შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

WE ALL LIVE IN A LITTLE YELLOW SUBMARINE


1-02-2018, 23:08
ავტორი კორალაინი
ნანახია 1 273

,,უაზრობაა სიტყვების ძიება იქ, სადაც ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც აღარაფერს ამბობენ. და მაინც კარგია, როცა იპოვი სიტყვებს, რომლებსაც რაღაცის თქმა შეუძლიათ იქ, სადაც ადამიანებს უკვე აღარაფრის თქმა აღარ ძალუძთ’’…
ბოლოს დასასრულს, ან იქნებ დასასრულის დასაწყისს მტკივნეულად გავშალე ბოჰემური ფრთების ნაფლეთები და…
სიტყვები, სიტყვები, სიტყვები… გამუდმებული ფიქრი, ფიქრი ყველასა და ყველაფერზე. დიდი შავი ძაფის გორგალი თავში ელექტრონული სახვევით, რომელიც არ იღლება ტრიალით… ნუთუ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღარაფერს ნიშნავს ისინი ხომ ჩვენი სულის გამონაღვენთები არიან, ჩვენი ბნელი თუ ნათელი წერტილის ნათებები…
-ლოლიტა მე შენ მიყვარხარ! -ამბობს ის და წამსვე ირევიან მის სახეზე მკვდრისა და ცოცხლის ფერები. მიყურებს და უკვირს, რატომ ვარ ჩუმად, რატომ არ ვამბობ რას ვგრძნობ და საერთოდ რატომაა სულ ერთი ამ სიტყვებს მისგან გავიგებ თუ სხვისგან… გაფიქრებისთანავე შევცბი, ნუთუ მან არ იცის, რომ… უბრალოდ ვერ გამიგია რას მოელიან ჩემგან ის ადამიანები, რომლებიც დიდი აკიაფებული, მოციმციმე თვალებით მიყურებენ და ელიან, ელიან სიტყვებს, რომლებიც გულს გაუთბობენ ან გაურკვეველ ილუზიას შეუქმნიან რომ ყველაფერი კარგადაა, მეტიც შესანიშნავად! მან არ იცის, რომ ჩემთვის დიდი ხანია ყველაფერი ილუზიაა, დიდი ზღაპარი, ტყუილი, სადაც ყველა პერსონაჟმა კარგად იცის, რომ მსახიობია შესანიშნავად მორგებული როლითა და დიდებული არტისტიზმით, მაგრამ არაფერს ამბობენ ჩემსავით ჩუმად არიან იმ განსხვავებით, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ქაოსურად, თითქოს, ამით საკუთარი შიშის დაფარვას ცდილობდნენ… ფიქრობენ, რომ სანამ გაუთავებლად ბევრს ილაპარაკებენ თავს ცოცხლად იგრძნობენ ლანდად ქცეული მოჩვენებები…
ის იმ სიტყვებს ამბობს, რომლებმაც ჩემთვის დიდი ხნის წინ დაკარგეს ფასი და მაინც დიდი აფეთქების მოლოდინი აქვს… მან ხომ არ იცის, რომ აქ ყველაფერი ყველაფრის ასლის ასლის ასლია და არაფერია სიზმარზე უფრო დიდი სინამდვილე… ახლა ის ამბობს, რომ ვუყვარვარ ,,მიყვარხარ’’ ჰმმ სასაცილო სიტყვაა მრავალმხრივი თითქოსდა გარანტიის მომცემი, მაგრამ მაინც დახარჯული, გაცრეცილი, დაღლილი… სიტყვებს გაფრთხილება სჭირდება
ისინი თანდათან ილევიან და როცა დადგება ჟამი ნამდვილი სიყვარულისა დარჩება სიცარიელე, უსასრულობამდე სიცარიელე და მრავლისმთქმელი მრავალწერტილი ნიშნად მარადიული ტანჯვისა…
ნაფლეთებად მახსენდება ჩვენი დიალოგი და მუცელში რაღაც მივლის, თითქოს, გული მერევა, სული მეხუთება… აღარაფერი ვიცი რა გავაკეთე, რას ვაკეთებ… ის, ჩემი ერთადერთი ,,მეგობარი’’, ახლა უკვე იმ ლანდად ქცეულ მოჩვენებათა ბრბოს ნაწილი… უცხოპლანეტელივით მიბიძგებს საკუთარი სხეული ბნელი წერტილისკენ ჩასაკეტად, მოღალატე გამყიდველი!.. ნუთუ არასწორ დროსა და ადგილას გავჩნდი…
გამთენიისას მაღვიძებს ღრმა სიმძიმე,ძალიან ღრმა, დიდი ბურთი ყელში, რომელიც დახრჩობით მემუქრება და დღითიდთე იზრდება… მთელი ღამე შემომათენდა… დილით ჩემი ოთახიდან გამოსვლისთანავე შემეგება ლელას იდიოტური გამომეტყველება:
-დე ადექი უკვე? უგემრიელესი ბლინები გამოვაცხე, შენ რომ გიყვარს ზუსტად ისეთი.
ბლინების დანახვისთანავე იგივე შეგრძნება დამეუფლა რაც მასზე ფიქრისას იმ განსხვავებით რომ ახლა გული ნამდვილად ამერია. ლელა ,,დედაა’’, რომელიც ძალიან ,,კარგად’’ იცნობს თავის შვილს… მან ხომ არ იცის ამაზრზენი, მოჩვენებითი, ფლიდი ღიმილის უკან, ღრმა უფსკრულში რას ვმალავ… ან საიდან გაიგებს ის ხომ იმ ლანდად ქცეულ მოჩვენებათა ბრბოს ნაწილია ასე საშინლად რომ დამიფუთფუთებს მუცელში და გულს მირევს… ლელას მხოლოდ ლევანი ანაღვლებს. ერთი ჩვეულებრივი იდიოტი, რომელიც მას მერე აეკიდა დედას რაც მამა გარდაიცვალა, ბედნიერი გაეცალა ჯოჯოხეთს…
დღეს ვენებს მივაშტერდი გაკვირვებით ნუთუ ისე შეხორცდნენ კვალი შრამიც კი არ დარჩა და ისევ ის სიმძიმე ლოდივით რომ ჩამოჰკიდებია სულს და უფსკრულში ჩატანებით ემუქრება… გული იბრძვის, მაგრამ ტვირთი მასაც აჩუმებს, თითქოს, ყელში უჭერს ხელებს მშველელი კი არავინაა, არავინ, არავინ!.. ბოლო ღერ სიგარეტს წავუკიდე და გადავეშვი ფიქრებში… რას ვგრძნობ? ჰმმ გაუცხოვებას, მარტოსულობას… როგორი ვიყავი ადრე? ჰა ჰა სასაცილო, ტირილამდე სასაცილო. მიყვარდა დედას გამომცხვარი ბლინები, საოჯახო სადილები, მამასთან ერთად სეირნობა და დამალობანას თამაში. მიყვარდა ლელა და ვერ ვიტანდი სიგარეტს, რომელსაც ახლა ასე გამალებით ვეწევი… მელანქოლიკი ხარო მითხრა ნიკოლოზმა, ის ხომ არც კი მიცნობს და მხოლოდ ჩემი გარეგნობით მოხიბლულს სურს იყოს ჩემთან ,,სამუდამოდ’’… სამუდამოობა – ამაზრზენი, ორპირი სიტყვა, რომელიც გამოვიგონეთ ღრმა დეპრესიის ორმოდან თავის დასაღწევად ან ილუზიის შესაქმნელად, რომ სიყვარულია მარადიულობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და ერთადერთი ხსნა ჯოჯოხეთიდან.
სარკეში ვიხედები და ვხედავ როგორ მომშტერებია გამოსახულება, ძველი ლოლიტას აჩრდილი… მხოლოდ თვალებია უცვლელი მამა რომ ზღვისფერს ეძახდა… ირონიულად გამეღიმა, გამსკდარი ტუჩიდან სისხლი წამომივიდა, სახე ზიზღით ამევსო, სარკეს შევაფურთხე და სიგარეტი ავაქრე…
ისევ ის კაფე, ისევ მელანქოლიკი მე და ისევ ისეთი წვიმიანი ამინდი გუნებას ასე ძალიან რომ მისველებს და მახსენებს, რომ მალე დასასრულის დასაწყისია. ჰომ არ მოგესმათ დასასრულის დასაწყისი! კიდევ ერთი გათენებული ღამე, რომელსაც გზა აებნა, დაიკარგა, გაიფანტა უსასრულობაში და გაქრა… რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ, ვათენებ? არა თვითონ თენდება… მე რას ვაკეთებ ახლა აქ… გამოსავალი თეთრი წერტილია შავ ხვრელში, რომელსაც ვერასდროს მივაღწევ, ვერასდროს, ვერასდროს…
ფიქრი, ფიქრი ნეტავ როგორი ფორმა აქვს ფიქრს? ალბათ აბურდული ჩემიგონებისმაგვარი გამოუვალი ლაბირინთის…
წვიმის წვეთებით მტირალ ფანჯარას გავყურებ და მოგონებებით ვსველდები. ახლა აქ, ამ კაფეში ძველი ლოლიტა რომ იჯდეს ჰომ სწორედ ის ლოლიტა ერთ დროს სიცოცხლეს ასე გულიანად რომ შეჰხაროდა, გიჟივით გავარდებოდა გარეთ და მანამ ირბენდა, სანამ წვიმას არ დაღლიდა… უცბათ მიმტანის ხმამ გამომარკვია
-კიდევ ხომ არ მიირთმევთ? ხელში სავსე ყავადანი ეჭირა.
-კი, მადლობთ. ვუპასუხე და წამსვე გარეთ გავიხედე, თითქოს, ფიქრებს დავედევნე ფეხდაფეხ, რომლებიც გაზაფხულის წვიმასავით აორთქლებულიყვნენ.
წვიმას დიდი ხნის წინ გადაეღო, ალბათ უკვე ის დრო იყო უნდობლად გავყოლოდი სახლის გზას.
ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი გავიაზრე როგორ შევედი ჩემს ოთახში, სადაც სულმოუთქმენლად მომლოდინე კორალაინი ჩემი ფისო ფეხებზე ამეტმასნა და ეჭვიანი მზერით მომაშტერდა… ჰმმ საინტერესოა, როდის მოასწარი ლოლა ისე გაგიჟება,რომ საკუთარი კატის მოჩვენებებს ხედავ. ირონიულად გამეცინა. ჰო მართლა სიგარეტის მოწევა მას მერე დავიწყე რაც კორალაინმა ფეხები გაჭიმა. ირონიაა ყველაფერი რაც მიყვარს ქრება, ორთქლდება, გარბის, შორს მიდის დეპრესიული ლოლიტასგან, რომელიც სივრცეშია გაბნეული, თანდათან ფერმკრთალდება და ალბათ მალე გაქრება კიდეც… ჩოხელი ამბობს,რომ სიცოცხლე ადამიანად ყოფნის სევდაა, ხოლო სიკვდილი არყოფნისა. რა საინტერესოა როგორ იგრძნობს მკვდარი ადამიანად არყოფნას… თუმცაღა გულისცემა არაა ნიშანი სიცოხლისა. სამწუხაროდ სიკვდილი ერთადერთი საბუთია ჩვენი გარდაცვალებისა… ამიტომაცაა, რომ სხეულის მუხთალ ლაბირინთში გზააბნეულ სულს ვეღარ შეუშრია დაღად დამჩნეული ყოველი ცრემლი, რომელიც ბრმად მიყვება წინას გაკვალულ გზას… სასოწარკვეთილება, იმედგაცრუება, მელანქოლია ამძიმებს ჩემს ცხოვრებას, სულს მიხუთავს და სუიციდისკენ მიბიძგებს. ჰმ სასაცილოა ხომ რა საცოდავ არსებათ შეუძლია ადამიანს ქცევა ისე რომ ვერც კი შენიშნოს… ალბათ ჩემზეც იმავეს იტყვიან:
,,უცხო მორევის ნაღველმა მწარემ
მიძინებული ფიქრი აშალა,
საფლავს გიმშვენებს ბალახი მწვანე
შენს ძარღვებში კი სისხლიც გამშრალა’’
აღარ მახსოვს ზუსტად სად ამოვიკითხე ეს ფრაზა, რომელიც ჩამრჩა გულის კუთხეში, იმ ერთადერთ ნათელ წერტილში ასე საგულდაგულოდ რომ ვუმალავ საკუთარ თავს და ველი მარადიულობის მკაფიო ნათელს…
გამოტოვებული შემოდგომის ნოსტალგიამ და ფეხაკრეფით შემოპარულმა ზამთარმა ფიქრებით გაათეთრა ჩემი ცხოვრების შავი ფერები…
პლედში გამოხვეული ბუხარს მიფიცხებული მივშტერებივარ ფანჯარას და ფიქრი მეპარება… როგორი წმინდაა ფითქინა თოვლი დაცემულ ანგელოზთა სამყოფელში, თითქოს, მოვიდა და წარხოცა ჩვენი შავი გულის ნადები, გააჭაღარავა მთების მწვანე დალალები და შეგვახსენა, რომ დარაბებს მიღმა თოვლი თბილი საბანივით გადაეფარა შემოდგომის მზით გამთბარ ჩამოცვენილ ფოთლებს… როგორია ზამთარი ახლა? ცივი, ყინულივით ცივი ეს სუსხიანი ზამთარი ხომ ახალი მე ვარ უცხო თანაც ავკარგიანი…
-მიდი შენ გელოდება… უეცრად ჩამესმა ყურებში ხმა აი ზუსტად ისეთი ახალგაღვიძებულზე მამა რომ ჩამჩურჩულებდა ყოველი თოვლის მოსვლისას… ნუთუ… გიჟივით წამოვვარდი ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავვარდი. ბევრი ვირბინე თოვლში აი ისე ბავშვობაში რომ დავსდევდი მამას დასაჭერად… ბუნდოვნად მახსოვს შემდეგი ორი საათი რომ გამოვერკვიე თოვლში ვიყავი ჩარგული და გიჟივით ვიქნევდი ხელ-ფეხს ანგელოზს ვხატავდი ჰომ არ მოგესმათ აი ისეთს მამამ რომ მასწავლა… მახსოვს როცა ნინა ბებიას პირველად ვკითხე სიკვდილზე მან ამოიოხრა, ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა, რომ სიკვდილი ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ივიწყებენ, მოგონებებს გულის ბნელ წერტილში საგულდაგულოდ დამალულ სკივრში აწყობენ და აწმყოდან წარსულის მოჩვენებასავით აორთქლებენ… უცებ სითბო ვიგრძენი სითბო, ცივი სითბო… გაფიქრებისთანავე შევცბი



უ . . .

-სახელი
-ლოლა
-გვარი
-ნიჟარაძე
-ასაკი
-20
-გარდაცვალების მიზეზი
-უბედური შემთხვევა.
…ლოლას ცხედარი ქვასავით გაყინული სამი დღის შემდეგ იპოვეს მამის სასაფლაოსთან ახლოს თოვლში ჩაფლული, საწყალს თვალებში ზღვისფერი ფიქრი გაყინვოდა… მას შემდეგ ათი წელი გავიდა ხალხი კი მაინც მასზე ლაპარაკობს, როგორც ჭკუიდან შეშლილ თვითმკვლელ გოგონაზე, რომელმაც არაფრისთვის ყველაფერი დაკარგა და სივრცეში გაბნეული ბოლოს და ბოლოს გაქრა, მოკვდა თავის მოგონებებთან ერთად…
,,და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია’’…
ლოლიტას ჩანაწერები, მისი ნაადრევი გარდაცვალების საბუთი, დღემდე კორალაინის პატარა სახლში yellow submarine-შია დამალული საიმედოდ…



№1  offline წევრი melanqoliki

სევდიანი,მაგრამ კარგი წასაკითხი იყო მომეწონა .ყოჩაღ წარმატებები <3

 


№2  offline წევრი კორალაინი

მადლობა <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

dana ro mq9ndes yels gam9vichridi ;(

 


№4  offline წევრი კორალაინი

სტუმარი shalo
dana ro mq9ndes yels gam9vichridi ;(

უი რატო შალო?

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

მითხარით ამ ნაწარმოების სახელი...?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent