ვერ შევძელი..
35 წელი გავიდა, შენ სახეზე კიდევ ღიმილი არასდროს მინახავს, მაგრამ ყოველთვის ბედნიერებას ასხივებდი შინაგანად, ღიმილი კი არა შენი პირიდან სიტყვაც კი არ გამიგონია, ერთი სიტყვაც კი.. საერთოდ, რას ვლაპარაკობ თვითონაც არ ვიცი, რა ღიმილზე, ბედნიერებაზე ან სიტყვაზეა საუბარი, როცა საერთოდაც არ მინახავხარ. ჩემი ბრალია, რომ ვერაფერი მითხარი. ხელი ვერ მომკიდე და თავი მხარზე რომ ვერ დამადე. მე შენი საუკეთესო მეგობარი უნდა ვყოფილიყავი, ცხოვრება ერთად უნდა დაგვეწყო ახალი ფურცლიდან და დარწმუნებული ვარ, იმ დღიდან ჩემი სიცოცხლე სრულიად შეიცვლებოდა, მე ცაში ვიფრენდი სიხარულით და ღრუბლებს გემოს გავუსინჯავდი. შენ ალბათ, ახლაც ღრუბლებში დაფრინავ, უსასრულო ცისკენ მიექანები, ბედნიერებას ეწევი, მაგრამ მარტოდმარტო...ჩემ გარეშე.. ვერ შევიგრძენი შენი სიტკბოობა და სიხარული. ვერ გამოვცადე ეს ბედნიერება. წილად მერგო, რომ გამომეცადა, მაგრამ მე ხელი ვკარი. არ დავუფიქრდი და ცხოვრება საზარელი შხამით მოვიწამლე. მის მერე ვეღარ ვდგები მყარად დედამიწაზე, მეშინია რომ ჩამყლაპავს და ტკივილს მივაყენებ ჩემი არსებობით. მის ზურგს შევეხები თუ არა იმწამსვე შემისრუტავს. მე კი არ შევეწინააღმდეგები, ან რა ძალა შემწევს, რომ წინააღმდეგობა გავუწიო.თავს ღირსად ჩავთვლი და თვალს გავუსწორებ ყველაფერს. სუსტი ვარ, ძალიან სუსტი, ისეთი სუსტი, რომ ალბათ მალე წელშიც გადავტყდები.. მერე კი შენთან მოსასვლელი გზა ღია იქნება, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ, ვერ შევძლებ, რომ თვალებში ჩაგხედო, ან გიცნობ კი? სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე ვარ, მეშინია არა, სიკვდილის არამედ მის შემდეგ გამოწვეული ტანჯვის, იქ ხომ შენ უნდა გნახო და თვალი გაგისწორო, მერე რას გეტყვი რატომ გავაკეთე ეს? რატომ გაგწირე? ცხოვრებასთან დარჩენაც კი არ შემიძლია, ტვირთი ვარ, ნამდვილად დიდი ტვირთი, რომლის გადაზიდვა არც არავის სურს. უნდა ვეგდო ერთ ადგილას, პატრონი კი არასოდეს გამომიჩნდეს.. ‘’ასეთი ბედი მარგუნეს’’-საწყლად იძახის ჩემი გული, მე კი მინდა მივვარდე საგულედან ამოვიგლიჯო და მთელი ძალით გავანადგურო, მტვრად ვაქციო და მისგან არაფერი დავტოვო, როგორ ბედავს და წუწუნებს კიდევ-თქო, ბრაზი მომივა საკუთარ თავსა და გულზე. შიშია ყველაფრის თავი და თავი, თორემ აქამდე აქ კი არ ვიქნებოდი, უღირსად კი არ ვიცხოვრებდი, თავს მოვიკლავდი, რომ შენთან მოვსულიყავი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის.. საკუთარ თავთან ჭიდილში და ბრძოლაში გავიდა მთელი ცხოვრება... რომ ვუფიქრდები, ახლა რა იქნებოდა მე რომ არ შევმცდარიყავი, ჩემ გვერდით იქნებოდი? ან სულაც შორს, მაგრამ მაინც ამ ქვეყნად. ამ სამყაროში არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა საკუთარ შეცდომას აანალიზებ, ხვდები რომ ყველაზე უსუსური არსება ხარ და ყველაფრის ღირსი ხარ.. მე ჩავაქრე შენში სიცოცხლე და მე მოვსპე შენი არსებობა.. მცხვენია, რომ მოგიბოდიშო, პატიება გთხოვო და გულში ჩაგიკრა.. ამასაც ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ დაგკარგე. სიკვდილის მერეც კი, იქნებ, ვერ მოვიდე შენამდე და იქ აღარაფერი იყოს, მერე ვის გავუზიარებდი იმ ტკივილებს, რაც ამ სამყარომ ჩამიტოვა ღრმად სულში. ვერ შევძელი, რომ შენთვის სიცოცხლე მეჩუქებინა.. მე მკვლელი ვარ, საკუთარი შვილის მკვლელი!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.