ტყე
მზე ლურჯ ცაზე კაშკაშებდა და შემაძრწუნებლად ლამაზ ტყეს დანათოდა, ამწვანებულ ხეებს ტოტები მაღლა ცისკენ აეწვდინათ, თითქოს მის ჩაბღუჯვას ლამობდნენნო, ჩიტები კი ჭიკჭიკით იქაურობას იკლებდნენ. ტყეში ყველაფერი გამოღვიძებას იწყებდა და იქაურობა ცხოვრელების მხიარული შეძახიებით ივსებოდა. მაგრამ ბუნებასთან ერთად იღვიძებდნენ ბნელი არსებები. არსებები, რომლებმაც გაანადგურეს ქალაქები და ქვეყნები. არსებები, რომლებმაც შეცვალეს ისტორიები. შავი თვალები, რომლებზეც მუდამ ჩრდილია, მუქი თმა, რომელიც მუდამ მოუვლელია და სისხლის დაუოკებელი წყურვილი. სურვილი რომ მოკლან, ყველა სხვა სურვილზე უფრო ძლიერია. ეს მათშია, შიგნიდან ჭამს და ფატრავს მათ. როგორც კი ისინი თვალებს ახელენ, ბუნება ირინდებდა და საშუალებას აძლევს მათ სიჩუმეში ჩაიძირონ. ბუნება აცნობიერებს რომ მათი გამოღვიძებით მსოფლიოს დასასრული დაიწყება. ტყე, რომელიც ასეთი ლამაზია, მუდამ მალავს საიდუმლოს, რომელიც მას გაანადგურებს. ტყეში კი სადაც ბნელი არსებები ბუდობენ მხოლოდ სიკვდილია მომხიბვლელი და სასურველი. ადგილი, რომელიც მუდამ ლამაზია, ასევე მუდამ საშიშია, იქ შიში ერთადერთი საშუალებაა გაექცე მათ, ვისაც ვერ ხედავ, მათ, ვისაც ვერ გრძნობ და მათ, ვისიც არ გესმის. რატომღაც ყველას უნდა ტყეში, ადგილას სადაც სიკვდილი ელით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.