ურთიერთობები
ვიძახდი ვიძახი და ვიტყვი, რომ, როდესაც გიყვარს მანძილი არ/ვერ იქნება ხელისშემშლელი. თუ ურთიერთობები სრულდება და მიზეზი "მანძილია": *მე არ შემიძლია მეტი, რადგან შენ ძალიან შორს ხარ და ჩვენი ეს ურთიერთობა უაზროა და ფუჭი. *შენ შორს ხარ, ამიტომ აღარ მინდა ურთიერთობა და თან გრძნობები მინელდება. ეს ყველაზე მდაბიო მიზეზია, რაც კი ადამიანმა შეიძლება გითხრას, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მდაბიოა, უბრალოდ, ის არ არის იმდენად გაბედული, რომ გითხრას *მე არ მინდა შენთან ურთიერთობა, რადგან არ მიყვარხარ. ეს ასე ჟღერს *მე მინდა შენთან დაშორება, უბრალოდ არ ვიცი რა მიზეზი გითხრა, ამიტომ მე გეუბნები, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ურთიერთობას, რადგან ჩვენ შორის მანძილი ძალიან დიდია. ეს მიზეზი კი იმისთვის გითხარი, რომ არ გტკენოდა ჩემი წასვლა/დაშორება. ჩემი აზრით, მანძილი ურთიერთობას უფრო უნდა ამყარებდეს და მეტ სიყვარულს უღვივებდეს. შენ უნდა ამაყობდე, რადგან, ამ შემთხვევაში, შენთვის მანძილი - უბრალოდ ციფრებია. მართალია, ყველაზე რთულია, როდესაც რაღაც გიჭირთ და თქვენ არ შეგიძლიათ ერთმანეთს დაეხმაროთ, გარდა სიტყვებისა, რომლებიც შეგიძლიათ უთხრათ/მიწეროთ. რა მომწონს? გეუბნება: *წარმოიდგინე... და შენც წარმოიდგენ წარმოიდგენ ისე თითქოს'და მართლა შენთან იყოს გეხუტებოდეს, გეფერებოდეს, გკოცნიდეს. *წარმოიდგინე... და შენც წარმოიდგენ როდესაც ნახავ და შეიგრძნობ. ალბათ, მონატრება არის ის დიდი სევდა, რაც შეიძლება ჩასახლდეს ადამიანის სულსა და სხეულში. შეიძლება რაღაც გრძნობა მოულოდნელად გაუჩინარდეს, მონატრება კი - არა. იგი მაშინაც შენთან არის, როდესაც უკვე შეიგრძენი შენი მონათესავე სული. *შენთან მინდა ამ სიტყვებით იმდენ რამეს გეუბნება, როგორც არასდროს. შეუძლია გითხრას *მომენატრე ან თუნდაც *მიყვარხარ მაგრამ არა ის გეუბნება *შენთან მინდა და გაგრძნობინებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. შენ გიყვარს და იბრძვი. სიყვარული ადვილად მოდის, თუმცა, თუ არ მოვუფრთხილდით, მარტივადვე წავა. აი, ასე უბრალოდ წავა და დატოვებს უზარმაზარ სევდას, რომელიც, ალბათ, ძალიან რთულად განსაკურნია, ან საერთოდ არ ექვემდებარება მკურნალობას. საყვარელი ადამიანი - არ ნიშნავს მხოლოდ "საყვარელს", რომელიც უბრალოდ გიყვარს. მასთან უნდა განიცდიდე ყველაფერს. არ უნდა იყოს რაიმე ბარიერი თქვენ შორის. მარტო სახლში დარჩენილივით უნდა იგრძნო თავი, სადაც არ გერიდება რაიმეს გაკეთება. ურთიერთობები სრულდება, სიყვარული კი - სადღაც, გულის კუთხეში, თუნდაც დამალული, აუცილებლად რჩება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.