შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ნატვრა.


29-11-2017, 16:53
ავტორი Daniela
ნანახია 1 470

ისევ ეს ლოდინისგან გადახუნებული საშინლად ღია ვარდისფერი კედლები. კვლავ მათი გულისამრევი დუმილი და არაფრისმაქნისი დრო....

იცი? აქ სრულიად ზედმეტია შენი მელნისფერი თვალების სიკაშკაშე, რადგან აქ მათ სიდიადეს მაინც ვერავინ შეამჩნევს.
ისინი ვერ გაიგებენ შენს კეთილ ძრახვებს, უფრო მეტსაც გეტყვი; შენი ყურებაც კი არავის მოუნდება, რადგან აქ უკვე ყველა შეეგუა სულის სიღარიბეს!
მე ისიც ვიცი, რომ შენს ენას აქ ვერავის გააგონებ, იმიტომ, რომ მათ მხოლოდ გიჟების ენა ესმით!

ძალიან გთხოვ, შორს დაიჭირო თავი ამ ადგილისგან! ნუღარც ჩემს სანახავად მოხვალ მეტად, რადგან მე მაინც ვეღარ გადავიტან ამ წლის ფოთოლცვენას.
იმიტომ, რომ ვგრძნობ დრო თითქმის აღარ დამრჩა! ახლა მხოლოდ ერთი გიჟური ნატვრაღა დამრჩა ასახდენი .

მე მეტად აღარ შემწევს ძალა იმისა, რომ კვლავ ამ გადახუნებულ კედლებს ვუყურო საათობით!
მხოლოდ ის მსურს, რომ თავად გადავღებო ისინი შენი თვალებისფრად!
და იმ ავბედით ჟამს, როცა სამუდამო ძილს გადავწყვეტ უკანასკნელი რისი დანახვაც მენდომება ეს სიკვდილივით მუქი ლურჯი კედლები უნდა იყოს!.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent