შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანო!


14-01-2018, 16:54
ავტორი ნანუკი
ნანახია 1 387

ადამიანო!!!!
შენ წერ, მერე აქვეყნებ, ან არ აქვეყნებ.. ზოგჯერ ნაწერებს იტოვებ შენთვის, ზოგჯერ კი გინდა ვინმემ წაიკითხოს. მეორე წუთას კი ხვდები რომ ეს მხოლოდ შენია და არ გინდა ვინმე უხეშად შეეხოს.. თითქოს ზღვაში აღმართული აისბერგი ხარ და იცავ ნაშრომს, მაგრამ ვისგან იცავ? გაუნათლებელი მკითხველისგან, მოუწესრიგებელი და შეუცნობელი ადამიანისგან, თუ ეს მხოლოდ ეგოიზმი და ამბიციებია..?

კითხვები ბევრია, პასუხები კი არც ისე მარტივად გასაცემი.. მერე ისეთ პასუხს გაცემ, რომ შენი თავისაც შეგრცხვება და მიხვდები, რომ ამით უფრო მეტი კითხვა გააჩინე, მაშინ როცა შეგეძლო ერთი სიტყვითაც შემოფარგლულიყავი..

რატომ ცურავენ ზღვას?.. იმიტომ რომ აჩვენონ რა ძლიერები არიან, თუ გაქცევა უნდათ.. ვისგან გაქცევა? ცხოვრებისგან თუ საკუთარი თავისგან.. რა საჭიროა გაქცევა, ვის გავურბივართ, რომ მივრბივართ.. მერე ვიღლებით, ვჩერდებით, უკან ვიხედებით, ვამოწმებთ რამდენი გავირბინეთ.. გვინდა მოვბრუნდეთ,მაგრამ საკუთარი თავი უკან მოხედვის საშუალებას არ გაძლევს, გეწინააღმდეგება, გებრძოლება და გიწვევს უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ვერანაირად გაიმარჯვებ.. რთულ გზას ირჩევ მიზნის მისაღწევად, ფიქრობ რომ მასზე არ არიან კონკურენტები. ეს კიდევ ჩვენი საცოდაობის და მხდალობის საუკეთესო გამოვლენაა, რომ არ გვინდა ვინმე შეგვეწინააღმდეგოს, ჩვენ ნებაზე გვინდა სიარული, მაგრამ სად არის ეს თავისუფლება?..მთაში, ზღვაში, თუ სად?..

თავისუფლება ჩვენ თავებშია, უბრალოდ ამას არც კი ვეძებთ, მხოლოდ სხვა გარემოებებს ვადანაშაულებთ, არ შეგვიძლია თავი დავიდანაშაულოთ. მიზეზებს გარე სამყაროში ვხედავთ,მაგრამ საკუთარ თავს, ამ ბინძურ და უმეცარ თავს არაფერში ვადანაშაულებთ. შეაფურთხეთ თქვენს თავებს და გაუყევით გზას, იმ გზას რომელიც მიზნამდე მიგიყვანთ. ნუ შეეგუებით საკუთარ უმეცრებას, ეს მხოლოდ ძირს დაგცემთ და წინ სვლის საშუალებას არ მოგცემთ. ადამიანო, შენ რა ბინძური არსება ხარ არც კი იცი!!!



№1  offline წევრი mimimimo

რატომ ცურავენ ზღვას? - არ მომეწონა ეს კითხვა.
შინაარსობრივად - ცუდი არ იყო, მაგრამ მეტი შეიძლებოდა.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი ნანუკი

მადლობა დიდი heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, კარგია იყო სტენდალი ან დოსტოევსკი, მაგრამ ორივე დაბოღმილი გენიოსი იყო..
თუ ადამიანს გსურს შეეჭიდო ლორთქიფანიძით ან ჩოხელით დაიწყე.
მათში მეტი ჰუმანიზმია ვიდრე მთელი კაცობრიობის ფილოსოფიაში.
წარმატებები და
კითხვაზე ვიცი თუ არა რა ბინძური ვარ, გიპასუხებთ რომ ვიცით, მაგრამ არ გეტყვით ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent