თუმცა მთელი სისავსით ვეცადე მეგრძნობინებინა შენთვის ...
შენ არ გავხარ სხვებს , შენ ყველასგან განსხვავდები ... არ გავხარ არც აზროვნებით , არც ვიზუალით არც კანის ფეროთ და არც სარწმუნოევით, რომლითაც ხშირად ასე იწონებენ ხოლმე თავს.
ყველაფერი იქ დაიწყო, სადაც მივუყვებოდით უკვე კარგად ნაცნობ ქუჩას, და უსაზღვრო ბედბიერებას გვანიჭევდა ეს სეირნობა. რა თქმა უნდა , შენს ხელს ვიყავი დაყრდნობი ,როგორც მჩვევია, შენს აქცენტზე მეცინებდა , ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის, სისულელეზე , რომელიც B2 ქართულს არ ცდებოდა. ამინდს არ აღვწერ ბანალურია, უბრალოდ აღვწერ ხალხს, რომლებმაც თავის მზერით ყველაფერი გაყინა. გაიყინა ქუჩაც და გაიყინა ჩემი გულიც... ხელი გაგიშვი უმიზეზოდ და გაგყინე შენც .... წყეული მოეალისტების წყეული გამოხედვა .... მათი თვალებიდან შენსაზე გადავერთე, სწორედ მაშინ მივხვდი რას ითხოვდა საზოგადოება ჩემგან , და ჩუმი კივილი დავიწყე... გავკიოდი გულში და არავის ესმოდა ჩემი. მაშინ აღმივაჩინეთ, რომ ვერ შევიყვარებდით ერთმანეთს და დავრჩით მეგობრებად თავის მოსატყუებლად.....

პირველად მაშინ დავიწყე შენს სიყვარულზე ფიქრი, როცა შენი ტუჩების უბიწოების შესახებ გავიგე. მკითხველს ალბათ გაეცინება... ავფორიაქდი , და მომინდა ჩემი გამხდარიყო, მე შევხებოდი პირველად შენს ბაგეებს... ასეც მოხდა... მინდა არასოდეს დამივიწყო, და კოცნა , რომელოც გაჩუქე ამის სიმბოლო იყო ... სიმბოლო იმოსა, რომ რაც არ უნდა შორს ვიყოთ, მაინც ვიქნებით ერთად, სიმბოლო იმისა, რომ იმ ქუჩის დანახვაზე გაგვახსენდეს ერთმანეთი და სიმბოლო იმოსა, რომ ვერასდროს შევძლებთ ერთმანეთისგან თავის დახსნას...
ვერ დავიჯერებ რომ არ გიყვარვარ, სხვას მეუბნებოდა შენი გულის ცემა და შენი თვალები , სხვას მეუბნენბიდნენ შენი ტუჩები და ხელები ... მე არ მჯერა შენი ...
ვიცი არასდროს დაგავიწყდები, რაც არ უნდა შორს წახვიდე მით უფრო ახლოს მოხვალ ჩემთან.
ახლა მიდიხარ და ჩვენს შორის ტოვებ ქალაქს , რომელიც არასდროს მიგვიღებს ერთად , ჩვენს შორის ტოვებ ქვეყნებს , რომელიც გაგვასამართლეს ,ამიტომ ჩუუ..... არავუს უთხრა , ეს ჩვენი საიდუმლოა ! საიდუმლოდ მეყოლები გულში !
ვიცი ისევ შევხვდებით, იმავე ქუჩაზე, თუნდაც შემთხვევით და ვერ ავუვლით გვერდს ერთმანეთს , ვიცი! ვიცი გაიხსენებ იმ დღეს და არაფერს იტყვი, მაგრამ ვერ დამივიწყებ ვიცი !

ჩვენ კიდევ შევხვდებით , მაგრამ ჩვენს შორის იდგება ორი ქვეყანა !



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Wow ძალიან მომწონს???? ძალიან დასაფიქრებელი თემაა, მგონი რეალურ ისტორიას გავს ????
დაიმახსოვრეთ: სიყვარულს საზღვრები არ აქვს ! მან არ იცის, არც რასიზმი და არც შოვინიზმი, ის მხოლოდ პარტნიორის თვალებს ცნობს ???? .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent