შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალმით ნაწერი რვეული


31-12-2017, 01:40
ავტორი mimimimo
ნანახია 2 061

ადამიანი - კალმით ნაწერ რვეულს მოგაგონებთ, სადაც შეცდომებია.
წერის დროს ადამიანს ბევრი ეშლება.
იშვიათია მთლიანი რვეული ისე შეავსო
ერთი შეცდომაც კი არ დაუშვა.
შეცდომას
ზოგი - ფრჩხილებში სვამს,
ზოგი - 'გადაჯღაბნის' ხოლმე.

პირველი კატეგორია ცდილობს
აღარ დაუშვას იგივე შეცდომა.

მეორე კატეგორია
კვლავ იმავე შეცდომას უშვებს.

მაგრამ
არის
მესამე კატეგორია
უბრალოდ ხაზს გადაუსვამენ.
შეცდომა იკითხება, მაგრამ
სრული გვერდის წაკითხვისას
შეუმჩნეველი ხდება.

პირველი კატეგორიისთვის შეცდომა იკითხება, რადგან, ზოგჯერ, დამატებითი ინფორმაცია გგონია.

ხოლო
მეორე კატეგორიისთვის
რომც გინდოდეს
ვერ წაიკითხავ,
რადგან,
ძალიან გაურკვეველია.

ასეთია ადამიანი:

ზოგს საკუთარი შეცდომები ახსოვს,
იხსენებს
და
ცდილობს
აღარ გაიმეოროს.

ზოგი - ივიწყებს
ზოგი კი - არც იხსენებს
და
კვლავ უშვებს
იმავე შეცდომას.

რას გაუგებ ადამიანს?

ვერაფერს...

ვერაფერს გაუგებ...



№1  offline წევრი ერემეევიტი

ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი mimimimo

Saly
ძალიან მაგარია

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent