შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 6)


26-04-2017, 20:08
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 442

ტკივილი.
სიბნელე.
დაბუჟებულობა.
თვალებს ნელ-ნელა ვახელ, მაგრამ ფიგურებს ვერ ვარჩევ. გარშემო ყველაფერი დაბინდული და გადღაბნილია, თითქოს ვინმემ ახალ გაფერადებულ ნახატს წყალი გადააასხა და მთლიანად დაამახინჯა გამოსახულება.
რამდენჯერმე ვახამხამებ და გამოსახულებაც სწორდება. ვხედავ თეთრ კედლებს და ჭერს, პალატაში ვარ. ამას მედიკამენტების მკვეთრი სუნი და საწოლის გვერდით მყოფი მონიტორის სუსტი წრიპინიც ადასტურებს, ჩემზე მიერთებულ სადენებზე რომ არაფერი აღარ ვთქვა.
-გაიღვიძეთ? -პალატაში ახალგაზრდა გოგო შემოდის და ბედნიერი სახით მიყურებს. თავს ფრთხილად და ნელა ვუქნევ, მაგრამ ეს მოძრაობაც საშინელ ტკივილს იწვევს. -როგორ ხართ?
-კარგად. -ვიძახი და საშინელ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ. ექთანი ისევ მიღიმის და პალატიდან გადის, მე კი კარებს ვუყურებ. რამდენი ხნით ვიყავუ გათიშული?
თავს ფრთხილად ვწევ და გარშემო ვიხედები. ჩვეულებრივი პალატაა, იმ განსხვავებით რომ ოთახის კუთხეში კამერაა, რომელიც მიღებს. ამ წამს. მე ტელევიზორში ვარ. ისევ. რატომ?


ბიჭი ეკრანს გაშტერებული უყურებს და არ ჯერა, რომ ამდენი დაკარგული სისხლის, და ასეთი ჭრილობების შემდეგ ვიღაცამ შეძლო და ნახევარ საათში გაიღვიძა.
-როგორ? -იკითხა და გვერდით მდგომ ქერას გახედა, რომელიც მასზე ნაკლებად იყო აღელვებული. ის უკვე შეხვდა კესის, და იცის რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოს.
-არ ვიცი. -იძახის ქერა და იღიმის. -უცნაური გოგოა, არა? -კითხულობს და იღიმის. -მისი ასეთი შემართება მაშინებს კიდევაც. -იძახის და იღიმის. -იცი გივის რა უთხრა ტატუს გაკეთებისას? -კითხულოს და მთლიან ამბავს უყვება.
-უცნაური გოგოა, გეთანხმები. -იძახის ბიჭი და უფრო კომფორტულად ჯდება. -ეჭვი მაქვს მისი მოკვლა ადვილი არ იქნება. -იძახის ხმადაბლა, მაგრამ ქერას მაინც ესმის მისი ნათქვამი და იღიმის. -ლუკა... -ქერა მისკენ იყურება და ბრძანებას ელოდება. -რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვე კესიზე. ყველგან ნახე, უთვალთვალე და გაიგე მასზე ყველაფერი.
ქერა, ლუკა თავს უქნევს და იღიმის. ის ბოლოს ასეთი ანერვიულებული მაშინ ნახა როდესაც თავისი პოზიციის გამო სასიკვდილო ბრძოლაში ჩაბმა მოუწია.
-კარგად ხარ? -ლუკა ხმადაბლა ეკითხება და მის ცვალებად სახეს აკვირდება.
-კი, კარგად ვარ. -იძახის ბიჭი ხმადაბლა, მაგრამ ბოლოში ხმა ებზარება. უყურებს გოგოს, რომელსაც ან მოკლავს ან რომლის ხელითაც მოკვდება. უყურებს და ცხვენია იმ სილაჩრის რისი გაკეთებაც უნდა. რცხვენია და ბრაზობს. ბრაზობს ყველაფერზე, განსაკუთრებით კი თამაშზე, და ხალხზე რომლებმაც მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, რომლებმაც მას ხალხი მოაკვლევინა, და რომლებმაც მას ყველაფერი წაართვა. -უბრალოდ ცოტა ხნით მარტო მინდა რომ ვიყო. -ლუკა თავს უქნევს და ბნელ ოთახში მარტო ტოვებს თავის შავ-ბნელ ფიქრებთან ერთად.


გ უ კ ა

როგორც კი ვხედავ ეკრანზე რომ კესიმ გაიღვიძა მისი პალაიტსკენ გავბივარ, მაგრამ მის კარებთან მონადირეები მხვდებიან. ახლოს მივდივარ რომ მათი სახიდან რაიმე მაინცგავარჩიო, მაგრამ უშედეგოდ. სახის ნახევარი არ უჩანთ, თვალები კი უემოციო და გაყინული აქვთ. იმასაც კი ვინც მოიყვანა.
-მინდა რომ კესი ვნახო. -ვიძახი მტკიცე ხმით და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. -შემიშვით.
-შესვლა აკრძალულია. -იძახის მონოტორული ხმით. -მხოლოდ მათვის ვინც ოჯახის წევრები არიან. თქვენ კი მისი ოჯახის წევრი არ ხართ. -აგრძელებს და თავისი ცივი თვალებით მაკვირდება. -თქვენ მისი მეგობარიც კი არ ხართ.
კრიჭას ვკრავ და ისევ ვუყურებ, მართალია. მე მისი მეგობარიც არ ვარ.
-გუკა, წამოდი. -იძახის ბექა, რომელიც არსაიდან ჩნდება, და მხარზე ხელს მადებს. -უნდა წავიდეთ. პრობლემები არ გვინდა. -აგრძელებს და რაც შეიძლება მოშორებით გავყავარ.
ბექასკენ გაკვირვებული ვიყურები და თვალებს არ ვუჯერებ. მას სახეზე არცერთი ემოცია არ აწერია, და არც ერთი ემოცია არ იკითხება. თითქოს მას არც კი ადარდებდეს კესის მდგომარეობა. მგონია კიდევაც რომ ის მასზე ბრაზობს.
-რას აკეთებ? -კითხულობს გესლიანი, ცივი ხმით. -სულ გაგიჟდი?! მოგკლავენ!
-მე გავგიჟდი თუ შენ? -ვიძახი და მის ხელს მხრიდან ვიშორებ. -რა გჭირს? კესი კვდება შენ კი ისე იქცევი ვითომ არაფერი? დავიჯერო მასე გკიდია?
-არ . -იძახის ჩუმი ხმით. სახეზე ვუყურებ, ის კი თვალს მარიდებს. -არ , უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიზამ. შენ კი კესის ვერ ნახავ. -ამთავრებს გამყინავ ხმით. -და საერთოდ დაანებე მაგ გოგოს თავი.
თავს ვუქნევ, აღარ მინდა კამათი დავუწყო და აქ, ახლა ვიჩხუბოთ. ბექას ვუყურებ რომელიც ერთ-ერთ მოსაცდელ სკამზე მოწყვეტით ჯდება და ჭერს გაშტერებული თვალებით უყურებს. ვიცი რომ ნერვულობს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა რომ აჩვენოს თავისი ნერვიულობა?
თავს ვაქნევ და მის გვერდით ვჯდები, სხვა მაინც არაფერი არ შემიძლია რომ გავაკეთო.


მ ა რ ი

მოსაცდელ ოთახში ვზივარ გაქვავებული და ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ. ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მასე შეიძლება გაგარძელდეს. ყველაზე უარესი სურათები გონებაში მიტივტივდება და ნელ-ნელა მაგიჟებს.
-კარგად ხარ? -ნინო, კესის დედა თვალებში მიყურებს და თბილად მიღიმის. ვიცი რომ წასვლა და თავისი შვილის ნახვა უნდა, მაგრამ ამის მაგივრად გვერდით მიზის და მამშვიდებს. თავს ნელა ვუქნევ, მეშინია ხმის ამოღების შემთხვევაშია არ ავტირდე.
-არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება. -მეუბნება და ცრემლი თვითონაც უგორდება სახეზე. ის მაინც მიღიმის და გულში მიხუტებს. -ყველაფერი კარგად იქნება. -გაუჩერებლად იმეორებს და ტირილს უფრო და უფრო უმატებს. ვგრძნობ საკუტარი ცრემლებით სახე როგორ მისველდება და მძულდება ჩემი თავი საკუთარი სისუსტის გამო.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ? -ნინოს ოდნავ ვშორდები და თვალებში ვუყურებ, ის კი თავს მიქნევს. -საიდან იცის კესიმ იარაღის გამოყენება?
ამ კითხვაზე ნინოს ნაზად, სუსტად და თბილად ეღიმება.
-მას აინტერესებდა. -იძახის ხმადაბლა. -ყოველთვის იზიდავდა დანები, იარაღები და მასეთი რაღაცეები, ამიტომ როდესაც თამაში პირველად დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაზე შევიყვანეთ, შემდეგ კი უკვე ინსტრუქტორები ავუყვანეთ იარაღებისთვის. -მას ისევ ეღიმება. -ის ყოველთვის ზედმეტად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, ალბათ ამის გამო აიყვანეს. მას ჯეროდა რომ სისტემას დააანგრევდა, და რაღაც მხრივ ეს შეძლო კიდევაც.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. არც კი ვიცი რა შემიძლია რომ ვუთხრა. ის ისევ მიღიმის და მეხუტება.
ეს ერთადერთია რაც შეგვიძლია, ერთმანეთის ნუგეში.


***
კ ე ს ი


თვალებს ვახელ და გაბურულ მინაში ვიყურები. უფროსწორად გაბურული მინის პირდაპირ ვდგავარ. მინას ხელს ვადებ და ის ყინულივით ცივი მხვდება. ტანში უცნაური კანკალი მივლის და თვალებს ისევ ვხუჭავ შიშისგან.
-კეს? -მესმის ჩემი სახელი და უკან ვტრიალდები. ნინი დგას და მიღიმის, ისე როგორც დიდი ხანია აღარ გაუღიმია. -კეს, შენ ხარ?
-ნინი?! -ახლა მე ვეღარ ვმალავ გაკვირვებას. სად ვარ? ან ის რატომ არის აქ? მოვკვდი? -სად ვართ? -ვეკითხები, მაგრამ ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს და იღიმის. ისევ იგივე ტანსაცმელი აცვია, სისხლით მოსვრილი, თავში კი უზარმაზარი ხვრელი აქვს, ნატყვიარი.
-არ ვიცი. -მპასუხობს ხმადაბლა და ისევ იღიმის, ნამდვილი ბედნიერი ღიმილით. -მეგონა შენ გეცოდინებოდა. -ამატებს ხმადაბლა და ისევ იღიმის. მაგრამ მის ღიმილზე მე აღარ მეღიმება, პირიქით ტანში სისხლი მეყინება.
-შენ ნინი არ ხარ! -ვყვირივარ და ნელ-ნელა უკან ვიწევ. ვცდილობ მაქსიმალურად დავშორდე მას, ვინც არ უნდა იყოს. ის კი უბრალოდ იღიმის, თითქოს რამე კარგი მეთქვას. ისე იქცევა თითქოს რაიმე საშინელება უნდა მოხდეს. მაგრამ თუ დავფიქრდებით ის უკვე მოხდა. ნელ-ნელა ისიც ჩემკენ მოდის და უფრო და უფრო ფართოდ იღიმის. ტანში საშინელი ჟრუანტელი მივლის და თვალებს შიშისგან ვხუჭავ.

***
ე კ ე


ეკრანს თვალს არ ვაშორებ და მოსაცდელში ჩუმად ვზივარ. შორიდან მარის და უფროს ქალს ვხედავ, რომელიც ტირის. ალბათ კესის დედაა. ვცდილობ რომ არ ვიხმაურო, ან ყურადღება არ მივიქციო. ვიცი რომ აქ არ უნდა ვიყო, ვიცი რომ საშიშია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო კესისთვის, და ნინისთვის. ხანდახან ვფიქრობ კესის რატომ დავუმეგობრდი. ნინისთან მეგობრობაზე შემდეგ გავიგე, მაგრამ ვერ ვხვდები რამ მაიძლა მასთან და ბექასთან პირველ დღეს ლაპარაკი.
იქნებ ეს იმის ბრალი იყო რომ ის განსხვავებულად ფიქრობდა? ნინიმ ხომ მითხრა რომ ყველა ის ფიქრი მისი კი არა მისი მეგობრის იყო? იქნებ კესია ის მეგობარი ვისზეც მელაპარაკებოდა? იქნებ ისაა კესი ვისაც მართლა შეუძლია ყველაფრის შეცვლა?

----მოგონება----
-ნინი, არ გინდა. -ვეუბნები ხმადაბლა და თან ვცდილობ რომ თვალებში ჩავხედო, ის კი მათ ყველანაირად გაურბის. -ნინი... არ ღირს...დამიჯერე არ ღირს...
-ღირს... -იძახის ხმადაბალ და პირველად ამდენი ხნის მანძილზე თვალებში მიყურებს. ყავისფერი თვალები ჩაწითლებული და ამღვრეული აქვს. -იცი, ერთი მეგობარი მყავს. რომ გაგეცნო ვიცი რომ ძალიან მოგეწონებოდა...-იძახის და ნაზად იცინის. -ჭკვიანია, და მიზანდასახული... მახსოვს, მახსოვს ერთხელ მითხრა რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანმა მიზნის მისაღზევად. იცი მისი მიზანი რა არის? -მეკითხება და მიღიმის, მე კი თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. -უნდა რომ მსოფლიო შეცვალოს, უკეთესობისკენ. და იცი? ზუსტად ვიცი რომ ის ამას შეძლებს. ის იქნება ადამიანი ვინც ადრე თუ გვიან შეცვლის მსოფლიოს.
----მოგონების დასასრული-----

ადრე მისი მონაყოლი ნაბოდვარი მეგონა, მაგრამ შემდეგ კესი გავიცანი. ადამიანი, რომელიც ყველასგან გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს ყველასნაირია. ის თითქოს არაფრით არ გამოირჩევა, ადვილად ირევა ბრბოში, მაგრამ ამავდროულად ის არცერთს არ გავს. ნინიც კი არ იყო მასეთი. ახლა ვხვდები რატომ აღფთოვანდებოდა მისით.
კესი ადამიანია რომელსაც ყველას და ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ის თამაშობს, და მალე თუ შეძლებს მთავარი მოთამაშეც კი გახდება.
-რაზე ფიქრობ? -გვერდით ნიკა მიჯდება და დაღლილი ხმით მეკითხება. თვალებს ხუჭავს და პასუხს ელოდება.
-კესიზე. -ვპასუხობ და ვიღიმი. -როგორ არის?
-ეკრანზე ჩანს ყველაფერი, ძინავს. ისევ ჩაეძინა. -იძახის ხმადაბლა და თვალებს ახელს. -არ მესმის ეს რატომ გააკეთა. -იძახის და თავს აქნევს. -შეეძლო ნებისმიერი, ნებისმიერი სურვილი აერჩია, მან კი თვითმკვლელი იდიოტობა თქვა. -ნიკა თვალებში მიყურებს და პასუხებს ეძებს. -ვერ ვხვდები ეს მას რას მოუტანს...
-იქნებ არც უნდა რომ ვინმემ იცოდეს. -ვეუბნები და ისევ ვიღიმი, როდესაც კესის ექსტარავაგანტურობა და უცნაურობა მახსენდება. -ის თავისებურია, გახსოვს ლამის ბედნიერი იყო როდესაც იარაღებზე მოვიდა.
-ხო, მახსოვს. -იძახის და თავს აქნევს. -ის უცნაურია. მაგრამ მაინც არ იხსნება ამით ის თუ რა უნდოდა...
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ალბათ პასუხები ვიცი, ალბათ. ჩემ თავსაც კი ვერ მივცემ იმის უფლებას რომ რამე გადაჭრით ვთქვა, როდესაც საქმე კესის ეხება. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ვიცი. მგონია რომ ის თამაშის შეცვლას ცდილობს, და ამას თუ გააკეთებს მოსახლეობას ან გაუმართლებს, ან სასიკვდილოდ გაწირავს.

კ ე ს ი
ნინი ნელ-ნელა ქრება და მის ადგილას სხვა ჩნდება. ის ვინც დიდი ხანია აღარ მინახავს, ის ვინც არ უნდა გამოჩენილიყო. ის ვინც ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ გაქრა, ის რომელიც დამეხმარე გამეალიზებინა რისკები. ის რომელმაც თამაშის აზრი დამანახა.
-დაჩი? -ვკითხულობ ხმადაბლა და აკანკალებული ხმა დავიმორჩილო. თვალები ცრემლებით მევსება და მის სახეს დრაბნიან.
მაგრამ ის მაინც ჩემ წინ დგას, ისევ ისეთი როგორიც ბოლოს დავინახე. მაღალი, შავი სწორი თმით, და ნაცრისფერი, ნისლისებრი თვალებით, რომლებიც სიხარულისგან უბრწყინავს. ტანზე ისევ იგივე აცვია. შავი ჯინსები და თეთრი მოკლე სახელოებიანი მაიკა, რომელზეც იდეალურად ჩანს სისხლის უზარმაზარი ლაქა. ცრემლები ლოყაზე მიგორდება და მათ შეკავებას ვეღარ ვახერხებ. მისკენ მივიწევ, ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით და ტან ვლოცულობ რომ ის ნამდვილი იყოს...
მე მისკენ მივდივარ, ის კი ერთ ადგილას რჩება და ხმას არ იღებს, არც ინძრევა, უბრალოდ მიღიმის. ხელს ლაქაზე ვადებ, მაგრამ სისველის შეგრძნებისას უკან ვხტები და ხელზე ვიყურები, სადაც მისი სისხლის კვალი მაქვს.
-დაჩი? -ვკითხულობ და კანკალს ვიწყებ. მუხლებზე ვმხობი და ცრემლები თავისით პოულობენ გზას გარეთ. დაჩი კი, დაჩი დგას, არ იძვრის, მაღლიდან დამყურებს და ცივი თვალებით მაკვირდება.-არც შენ ხარ დაჩი... -ვიძახი და თვალებს ვხუჭავ.



ჰოლში ყველანი ერთმანეთის გვერდით ზიან და ეკრანს გაფაიცებით უყურებენ. არ უნდათ რომ ერთი წამი მაინც გამორჩეთ. ზოგი ბრაზობს, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი კი ორივე გრძნობას განიცდის ერთდროულად.
-ლუკა! -იძახის ერთერთი გოგო და ფეხზე დგება, როდესაც მის წინ მიმავალ ქერა ბიჭს ხედავს. ლუკა მისკენ იხედება და გაკვირვებული უყურებს. მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე გოგო, გრძელი მაღლა აწეული შავი კუდად შეკრული თმით კი მისკენ მიდის. მწვანე თვალები კატასავით უნათებს და იღიმის. -შეგიძლია გვითხრა რა ხდება?! -კითხულობს გაბრაზებული ბოლო ხმაზე და მას სხვებიც ყვებიან.
-რას გულისხმობ? -ლუკა მობეზრებული სახით უყურებს, დაღლილი მთელი დღის მოვლენებით და მისი არაეფექტური გამოსვლებით.
-ამ გოგოზე. -ხელით კესისკენ ანიშნებს. -მან ორმოცი ჩვენგანი მოკლა. თქვენ კი ის ცოცხალი დატოვეთ, და თან სურვილს უსრულებთ და საავადმყოფოში უვლით!
-ამას პროტოკოლი მოითხოვს. -იძახის ლუკა დაღლილი ხმით და გოგოს მწვანე თვალებშო უყურებს. -თან მას თავისი სურვილი ისედაც მოკლავს. სხვა სურვილი რომც აერჩია მას ჩვენ არ მოვკლავდით.
-რატომ? -კითხულობს გაკვირვებული და წარბებს მაღლა წევს. -მან ჩვენიანები მოკლა!
-ზუსტადაც მაგიტომ. -იძახის ლუკა და თავს აქნევს. -მან შეძლო ორმოცი საუკეთესო მონადირე გაენადგურებინა. -ლუკას ეღიმება თამაშის გახსენებაზე. -ის ნახევარ თქვენგანზე ძლიერია, ყველაზე ძლიერი იქნებოდა, გამოცდილება რომ ქონოდა. -ამატებს და ისევ იღიმის. -მას ეტყობა რომ ერთ-ერთი ჩვენიანია.
-მაგრამ...
-არანაირი მაგრამ! -მკაცრი ხმით აწყვეტინებს. -მაშო! გეყოფა! ის გადარჩებოდა, მას ჩვენ რანგებში მივიწვევდით. და ის ერთ-ერთი კანდიდატი მაინც იქნებოდა მთავარ მოთამაშეზე. -ლუკას თვალები გამკაცრებული და გაყინული აქვს. -ის ძლიერია და ის ჩვენ რიგებში მაინც გვინდა რომ მოხვდეს.


ბ ე ქ ა

გუკას გვერდით ვზივარ და კესიზე ფიქრს თავს ვერ ვანებებ. ვერ ვხვდები, ვერაფერს ვერ ვხვდები. მას თამაში უნდოდა, მახსოვს ეს მითხრა, რამდენჯერმე მითხრა, და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დარწმუნებული იყო რომ ითამაშებდა. მახსოვს ის ბრაზობდა, ბრაზობდა და შანს ელოდებოდა რომ რამენაირად თამაში გაენადგურებინა. მან კი ხალხი დახოცა, და თამაშის მთავარი ორგანიზატორის ტიტულისთვის ბრძოლაში ებმება.
-ჯანდაბა. -ხმამაღლა ვიძახი და გაკვირვებული გუკა ჩემკენ იყურება. მას მერე რაც მონადირესგან გამოვიყვანე, ის ხმას აღარ მცემს. ვიცი რომ გაბრაზებულია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-რა მოხდა? -ცივი ხმით მეკითხება, ისე რომ ჩემკენ არც კი უყურება.
-არაფერი, დაიკიდე. -ვეუბნები და ტელეფონს ვიღებ რომ ჩემი და კესის ჩატი გადავიკითხო. ჩატს როგორც კი ვხსნი მის მიერ უკანასკნელად გამოგზავნილ ვორდის დოკუმენტს ვხედავ, ქვეშ კი მიწერილი აქვს რომ მისი ახალი ჩანაწერია...
მახსოვს ვუთხარი წავიკითავთქო, მაგრამ ისიც მახსოვს რომ მისი ერთი ჩანახატიც კი არ წამიკითხია. მას ისე ვაფასებდი რომ არაფერი არ დამიმთავრებია.
ვორდის დოკუმენტს ვხსნი და სათვალეს ვისწორებ რომ კითხვა დავიწყო.

"მზე ლურჯ ცაზე კაშკაშებდა და შემაძრწუნებლად ლამაზ ტყეს დანათოდა, ამწვანებულ ხეებს ტოტები მაღლა ცისკენ აეწვდინათ, თითქოს მის ჩაბღუჯვას ლამობდნენნო, ჩიტები კი ჭიკჭიკით იქაურობას იკლებდნენ.
ტყეში ყველაფერი გამოღვიძებას იწყებდა და იქაურობა ცხოვრელების მხიარული შეძახიებით ივსებოდა. მაგრამ ბუნებასთან ერთად იღვიძებდნენ ბნელი არსებები. არსებები, რომლებმაც გაანადგურეს ქალაქები და ქვეყნები. არსებები, რომლებმაც შეცვალეს ისტორიები.
შავი თვალები, რომლებზეც მუდამ ჩრდილია, მუქი თმა, რომელიც მუდამ მოუვლელია და სისხლის დაუოკებელი სურვილი. სურვილი რომ მოკლან, ყველა სხვა სურვილზე უფრო ძლიერია. ეს მათშია, შიგნიდან ჭამს და ფატრავს მათ.
როგორც კი ისინი თვალებს ახელენ, ბუნება ირინდებდა და საშუალებას აძლევს მათ სიჩუმეში ჩაიძირონ. ბუნება აცნობიერებს რომ მათი გამოღვიძებით მსოფლიოს დასასრული დაიწყება. ტყე, რომელიც ასეთი ლამაზია, მუდამ მალავს საიდუმლოს, რომელიც მას გაანადგურებს.
ტყეში კი სადაც ბნელი არსებები ბუდობენ მხოლოდ სიკვდილია მომხიბვლელი და სასურველი. ადგილი, რომელიც მუდამ ლამაზია, ასევე მუდამ საშიშია, იქ შიში ერთადერთი საშუალებაა გაექცე მათ, ვისაც ვერ ხედავ, მათ, ვისაც ვერ გრძნობ და მათ, ვისიც არ გესმის.
რატომღაც ყველას უნდა ტყეში, ადგილას სადაც სიკვდილი ელით..."

ტექსტს დავყურებ და ხმას ვერ ვიღებ. არ ვიცი რა ვთქვა, რა გავაკეთო, საერთოდ გავაკეთო თუ არა რამე. გუკასკენ ვიყურები და ტელეფონს ვუწვდი რომ მანაც გადაიკითხოს.
გუკა ტელეფონს დაუდევრად მართმევს და შემდეგ ეკრანს გაშტერებული დაჰყურებს. თვალს არ აცილებს არცერთ ასოს, თითქოს მათ დაზეპირებას ცდილობსო. ვუყურებ და ვგრძნობ რომ თვალები ცრემლებით ევსება.
-ეს რა არის? -მეკითხება ხმადაბლა და ჩემკენ აცრემლებული თვალებით იყურება. გაშტერეული ვუყურებ, ასეთი გუკა არასდროს არ მყავს ნანახი. თითქოს ის მთლიანად შეცვალეს.
-კესის დაწერილია. -ვიძახი ხმადაბლა და ტელეფონს ვართმევ. -მისი ჩანახატია. მგონია რომ ტყეში მყოფ აჩრდილებში ის თამაშს გულისხმობდა... -ვიძახი და ისიც თავს მიქნევს. -კარგად წერდა... უფრო სწორად წერს. -ვიძახი და დაბლა ვიყურები. -მაგრამ ალბათ უფრო წერდა... მეეჭვება წერა გააგრძელოს. -ვამატებ და ჩვენი უკანსაკნელი ლაპარაკი მახსენდება.
----მოგონება----

-რატო ანებებ თავს? -ვეკითხები და სახეში ვუყურებ, ის კი თვალს მარიდებს.
-რავი, მეეჭვება ჩემი იყოს. -ამბობს ხმადაბლა და თმას უკან იწევს სახიდან. -იცი, ხშირად მიფიქრია რა მაგაზე, მაგრამ აბა შენითაც დაფიქრდი რა... მე წერა არ გამომდის, საერთოდ არაფერი აღარ გამომდის. -წარბებს ვიჭმუხნი ის კი აგრძელებს.-თან მეეჭვება წერისთვის დრო მქონდეს დარჩენილი. -ამბობს სევდიანად და იღიმება.
---მოგონების დასასრული---

ამ ამბავს გუკას ვუყვები, რომელსაც თვალები უდიდება.
-მაშინ მეგონა სკოლას გულისხმობდა, მაგრამ... -ვიძახი და გვერდით ვიყურები.
-კიდე გაქვს მისი რამე? -მეკითხება უცებ და მეც თავს ვუქნევ და ტელეფონს ვუწვდი, მაგრამ ის არ მართმევს. -მინდა რომ დღეში მხოლოდ ერთი წავიკითხო და ამით მის გამოღვიძებას, საბოლოოდ გამოღვძებას დაველოდო. -ამატებს დაბალი ხმით და თავს დაბლა ხრის.

]ჩაჩუმებულ ქუჩებში მარტო მივდივარ და ვფიქრობ იმ ყველა საიდუმლოებებზე რომლებსაც ვმალავ. მაგრამ ვარ კი მე მარტო ერთი ვინც იმალება? რა ხდება მაშინ როდესაც ადამიანები მარტო რჩებიან, საკუთარ თავთან? რა საიდუმლოებებს მალავენ როდესაც მარტო არიან? ან კი არიან როდესმე მარტო? ვართ კი ჩვენ როდესმე მარტო? როდესაც არც ადამიანი გვიყურებს და არც ჩვენი გულის სიღრმეში მიმალული დემონი? ვართ როდესმე მარტონი საკუთარ თავთან? არსებობს კი ადამიანი ვისაც ამით ტრაბახი შეუძლია?
რატომ არის რომ ახლაც კი, როდესაც მარტო ვარ, როდესაც მთელი ქალაქი ცარიელი და მიტოვებული ჩანს მგონია რომ ვიღაც მითვალთვალებს. რატომ არის რომ არ მაძლევენ საშუალებას მარტო ვიყო? რატომ არის რომ ცდილობენ თავიანთ სამყაროში ჩამითრიონ? სამყაროში, საიდანაც არავინ არ დაბრუნებულა. რატომ არის რომ უნდათ მათი შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო? რატომ არის რომ მსხვერპლი ჭირდებათ? რატომ არის რომ ისინი არ ქრებიან?
-ჩანახატი N2, კესარია (კესი) მეიაშვილი



№1 სტუმარი Guest tatuli

erti txovna maqvs shegizliat vinmem damexmarot temis dawerashi? amagam minda. temis satauria "rwmeba shishisa da uimedobisagan gvatavisuflebss" gtxovttt .... mapaatiet rom aq vwer saswrafod minda pasuxi winaswar madlobaa!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი და ემოციური თავი იყო.ყველაფერია ამ ისტოეიაში.ინტეიგაც,თითქოს ყველაფერი გარკვეულია,მაგრამ მაინც არააფერია გარკვეული.ძალიან კარგად წერ.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent