შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღა დამრჩა, სხვა?!


17-09-2017, 23:25
ავტორი crazy girl sofi
ნანახია 1 735

ისევ დავმარცხდი და საკუთარ თავს ვტოვებ წლებია
და მე მრცხვენია, რომ უფრო მეტი არ შეგვძლებია..
ალბათ დროსთან ერთად შენც წახვალ და მიენდობი ქარებს,
თუმცა გიცდი და იცი რომ ძალა არ დამრჩენია..
აქ რაღა დამაკავებს, თუმცა მაინც ვეძებ საკვებს,
როგორც მეზღვაური "იმედების ზღვა"-ში, როგორც თევზი წყალში..
ვერ ვეგუები ხასიათს, როგორც პატიმარი საკნებს
და დღემდე ვაკაკუნებ, თუმცა შენ არ მიღებ კარებს..
მე განვიცადე "ჯვარცმა", ვგრძნობ თითოეულ ეტაპს
კვლავ აღარ დამრჩა სხვა გზა, მე ვეღარაფერს ვხედავ..
მე ბრმა ვარ დღეს, ოთხი კედელი და კინო
იქნებ მოხვიდე როდესმე და კვლავ გადამარჩინო...
იქნებ ცოტა დაფიქრება გვმართებს, იქნებ მიხვდე
იქნებ გონება გაქვს არეული, ისევ გამოფხიზლდე..
შენც ხომ იცი, რომ გიცნობ და არავინ მსურს მეტი,
ისევ მწყურია და მსურს მხოლოდ "იმედების ზღვის - წვეთი..."
მითხარი: რაღა დამრჩა სხვა?
მხოლოდ მოგონება შენზე,
რომ არ დამშრალა ზღვა
ან რომ არ ჩავიძირეთ ფსკერზე..
გთხოვ, მითხარი "ჩვენ"- რომ არ ყოფილა შემთხვევით
უბრალოდ, დრო სჭირდება ყველაფერს და ისევ შევხვდებით?!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent