გაკრული ხელით...
დიდიხანია ვწერ თეთრ ფურცლებზე, კვლავ ლურჯი კალმით, გაკრული ხელით... თუმცა იმედებს ვერ ვატან ლექსებს, არც ველოდები დასტურად წერილს. დიდიხანია სევდა მაქვს ფიქრში, შემომჩვევია თვალებზე ცრემლი, ვერ მოვიშორე შენზე ოცნება, ისევ ძველია, თუმც უფრო მწველი! დიდიხანია შენთვის ვწერ ლექსებს, არც წაგიკითხავს აქედან ბევრი, ისევ მაღელვებს შენს გვერდით ყოფნა, შენი თვალები მეტყველი მზერით... დიდიხანია ოცნებად გხატავ, გრძნობა გამიჩნდა შენს მიმართ წრფელი, უშენობაზე ვწერ ისევ ლექსებს, კვლავ ლურჯი კალმით, გაკრული ხელით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.