შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ თოვდა


11-12-2017, 12:43
ავტორი iasamani
ნანახია 1 975

დეკემბერია და მისი შესაბამისი ამინდიც.თოვს...ისე ლამაზად ცვივა თეთრი ქათქათა,უმანკო და დიდი ფიფქები,თითქოს სურს ერთ ღამეში გადაათეთროს და სიწმინდის საბანი მზრუნველიი მშობელივით გადააფაროს ნაცრისფერ ქალაქს.ნაცრისფერი ხომ ერთგვარი ჭიდილია თეთრსა და შავ ფერს შორის,ბოროტისა და კეთილის წონასწორობა...ქუჩებშიც უჩვეულო სიწყნარეა ხმაურიანი თბილისის ფონზე,ალბათ იმიტომ რომ უკვე ღამეა.ვისთვის დამღლელი დღის დასასრული და ვისთვის დასაწყისი...ზოგისთვის ბედნიერი ,ზოგისთვის უიღბლო კიდევ ერთი 24 საათი.
ქუჩებში ლამაზი ნათურები გამოუფენიათ და თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო ისე ანათებენ და ცელქად მოფარფატე თოვლის ფიფქებსაც ახალისებენ.სახლებიც კი სხვანაირია,გეგონება ბავშვებივით უცოდველები არიან და მათი ოთხი კედელი არ იტევდეს ათას სიბინძურეს,მაგრამ თოვლის საბანი ხომ ყველაფერს უმანკოს ხდის.
ზოგიერთი სახლიდან მხიარული შეძახილები ისმოდა,ვიღაცას ნაადრევად დაუდგა ახალი წელი.ხუთ სართულიანი წითელი აგურის კორპუსის პირველი სართულიდან კი ჩხუბის ხმა მელოდიურად ერწყმოდა მანქანების გულის გამაწვრილებელი ხმაურს,ბოლო აკორდი კი რკინის კარების გაჯახუნება იყო.ამავე კორპუსის მესამე სართულის დათოვლილი ფანჯრიდან დედის გულზე მიხუტებული ჩვილი ფრესკასავით იხატებოდა...ქუჩის კუთხეში,მაღაზიის მინის კარებზე წარწერა "ღიაა"-ს ანათებდნენ მოცეკვავე ნათურები,რომლის გვერდითაც ლოყებღაჟღაჟა თოვლის პაპა ბედნიერი ღიმილით აცილებდა გამვლელს.საიდანღაც ღამის სუსხს ერთვოდა დამწვარი ნამცხვრის სუნი,რომელიც ალბათ ბებოს დაავიწყდა ღუმელში სერიალის გადამკიდე.ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ღამეს თოვლი ხდიდა უჩვეულოს,რომლის ფონზეც შუქნიშანიც სხვანაირად აფორაჯებულიყო.
დათოვლილ ქუჩებს ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა,ზოგი მათგანი ქვრებოდა და ინთებოდა,თითქოს დაღლილი მოხუცივით თვალს ატყუებდა.ციდან კი ისევ ისე ლამაზად ცვიოდა ქათქათა ფიფქები და ალაგ-ალაგ გაშვებული ფეიერვერკების ფონზე ფერადდებოდა.აი ასეთ ლამაზ საღამოს დათოვლილ ქუჩას მიუყვებოდა წითელ ქურთუკიანი გოგონა,რომელსაც დაუდევრად მოეხვია თბილი შარფი და დიდ ბურთიანი ქუდიც ჩამოეფხატებინა გაშლილ თმაზე.ალბათ დიდი ხანი სეირნობდა თოვლში,რაზეც დათოვლილი მხრები და სასაცილოდ გაწითლებული ცხვირი მეტყველებდა,თუმცა მისი ბედნიერი სახით თუ ვიმსჯელებდით,სულაც არ იყო შეწუხებული ამით.ზოგჯერ ჩერდებოდა და ფეხებს სასაცილოდ აბაკუნებდა თოვლიან ასფალტზე,ალბათ გაყინული ფეხების გათბობას ცდილობდა.ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო სა საათის ნახვა დააპირა,თუმცა სინათლემ საცოდავად გაიბრძოლა ეკრანზე და ჩაქრა. -"ჯანდაბა"-ჩაილაპარაკა მომხდარით აშკარად უკმაყოფილო გოგონამ და გზაზე მომავალი ახალგაზრდა გააჩერა-"უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით..."-და რატომღაც დაავიწყდა რის კითხვას აპირებდა და ბიჭის უძირო შავ თვალებში ჩაიკარგა თოვლისგან მთლად გადათეთრებული...
თბილისში ისევ თოვდა...ლამპიონებიჩ ხან ჩაქრებოდნენ,ხანაც თოვლის პაპას მომღიმარ სახეს გაანათებდნენ...სახლებიდან ისევ ისმოდა ხმები,რომელსაც მანქანების მუხრუჭები უწევდა აკომპანიმენტს...საიდანღაც ფეიერვერკების ყრუ ხმაც ისმოდა...ქალაქი ახალი წლისთვის ძალას იკრეფდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent