შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედოობა...


2-02-2018, 01:52
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 161

ხშირად ვფიქრობ,როგორი იქნება ჩვენი შემდეგი შეხვედრები.წარმოვიდგენ,როგორ გიბრწყინავს თვალები როცა დამინახავ,გაბედავ,მოხვალ და მეტყვი,რომ უჩემოდ არ შეგიძლია,ჩამეხუტები და აღარ გამიშვებ.სულ შენზე ვფიქრობ,სულ შენი სახელი ტრიალებს თავში.მაინტერესებს,რას აკეთებ,შენც თუ მიხსენებ და რას ფიქრობ საერთოდ ჩემზე.და გრძელდება ასე გადის დღეები და წლები,თითქოს არაფერი იცვლება.მუდამ შენ დაგეძებ,მაგრამ არსად ჩანხარ.არის დღეები,როცა მგონია რო ვერ გნახავ და ზუსტად მაშინ გამოანათებ მზის სხივივით.მაგრამ როგორც მზე წვავს ყველაფერს,შენი მზერაც მწვავს მე.არ ვიცი,მიყურებ თუ არა,შემამჩნიე თუ არა,გაგეღიმა თუ არა ჩემს დანახვაზე.მარტო ის ვიცი,რომ შენზე ოცნება აკრძალული მაქვს და შენი შეხედვის უფლებაც არ მაქვს,რადგან ოდესღაც ჩემი სიყვარული არ დააფასე და საკუთარ თავს შევპირდი,რომ ჩემი მზერით აღარ შეგაწუხებდი.ალბათ შენთვის ერთ-ერთი უბრალო გოგონა ვარ,რომელსაც უყვარდი,ჩემს დანახვისას მეგობარს ეტყვი ჩემზე: "აუ იცი ეს გოგო გიჟდებოდა ჩემზე",მაგრამ რომ იცოდე ჩემს გულში რა ხდება,როგორ მტკენ შენი უყურადღებობით გულს,ალბათ,ასე აღარ მოიქცეოდი.მინდა იცოდე,რომ ჩემსავით არცერთ გოგოს არ ეყვარები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent