წერილი...
თავიდანვე შენიშნავდი,როგორ ერთგულ და მოსიყვარულე ადამიანთან დაიწყე ურთიერთობა.ის მართლაც რომ არავის ჰგავს,თუ კი მართლა უყვარხარ.მას შეუძლია განუსაზღვრელად ან უყვარდეს ან სძულდეს, შუალედური მისი მდგომარეობა არ არსებობს. მასთან ურთიერთობისას შენც შეიცვლები და მის დამალულ მხარესაც შეიცნობ, ის არ არის მეწვრილმანე და ეჭვიანი,ძალიან ენდობა ადამინს,თანაც ისე რომ, შენთვითონ ვერ შეძლებ რამე მოატყუო ან უღალატო,ამას მისი გრძნობა არ გაპატიებს... თვითონ კი ბევრჯერ შეუძლია გაპატიოს... არ გეგონოს რომ იდეალურ პიროვნებას შეხვდი, რადგან ადამიანს ბევრ პლიუსთან ერთად მინუსებიც აქვს, ერთხელ თუ დაშორდებით ის წავა სამუდამოდ..არ უყვარს ბევრჯერ დაწყებული ურთიერთობები,მისთვის დასასრული არის დასასრული... მასთან ყოფნის დროს იგრძნობ,როგორი ლამაზია სამყარო,მიხვდები რომ სიყვარულში მთავარი პატივისცემა და ერთგულაბაა,ამას თვითონ დაგანახებს. გჯეროდეს იმის, რომ ის მართლაც განსაკუთრებული,მზრუნველი და ერთგული ადამიანია, მან იცის როგორ მოგექცეს სამეგობროში, შენს ოჯახთან და ასე შემდეგ... უყვარს როცა მასზე ზრუნავენ, უკვე შემჩნევდი როგორ უყვარს თითებზე მოფერება...იმ თითებზე, ზამთარში რომ ეშაშრება და ისვამს კრემს რომ შენთან უხეში არ გამოუჩნდეს. უყვარს მოფერება,არამარტო სიტყვებით ასევე ქცევებით, გაგიჟდები როცა მოისმენ მისი პირიდან ამოსულ "პატარავს".დრო და დრო კიდევ შეიცნობ მის ამ მხარეს,რომელსაც მხოლოდ შენ განახებს... შემიძია საუკუნოდ გელაპარაკო მასზე,მაგრამ ვიცი არ გსიამოვნებს "შენს ადამიანზე " ასე რომ სხვა ფიქრობს,მაგრამ ის მართლაც ასეთია,უმიზეზოდ საყვარელი,თბილი,ერთგული და ყურადღებიანი...მადლობას გიხდი იმისთვის,რომ შეძელი ის ისე გაგებედნიერებინა,როგორც ერთ დროს მე შევძელი ეს!.. წარმატებებს გისურვებ რომ ერთად გაიაროთ ეს საოცარი ცხოვრება,რომელსაც ერთად უბედნიერესად ჩათვლით....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.