შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერცხლისფერი მთვარე


15-01-2018, 22:32
ავტორი Maryes
ნანახია 1 364

"ხალხი წერისთვის დამაჯერებელ ისტორიებს თხზავს,ზოგი დრამატიზმით გამსჭვალულს,ზოგი სიყვარულის ისტორიებით.მე კი გეფიცებით სადაცაა გათენდება და მე ისევ მაგიდასთან ვზივარ. ფანჯრიდან, რომლიდანაც მთვარის ყურებაში ვაზის მწვანედ გაშლილი ფოთლები მიშლის ხელს.ზევით ვიწევი ოდნავ და ვაკვირდები მთვარის მოძრაობას.ღრუბლებში ხან იმალება ხან კი ისევ აშკარავდება,თითქოს ბნელს გაურბის და სადაც მიდის თან სინათლე მიაქვს, მკრთალად მოკამკამე ვარსკვლავებთან ერთად..ისევ ავწიე თავი და მხოლოდ გაფანტული ღრუბლები ჩანდა,მთვარემაც კი დაიძინა.მე კი კვლავ ვზივარ და მასზე ფიქრებით გართულს ალბათ მზის ამოსვლასაც მოვესწრები.ვუფიქრდები და რა საინტერესოა ცხოვრება, როდესაც ყველას ძინავს. შენ კი მიდიხარ წინ და არ კარგავ სიცოცხლის გარკვეულ ნაწილს ძილში.მარკესის სიტყვები გამახსენდა: "ადამიანები ყოველი თვალის დახუჭვისას კარგავენ სიცოცხის სამოც წამს"..საინტერესოა ისიც რომ სრულიად მარტო ხარ,ყველა ადამიანი ირეალურ სამყაროში თავიანთ ოცნებებში და ფიქრებში იკარგებიან,შენ კი რეალურ სამყაროს ისევ მტკიცედ ეჭიდები.რომ წარმოვიდგენ რა უნდა გამეკეთებინა მარტო,ფიქრის დროსაც კი ტანში ჟრუანტელი მივლის. სიფრიფანა პერანგში ოდნავ შემცივდა კიდეც,არ ვიცი რა უნდა მექნა,ალბათ ბევრ წიგნს დავწერდი,მაგრამ ვისთვის უნდა წამეკითხა,ან ვისზე უნდა დამეწერა თუ კი ადამიანები არ იარსებებდნენ,"ისინი"ხომ ჩვენი ნაწარმოებების მთავარი განსახილველი თემა გახლავთ.მაგიდაზე წყლის ჭიქა მიდევს, გვერდზე წიგნი, რომელიც ახლახანს დავასრულე. ჩემი არეული ფიქრების გადმოცემაში სულ დამავიწყდა ფანჯრის იქით ცოცხალი ბუნება თვალწინ რომ გადამეშალა.მთვარეს ვუყურებდი და ნოსტალგიური მოგონებები დღის შუქივით აენთნენ ჩემში..მახსოვს პატარაობაში აივნიდან მთვარეს ვაკვირდებოდი დურბინდით ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ძაღლის საფეხურები ალაგ-ალაგ სწორ ხაზზე დალაგებული შევნიშნე.თავი ნამდვილი მეცნიერი მეგონა,17 წლის მანძილზე ჩემი სიმართლის მტკიცებაში გავატარე და დღემდე არ ჯერათ ჩემი.ეს ხომ ყოველთვის ასეა,ბავშვების არასოდეს არ ჯერათ,მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ მათი უმანკო სულის წყალობით აღიქვამენ და წვდებიან ღრმა დებულებებს.კიდევ რამდენი რამის თქმა მინდა,მაგრამ ჩემს ღამის ბოდვას სჯობს თავად შეხედოთ ღამის სინაზეს და თავად მოიწყოთ ზღაპრული ღამე. უბრალოდ დაუკვირდით ყოველივეს, რაც თქვენს წინაშეა,აღიქვით სილამაზე და ეძიეთ ეს ყველგან და ყველაფერში, რასაც კი თქვენი თვალი და გონება მისწვდება. ყოველივე დიდებული, ხომ სწორედ უბრალოებაშია.მე კი არც ფინჯანმა ყავამ მიშველა,თვალები მეხუჭება და.. ასე სრულდება ჩემი დღიურის 37-ე გვერდი."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent