შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების მიწა


8-01-2018, 00:08
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 568

ბავშვობაში, მაშინ, როცა სამყაროს სხვა თვალით აღვიქვამდი, ხშირად, ძალიან ხშირად ვხედავდი სიზმრებს. გამიჭირდება იმ სიზმრების ფერების ჩამოთვლა, რადგან ზოგიერთი ჩემი გონებისა და წარმოსახვის ფერი იყო. ხშირად მიფრენია ცაში ჩიტებთან ერთად, ხეებზეც დავხტოდი ციყვებთან ერთად, კონკიაც ვყოფილვარ და ლამაზ პრინცს თავის სასახლეში წავუყვანივარ, მძინარე მზეთუნახავიც და ჯადოსნურ კოცნას მარადიული ძილისგან დავუხსნივარ, მაგრამ ჩემს მახსოვრობას განსაკუთრებით შემორჩა ის სიზმარი, რომელშიც თეთრი, ყვითელგულა ნაზი გვირილა ვიყავი და ჩემი მსგავსი გვირილების გარემოცვაში ვცხოვრობდი. არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს სიზმარი, მაგრამ ახლაც მახსოვს, თუ როგორ მატკინა გული გაღვიძებამ. გვირილების ცხოვრება ძალიან განსხვავდება ადამიანების ცხოვრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიცოცხლე ბევრად ხანმოკლეა ვიდრე ჩვენი, ისინი მაინც ბევრს ხედავენ და გრძნობენ. მიწაში ფესვებგადგმულებიც კი თავისუფლები არიან და ნიავთან ერთად ნაზად ირხევიან. გვირილად ყოფნისას გავიგე, რომ მათ ძალიან უყვართ წვიმა. დანამდვილებით არ ვიცი რატომ, მაგრამ უყვართ. ნეტა მოგასმენინათ ამ დროს გაშლილ ველზე ათასობით, ათი ათასობით მშვენიერი გვირილას მელოდიასავით გადაბმული კისკისი. ჩურჩულებენ და წვიმის წვეთებით დასველებულ ბზინვარე კაბებს უჩვენებენ ერთმანეთს. ცაში აჭრილი ბეღურები ზემოდან ხედავენ ამ სანახაობას და მელანქოლიური ჭიკჭიკით პასუხობენ. ”გვირილების მიწაზე” ყველა ბედნიერია. აქ ბოროტებას ფეხი ჯერ არ დაუდგამს. ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველას გულწრფელი ღიმილი უნათებს სახეს. როგორ მიხარია, რომ მეც ერთ-ერთი მათანი ვარ…შეუცნობელმა ბედნიერებამ გამომაღვიძა. ხელებზე გაოცებულმა დავიხედე: სად გაქრა ჩემი თეთრი ფურცლები?! სად წავიდნენ ჩემი მეგობარი გვირილები?!… გავაცნობიერე, რომ გავიზარდე და ყველაფერს სხვაგვარად დავუწყე ყურება. მიუხედავად ამისა, ყოველ ღამე იმედით ვიძინებ, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ მომეცემა შესაძლებლობა, ქვეყნიერებას გვირილას თვალით შევხედო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent