შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავზარდე, დე...


2-01-2018, 20:02
ნანახია 1 303

-დედი მოდი თმას ჩაგიწნი, თან ხომ იცი როგორ უხდება შენ ლამაზ სახეს ნაწნავი.

-კარგი დედა რა... ნუ დაიწყებ შენ რომ იცი ხოლმე.

-კი მაგრამ რა მოხდა?
-დიდი ვარ უკვე, ვერ მხედავ?
-ჩემი პატარა გოგო ხარ შენ დედი. უთხრა სიცილით.
-რა გაცინებს, არ ვარ დიდი?
-ხარ დედიკო, ხარ აბა არ ხარ?
-თან, მალე თექვსმეტი წლის გავხდები.

****************************************************

-ნახე დე რა გიყიდე, რა ლამაზია არა?

-ჰაჰაჰ... კარგი რა დედა, ეს არის ლამაზი?

-ხო, რა იყო არ მოგწონს?

-გავიზარდე დედა, გავიზარდე! რა დროს ჩემი პეპლებიანი კაბაა, თან წითელი. კარგი რა, თექვსმეტი წლის ვარ უკვე, თექვსმეტის!

***********************************************************

-დეე, მოდი გაკოცო ჩემი შვილი ხარ შენ დედი, მარტო ჩემი.

-რა დროს ჩემი კოცნაა დედაა კარგი რა, მაგ ასაკიდან უკვე გამოვედი.

-შვილო, რატომ ცდილობ გაიზარდო, ნუთუ ასე მალე გინდა ჩემგან წახვიდე?

-როგორ არ გესმის, რომ მინდა დამოუკიდებელი ადამიანი ვიყო, ვცოხვრობდე მარტო, ვაკეთებდე იმას რაც მინდა, არ ვიღებდე ნებართვას თქვენგან როცა დაბადების დღეზე მინდა წასვლა. გესმის? შემომხედე და ნახავ როგორ გავიზარდე, დიდი ადამიანი ვარ უკვე, დიდი!

-შენი აზრით უკვე დიდი ხარ?

-ჩვიდმეტი წლის გავხდი დედა, შენ კიდევ არ გინდა დაიჯერო, რომ დიდი ადამიანი ვარ.

-საიდან იცი რომ უკვე დიდი ადამიანი ხარ, გითხრა ვინმემ?

-კარგად შეხედე ჩემ ჩაცმულობს და დაინახავ რამხელა ვარ. ბიჭები უკვე თვალს მაყოლებენ, ჩემთან დაახლოებას ცდილობენ და მეუბნებიან, რომ უკვე მარტომ შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება.

-არა დედიკო, არავის დაუჯერო. პატარა ხარ გაიგო იმისთვის რას ნიშნავს გერქვას ადამიანი, მარტო ღებულობდე გადაწყვეტილებას და იყო დამოუკიდებელი. დამიჯერე დედი, შენზე ბერვად დიდი ვარ, ვიცი როგორი მუხთალია ცხოვრება, შენ ვერ შეძლებ ჯერ, ნუ ჩქარობ ბავშობას ხელი ჰკრა და ასე პირდაპირ ჩახედო ამ ყოფას თვალებში. ჩემი ხარ დედიკო, მიყვარხარ და მინდა დამიჯერო.

-ვერ უყურებ სხვებს? ჩემი ზოგი მეგობარი მარტო ცხოვრობს, იმას აკეთებს რასაც უნდა და თავისუფლები ვართო ამბობენ.

-ჩემი ჭკვიანი ხო ხარ შენ დედი? არ დაუჯერო იმათ დე, მე დამიჯერე. ნუ ცდილობ დიდი ადამიანივით მოქცევას, ბავშვი ხარ ჯერ, ბავში! სულ გექნება დრო აკეთო ის რაც გინდა, მაგრამ ახლა მე დამიჯერე.

-ყველა დედამ ასე იცით, არ გვიგებთ მოზარდ შვილებს ყურს და გვიქადაგებთ რა უნდა გავაკეთოდ. არადა უკვე გავიზარდე.

*********************************************************

-დედი ახლა შენს ფერხთით ვარ დაჩოქილი და ცრემლებით სავსე თვალები არ მაძლევს უფლებას შევხედო შენ ფოტოს. ბავში მინდა ვიყო დე... ბავში! მინდა შენ მივლიდე, თმას მიწნიდე, მკოცნიდე და ათას ფერ კაბას მყიდულობდე პეპლებით მოქარგულს. ბავშვობა მინდა დე... ის ბავშვობა თვალებში რომ არ ვუყურებდი და დღევანდელ ყოფას ასე ხამად ვესწრაფვოდი. აღარ გეკითხები დე რა გავაკეთო, აღარ გეკითხები როგორ მოვიქცედე და ყოველთვის დამარცხებული ვრჩები. მარტო ვარ დედიკო, მარტო ვცხოვრობ და მე მეზიზღება ეს უაზრო სიმარტოვე.

ერთხელ, მხოლოდ ერთხელ დამაბრუნა ბავშობაში იმის შესაგრძნობად, როგორი იყო ის.

დიდი ვარ დე...

ცხოვრება მტანჯავს დე...

გჯერა? ახლა მართლა გავიზარდე დე.

ანა რობაქიძე



№1 სტუმარი სტუმარი shalo

simaglidan vxtebi vin momyveba

 


№2  offline წევრი ანა რობაქიძე

რა შუაშია :დდდ

 


№3  offline წევრი NI-NI

რა ლამაზია და ამავდროულად რაოდენ მნიშვვნელოვანი აზრიან და დამაფიქრებელი...არაჩვეულებრივია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent