შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანძილი


12-11-2017, 13:18
ავტორი მზისა
ნანახია 1 845

შორს ,სადღაც დასკდება კოკრები
სურნელი გაფანტავს სევდის კვალს,
მინდოდა შენთვის და შენადვე
გყოლოდი როგორღაც, როდემდე.
საგრძნობლად შემცირდა დღეები,
მანძილი შენამდე იზრდება,
მოგყვები იქამდე ,სადამდეც,
წახვალ და ვინ იცის როდემდე.
შელევა შენ სუნთან რთულდება,
თვალები ლანდებად მაგიჟებს,
საზამთროდ ვინახავ იმ სითბოს
წასვლისას ამ მხრებს რომ აჩუქე.
შორს ,სადღაც დასკდება კოკრები,
სურნელი გაფანტავს დარდის კვალს,
გიყურებ ,სულ უფრო მშორდები
მოგყვები უნებოდ, თავნებად.
სველ ქუჩებს გავანდე ოცნება
ან უფრო გიჟური ვნებები,
ბილიკი მშვიდი და უნდობი
კვლავ ნაბიჯს შენ გზისკენ ითვლიან.
წუთები ითვლება დღეებად,
და გული საშინლად მძიმდება,
მანძილი შენამდე სულ უფრო
მტკიცედ და სასტიკად იზრდება.
შორს ,სადღაც დასკდება კოკრები
აქ თურმე ფურცელი დასცვივდა,
ვამკობ და ვევლები იმ ელფებს
ჩემში რომ შენ წასვლას ტირიან.



№1 სტუმარი სტუმარი Nisa Sa

უნიჭიერესი ადამიანი დაწერდა ასეთ სასწაულ ლექსს! ყოჩაღ და წარმატებები

 


№2  offline წევრი მზისა

მადლობა. ასეთი ემოციები სტიმულია ჩემთვის :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent