შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაელვება


22-12-2017, 16:36
ავტორი სალვატორე
ნანახია 1 327

ჩემი თვალები მას დაგეშილი ძაღლებივით ეძებენ და ერთი სული აქვთ დაინახონ და დატკბნენ მისით, დატკბნენ მისი გამოხედვით რომელიც სისხლს მიდუღებს და ამავდროულად ადგილზე მაშეშებს რადგან მავიწყებს თუ სად მივდიოდი ან რას ვაკეთებდი საეთოდ.
როცა თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს ვგრძნობ რომ არაამქვეყნიური შეგრძნება მეუფლება, მისი ზღაპრული ღრმა თვალები შემიძლია გალაქტიკის უსასრულობას შევადარო რომელშიც აღმოვჩნდები ხოლმე მისი ცქერისას, მისი თვალების შემყურე ვიკარგები და კოსმონავტი მგონია ჩემი თავი რადგან მის ღრმა და უკიდეგანო თვალებს კოსმოსად აღვიქვავ ხოლო მე მის უწონადობაში ხომალდიდან გამოსულ კოსმონავტად ვთვლი თავს, მე მსიამოვნებს მისი თვალების ტყვეობაში ყოფნა მაგრამ მიუხედავად ამისა ხანდახან სპეციალურად გამიხედავს სხვაგან როცა ვსაუბრობდით და ვუყურებდით თვალებში ერთმანეთს რადგან ვხვდებოდი რომ მე მისი ხმა აღარ მესმოდა, ვხვდებოდი რომ ვითიშებოდი და ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი რადგან მის თვალებში ვიყავი ჩაძირული და უხერხული მომენტი რომ არ შექმნილიყო სხვაგან გავიხედავდი გონზე მოსასვლელად, ხოლო რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ ისევ ვეშვებოდი სიამოვნების მორევში მისი თვალების ცქერით და ეს ყველაფერი არ არის, მის ზღაპრულ თვალებს დამატებული მისი ღიმილი, გულიანი სიცილი რომელიც ასე ძალიან ამშვენებს და ასხივოსნებს მის სახესა და მრავლისმთქმელ თვალებს, ვფიქრობ სიცილის დედოფლად გამოაცხადებდა თავს რომ იცოდეს თუ როგორი ნატიფი ბუნების მსგავს სილამაზეს ფლობს მისი სახე სიცილის დროს.
მე ყველაზე მეტად მისი სიახლოვე მსიამოვნებს, მე ყველაზე მეტად მისი ცქერა მსიამოვნებს, მე ყველაზე მეტად მისი მოსმენა მსიამოვნებს და თუ რატომ ყველაზე მეტად ამის პასუხი ნათელია, მას წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა ძლიერ მომწონს მე იგი...
სამწუხაროდ ვერ შევძელი მასთან ბოლომდე გულახდილი ვყოფილიყავი და ის მეთქვა რაც ყოველ წამს ენის წვერზე მადგა და ვერ ვეუბნებოდი.
რამდენიმე დღე იქნებოდა გასული მას მერე რაც მე იგი გავიცანი და მოხდა ის რაც სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია რადგან ჩემი გონება მას ეკავა და სულ მისი სახე და თვალისმომჭრელი ღიმილი მედგა თვალწინ, მე იგი დამესიზმრა, ჩემთან იყო ჩემ სიზმარში. მახსოვს რომ ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ვსაუბრობდით და ვუღიმოდით ერთმანეთს, სამწუხაროდ არ მახსოვს თუ რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ მახსოვს რომ კარგად ვგრძნობდი თავს და მიხაროდა მისი ჩემ გვერდით ყოფნა. მე მინდოდა გულახდილი ვყოფილიყავი და მისთვის მომეყოლა ამ სიზმრის შესახებ, გადავწყვიტე კიდეც მეთქვა მაგრამ როცა უკვე ვაპირებდი მისთვის ამ თემაზე საუბრის დაწყებას რატომღაც შევჩერდი და გადავიფიქრე, გადავიფიქრე არა იმიტომ რომ მომერიდა ან შესაფერის სიტყვებს ვერ ვიპოვიდი მისთვის სათქმელად არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, პირადად ჩემი გადმოსახედიდან ვხედავ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიტყვა სიმართლე და ნდობა გაუფასურებულია და ტყუილში ცხოვრობენ ნაცნობისა თუ უცნობის მოტყუებით და აქედან გამომდინარე ვიფიქრე რომ მე იგი მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც მიცნობს და მინიმუმიც კი არ იცის ჩემი პიროვნების შესახებ მეთქი და მე რომ ის ვუთხრა დამესიზმრე მეთქი ხომ შეიძლება არ დამიჯეროს და იმ მასის ნაწილს მიმაკუთვნოს რომლებისთვისაც უცხოა სიმართლე და იოლია ტყუილით ცხოვრება, მე მეზიზღება ტყუილი და მისი მთქმელი ხალხი მაგრამ არ გამიკვირდებოდა რომ არ დაეჯერებინა ჩემი სიტყვების რადგან ფაქტიურად არ მიცნობს და ამას კიდევ დამატებული ის ფაქტორი რომ ამ ქვეყანაზე ბევრი უაზროდ მოსაუბრე და მატყუარა ადამიანი დადის. მე რომ მეთქვა ამ სიზმრის შესახებ შემდგომ იმაზე ფიქრი მომკლავდა რომ ვაიდა ტყუილში ხომ არ ჩამითვალა ეს ჩემი სიმართლე მეთქი და გადავწყვიტე აღარაფერი მეთქვა მისთვის ჩემი სიზმრის შესახებ.
არავის არ შეუძლია დარწმუნებით ისაუბროს მომავალზე და იმაზე თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთი რამ მაინც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ მას წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა ძლიერ მომწონს მე იგი...



№1 სტუმარი lkijfhcjdjdhvbjcj

ვინ არის ვიინ :D :D :D ეგეც გვითხარი ბარემ. :D :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent