შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობის ზღაპარი


25-12-2017, 00:59
ავტორი zia-maria
ნანახია 2 786

საახალწლო და საშობაო დღესასწაულისათვის,როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ყველასთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.
ქრისტე-შობა არა მარტო ჩვენი, ქართველების, დღესასწაულია ის მსოფლიო დღესასწაულია. საუკუნეებია, რაც შობა-ქრისტეს დაბადებაზე აღსანიშნავ ქრისტიანულ დღესასწაულად იქცა. შობის დღესასწაულის მოსვლასთან ერთად,ძველი ტკივილები დროებით გვავიწყდება და ყველა ხალისით ხვდება ამ დიდ დღესასწაულს,რადგან ძალიან დიდი ხიბლი აქვს შობის დღესასწაულს ყველა დღესასწაულებს შორის,ის ხომ ყველა ოჯახისათვის მხიარული და სიყვარულით სავსე დღესასწაულია.
ოჯახის დიასახლისი სამზარეულოში ტრიალებს და დიდი მონდომებით სახელდახელოდ ამზადებს სადღესასწაულო ტკბილეულს თუ გემრიელ კერძებს.ის ჩქარობს,რადგან უნდა 12 საათამდე მოასწროს მომზადება და გაავსოს ნელა-ნელა დიდი მაგიდა უამრავი გემრიელობებით. მაგრამ,მანამდე მეკვლე უნდა მოვიდეს და ოჯახს ხვავი,ბარაქა და ერთმანეთში სიყვარულით ცხოვრება დაულოცოს.მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს.ასევე,ოჯახის ყველაზე მხიარულ პატარებს საჩუქრებს გადასცემს.
დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.ოჯახის დიასახლისს,მაგიდის შუა გულში დიდი,უზარმაზარი გობი ჩაუდგამს სადაც თავს იწონებს მოხდენილად ღორის თავი.ჩურჩხელები,ვაშლისა და კარალიოკის ჩირი და უამრავი სხვა სასუსნავები.ოთახის ერთ კუთხეში დიდი და ლამაზი, უამრავი ნაირ-ნაირი სათამაშოებით და ნათურებით მორთული ნაძვის ხე დგას.გვერდს კი უმშვენებს საოცარი სილამაზით გაფურჩქნული ჩიჩილაკი,რომლის ტრადიცია დასავლეთ საქართველოდან მოდის.უცხოეთში თუ სანტა კლაუსი არსებობს, ჩვენ ნამდვილი თოვლის პაპა გვყავს,თეთრი დიდი წვერით და ასევე თეთრი ულვაშებით.პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ.გარეთ თოვს,თეთრ ფანტელებს კამარა შეუკრავთ და ციდან წამოსული ლამაზად ეცემიან მიწას,ეს კი ყველაზე ლამაზი საჩუქარია ყველასთვის შობის დილას გადათეთრებული დილა რომ დაგხვდებათ,მაგრამ ახლა არ იყო დილა,იყო საღამო და 8 წლის ვახომ თვალების ფახულით გაიღვიძა,წამოდგა საწოლიდან და უეცრად მთელი ხმით იყვირა.
-დედა,თოვლი მოვიდა?
-ისევ თოვს,დილით უკვე დიდი თოვლი გვექნება.უთხრა ღიმილით დედამ და სითბოსგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა შვილს.
-და თოვლის პაპასაც გავაკეთებთ?ურაააა.წამოხტა და სირბილით მივიდა ფანჯარასთან,საიდანაც გაბადრული სახით უცქერის როგორ ცვივა დიდი ფუმფულა ფანტელები ციდან,რომლებიც მინაზედაც ეცემა და შემდეგ ცრემლად დნება ნელა-ნელა.თოვს თანდათან უმატებს თოვას და ისე ლამაზად თოვს რომ გარეთ უნდა გავიდეს,უნდა ამ დიდ ფიფქებთან ერთად შეიგრძნოს პატარამ ზამთრის მობრძანება ამ სამყაროში, უნდა უცქიროს ბუნების სილამაზეს და ფანტელებთან ერთად იცეკვოს.მაგრამ....ეს შეუძლებელია.შეუძლებელია,მაგრამ მაინც უხარია ეს ყველაფერი და ხანდახან მისი ბავშვური ღიმილით გახედავს აგიზგიზებულ ბუხართან მჯდარ თეთრწვერა მოხუც პაპას,რომელიც სარწეველა სავარძელში ზის და მომღიმარ შვილიშვილს თვალს ადევნებს,ვინ იცის სად არის მისი წარსულით და რაზე ფიქრობს.უეცრად პაპას პატარა ვახოს ხმა აბრუნებს რეალურ სამყაროში.
-პაპა,თოვლის პაპა მართლა არსებობს?პაპას ეღიმება და ღიმილით პასუხობს პატარას.

-არსებობს,გინდა შობის ზღაპარი გიამბო?პატარა ვახო პაპასკენ გარბის,მის ფეხებზე ჯდება და თბილად ეუბნება.

-მინდა,პაპა ძალიან მინდა.შემდეგ კარგად ემგვანება და უკვე მზადაა ლამაზი და უჩვეულო ზღაპრის მოსასმენად,მაგრამ პაპა ყურში უჩურჩულებს.

-მოიცადე,ჯერ გაიქეცი და რას აკეთებს ჩვენი ქალები კარგად დაზვერე.უთხრა პაპამ ღიმილით და ვახოც ჩამოდის ღიმილით პაპას ფეხებიდან,სამზარეულოში გარბის სადაც დედას შეუმჩნევლად შევიდა და მისი დიდი შავი გაფართოებული თვალებით ყველა შეათვალიერა,სახლი სადაც ორი ცელქი ბავშვია,ახლა უჩვეულო სიჩუმე დგას.დარწმუნდა,რომ მისთვის და პაპასთვის არავის არ ეცალა,მისი პატარა დაიკო ერთიანად ფქვილში ამოსვრილიყო და დედას ეხმარებოდა.როგორც ჩუმად შევიდა,ისევ ჩუმად შებრუნდა გახარებულმა და ეშმაკური ღიმილით მოემგვანა ისევ პაპას ფეხებზე.

-პაპა დედა და ბებო ისევ საქმიანობს,მათთან არის ნინიც და დედას ეხმარება,მამა კი ჯერ არ მოსულა.ვახოს მამა დემეტრე მფრინავია და მისი სახლში ყოფნა,ოჯახისთვის დიდი სიხარულია.ახლაც დიდი მოლოდინით ელოდებიან დემეტრეს მოსვლას,ის ყოველთვის 12 საათისთვის არის სახლში.ვახომ პაპას შეხედა და ღიმილით უთხრა.

-დავიწყოთ ზღაპრის მოყოლა?

-დავიწყოთ პატარავ,მე ახლა მოგიყვები ჩემი ბავშვობის ისტორიას ,თუ როგორ გავიცანი ნამდვილი სანტა.ვახო დიდი ინტერესით შეაცქერდა პაპას და მოემზადა მოსასმენად.

-მე ღარიბ ოჯახში დავიბადე,ჩემი პაპა დურგალი იყო და მას თავისი,პატარა სახელოსნო ჰქონდა.მეც ხშირად ვიყავი პაპასთან და თვალს ვადევნებდი მის საქმიანობას,ასევე ვეხმარებოდი კიდეც.ისე შემიყვარდა დურგლობა,8 წლის ასაკში ძალიან კარგ მაგიდას და სკამებს ვაკეთებდი.შემდეგ გადავწყვიტე ხის ნარჩენებიდან,რომლებსაც ცეცხლის დასანთებად ვიყენებდით სათამაშოები გამეკეთებინა და მეც პირველი სათამაშო ძაღლი გავაკეთე.ამ საქმიანობამ ხალისი მომგვარა და ისე გამიტაცა,გადავწყვიტე ბევრი სათამაშო გამეკეთებინა და სოფლის ბავშვებისთვის მეჩუქებინა.ერთ დღეს გვიან ღამით შემოვრჩი მუშაობას და პაპამ შემისწრო,მე შემეშინდა და დავმალე ჩემი ნაკეთობები,მაგრამ პაპამ შემხედა,თვალი გადაავლო ჩემს ნამუშევარს და მომიწონა,ისიც დამეხმარა,მასწავლა,შეცდომები გამომასწორებინა და ისე ჩაგვითრია ამ საქმიანობამ ორივე სიხარულით ვაკეთებდით მთელი წელი და ვაგროვებდით სათამაშოებს შობიდან-შობამდე.ეს არ შეწყვეტილა,უამრავი წლები გაგრძელდა,შემდეგ შენი მამიკო რომ წამოიზარდა ჩვენ სამივემ მე,ჩემმა პაპამ და შენმა მამამ დიდი,უზარმაზარი სახლი ავაგეთ,აი ეს სახლი სადაც ახლა ვცხოვრობთ.
-სახელოსნო სად არის პაპა?დაინტერესდა ვახო.

-სახელოსნო,ამ სახლის ქვემოთაა.ერთ დღეს მე თუ არა,მამა ჩაგიყვანს და გაჩვენებს იქაურობას.

-შემდეგ?შემდეგ რა მოხდა?

-შემდეგ,მოხდა ის რომ სოფელი გაიზარდა,უკვე ძალიან ბევრი ბავშვი იყო სოფელში.მე და პაპას უამრავი სამუშავო გვქონდა,ვერ ვუთავდებოდით,მაგრამ დამხმარე გვყავდა და ჩუმად გვეხმარებოდა.პაპას და შვილიშვილის საუბარში დემეტრე სახლში ისე შემოვიდა არც კი გაუგიათ,ის იჯდა და მათ საუბარს ყურს უგდებდა,თან ჩუმად ეცინებოდა,ეს ისტორია ხომ მისთვის ძალიან,ძალიან ნაცნობი იყო.უეცრად პატარამ გვერძე მიიხედა და სიხარულით შეჰყვირა.

-მამააააა.სწრაფად ჩამოხტა ფაფას კალთიდან და მამას შეახტა.მოეფერა მონატრებულ მამას და ისევ პაპას დაუბრუნდა.
-შემდეგ,შემდეგ რა მოხდა პაპა.დემეტრემ მამას შეხედა და ღიმილით თვალი ჩაუკრა ეს იმას ნიშნავდა, ,,ახლა მე მადროვეო''.დემეტრე მიუახლოვდა მათთან ახლოს დაჯდა,პატარა მის ფეხებზე გადმოიყვანა და პაპას უცნაური ზღაპარი მან გააგრძელა.

-შემდეგ მოხდა ის რომ სათამაშოებს ვფუთავდით და სახელებს ვაწერდით,სახლებში შევდიოდით და ნაძვის ხის ქვეშ ვტოვებდით ამ ლამაზ შეფუთულ საჩუქრებს.ერთ საღამოს კი ძალიან ლამაზმა გოგონამ ჩემს საწოლთან სარკმელზე ფრთხილად მომიკაკუნა,მეც გაოცებულმა გავაღე სარკმელი და შეცივებული,ერთიანად გაყინული გოგონა სახლში შემოვიყვანე.

-აქ როგორ მოხვდი,ჩემი ოთახი ხომ ყველაზე მაღალ სართულზეა,თითქმის სხვენში.როგორ ამოხვედი ასე მაღლა გარედან.შევეკითხე გოგონას გაკვირვებულმა.

-მე მაღლიდან მოვედი,აი იქედან.მითხრა ღიმილით და ხელი მაღლა ცისაკენ გაიშვირა.მე გაოცებულმა შევხედე ჯერ გოგონას და შემდეგ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.

-ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული,მე ელფი ვარ.

-ელფი ხარ?რომელი ელფი.

-შობის ელფი.მომისმინე,ვიცი რომ დახმარება გინდათ და მეც მოვედი თქვენთან რომ მოგეხმაროთ.გოგონას ხელი მოვკიდე და სახელოსნოში ჩავიყვანე,იქ სათამაშოები ერთად შევფუთეთ და ერთად დავარიგეთ.ის ელფი აღარ გავუშვი და სამუდამოდ ჩემი ელფი დარჩა,ის ელფი შენი დედიკოა ვახო.

-დედიკო ელფი იყო?გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ვახოს.

-ის დღესაც ელფია,მაგრამ მარტო ჩემი ელფი.დემეტრემ მის გვერდით მჯდარ ცოლს შუბლზე აკოცა.დიასახლოსმა ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელი აანთო,შობის ღამეს ფანჯარასთან დანთებული სანთელი,ეს ხომ მსოფლიო სინათლის სიმბოლოა და ამით მოვიხმობთ ქრისტეს,რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს.

-12 საათი სრულდება,ყველამ ფანჯარასთან დავდგეთ.თქვა დემეტრემ და ყველა მიიხმო ანთებული სანთლებით ხელში ფანჯარასთან,მაგრამ მოულოდნელად ცა განათდა ათასნაირი ფერებით და საოცრად ლამაზი სანახავი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ნაირფერად მოციმციმე მაშხალები.უეცრად ცამ ნათელი ფერი მიიღო და მათ სარკმლის წინ სანტა გაჩნდა,რომელმაც ღიმილით დაუქნია ყველას ხელი და დაიწყო სვლა სულ მაღლა და მაღლა.ვახომ იმ თეთრწვერა სანტაში მისივე პაპა ამოიცნო და გაკვირვებულმა უკან მიიხედა,მაგრამ პაპას სარწეველა სკამი ცარიელი იყო,თითქოს უკვე მომდევნო ოჯახის თეთრწვერას ელოდებოდა.სახლი დაიარა და პაპა რომ ვერ ნახა,ისევ სარკმელთან მივიდა და მაღლა ცას ახედა ღიმილით და ძალიან დიდი ხანი უქნევდა ხელს უკვე ღრუბლებს მოფარებულ პაპას.წლები გავიდა,ვახო გაიზარდა უკვე თავადაც თეთრწვერა პაპაა და იმ სარწეველა სკამში ზის.თითქოს დრო უკან დაბრუნდა,ღიმილით შესცქერის 5 წლის კიკინებიან გოგონას რომელიც მისთვის თამაშობს.

-კატერინა მოდი პაპასთან.

-პაპაააა.კატერინა გარბის და პაპას მუხლებზე მოხდენილად ჯდება.

-პაპა,თოვლის ბაბუა არსებობს?

-არსებობს,კატერინა არსებობს.

-და სად არის?

-ძალიან შორს, ჩვენგან.

-მინდა ვნახო.თქვა მოწყენილმა და პაპას შეხედა.

-კატერინა გინდა ჩემი ბავშვობის ზღაპარი მოგიყვე,როგორ ვნახე ნამდვილი თოვლის პაპა?

-მინდააა,ძალიან მინდა პაპა,ძალიან. ტაში შემოკრა კიკინებიანმა პრინცესამ და პაპას ღიმილით შეანათა მისი ცისფერი თვალები...
შობა ახალ წელს გილოცავთ ყველას,ნაცნობს და უცნობს,მკითხველს და მწერალს.გისურვებთ ჯამრთელობას და ოცნებების ასრულებას.თქვენს მწერლობის კარიერაში კი სულ სიმაღლეზე სვლას გისურვებთ.ფეხბედნიერი 2018 წელი დაგდგომოდეთ ჩემო ტკბილებო.



№1 სტუმარი Iza feraxe

Zalisn tbili zgapariadavbrundi bsvshvobsshi,minda mogiloco damdegi dhoba axali weli daeswsri mravals shens ojaxtan etrtad

 


№2  offline მოდერი zia-maria

Iza feraxe
Zalisn tbili zgapariadavbrundi bsvshvobsshi,minda mogiloco damdegi dhoba axali weli daeswsri mravals shens ojaxtan etrtad

პატარა და ბავშვური,იმ დროინდელი როცა ჩვენც გვჯეროდა არსებობდნენ თოვლის-ბაბუები. smiley kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent