შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 იანვარი


5-02-2018, 19:51
ავტორი GodeMarr
ნანახია 1 008

გაღებული ფანჯრიდან ოთახში ცივი მომნუსხველი ჰაერი შემოდის.რა ტკბილია ზამთრის დილის სუსხი,როცა სიზმრებში ხარ ჩაშვებული და სახეზე ცივ ჰაერს გრძნობ. სიცივე საერთოდ ნეგატიურთანაა დაკავშირებული მაგრამ ეხლა ეს ის მომენტია როცა ნებისმიერი ნეგატივი უძლური და კომპენსირებულია დილის სუსხი უფლებას არ მაძლევს გავიღვიძო მეც ვემორჩილება ბუნების ამ ძალას და სიზმრებში ვიძირები.განსხვავებული დღე იყო 5 იანვარი 4 იანვრის საღამოდან დარჩენილი სითბო გულში ისევ იკავებდა ადგილს და მთელ სხეულს ათბობდა.
ოთახში იდიალური სიტუაციაა მშვიდად ძილისთვის, მანამ სანამ დედა არ შემოდის უთახში და არ მეუბნება ,რომ მამა ცუდათაა.ბოლო დროს მამა ხშირად ავადმყოფობდა ვიფიქრე ალბათ შეუძლოთ გრძნობს თავს ისევ და მალე გამოკეთდებათქო და ძილი გავაგრძელე სანამ გაბმულმა კივილმა არ გამომარკვია სიტუაციიდან გაბმულ კივილს დედას შეშინებული ხმა დაერთო მაშინვე მეორე ოთახში გავედი და იქ ის სიტუაცია დამხვდა რისი ყოველთვის მეშინოდა მამა ძალიან ცუდათ იყო იწვა , მხოლოდ ერთ ადგილს მიშტერებოდა თითქოს იქ რაიმე ისეთი ყოფილიყო თვალს,რომ ვერ მოწყვეტს ადამიანი მაშინვე სასწრაფოში დავარეკინე დედას შევეცადე იმ მომენტში დავხმარებოდი მას სიგარეტი რომელიც ბალიშთან ედო სკამზე დავდე ალბათ ცდილობდა ბოლო ღერი მოეწია მაგრამ არ დასცალდა ბალიში გავუსწორე და ძახილი დავუწყე ისე როგორც ბავშვობაში როცა გულზე მიწვენდა და თავი მოკვდარუნებდა მანამ სანამ მის სახელს არ დავიძახებდი და თვალებს არ გაახელდა შემდეგ გამიღიმებდა და ადგომისკენ მომიწოდებდა.ისევ დავბრუნდი აწყმოში სახეზე შევეხე ხელი დავუჭირე ისევ ვუძახოდი ვცდილობდი არ დაეძინა და რაღაც მომენტში წამის მეასედში გამომხედა აჯობა ავადმყოფობას მიანც გაუმართა პაექრობა ხელით მანიშნა რომ ჩემი ესმოდა იმედი სხივმა ჩაიქროლა და ისევ დაჟინებით გახედა იმ ადგილს წამის მეასედში თვალები გადაატრიალა ეს იყო ბოლო მომენტი როცა მე მისი თვალები ვნახე და ბოლო ვიყავი ვინც მას თვალებში ჩახედა და მასში ძალიან ბევრი რამ დაინახა რაც წესით არ უნდა დაენახა.ყოველთვის ვდაობდი იმაზე თუ ვის უფრო კარგი თვალები ჰქონდა , მართალია მისი ყოველთვი ჯაბნიდა ჩემსას მაგრამ მაინც არ ვტყდებოდი და ყოველთვის ვიძახდი რომ ჩემთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა არადა დიდი ხანია ვიცი რომ მისი თვალები არა კარგი არამედ საუკეთესო იყო იმ მომენტიიდან ვიგრძენი ,რომ ეს შესაძლოა დასასრული ყოფილიყო მაგრამ მაინც არ ვიტეხდი გულს მებრძოლი ადამიანი იყო და ასე ადვილად არ დანებდებოდა მჯეროდა ბოლო წამამდე მჯეროდა ეხლაც მჯერა რომ ბოლომდე იბრძოლა უბრალოდ ასე იყო გადაწყვეტილი ის კი ამას ვეღარ შეცვლიდა. საავადმყოფოში მისულს დედა დამხვდა დედა ძლიერი ქალია არასდროს არ უტირია და არც ამჯერად აპირებდა ცრემლის ჩამოგდებას მასაც ისევე ბოლომდე ჯეროდა მამის როგორც მე ამიტომ არცერთი არ ვამჟღავნებდით ცუდის მომასწავებელ გრძნობას . 5 წუთი არ იყო გასული საავადმყოფოსთან გივი მოვიდა როგორც ყველას მასაც ასევე სჯეროდა რომ ეს იმ ყველაფერთან შედარებით არაფერი იყო მაგრამ მაინც წამით არ მომშრებია გვერდიდან შემდეგ სხვა ბიჭებიც მოვიდნენ ველოდებოდით ექიმის განაჩენს , ყველას გვჯეროდა რომ იცოცხლებდა და ასეც უნდა ყოფილიყო 3 საათი გახდა ექიმი ჩვეული ზანტი ნაბიჯით მოიწევდა ჩვენკენ საუბრისას ეტყობოდა რომ ძალიანაც არ იყო დაინტერესებული იმ ყოველივეთი რაც ხდებოდა მაგრამ მიანც უდიდეს იმედს გვაძლევდა მხოლოდ იმითაც რომ საჭმლის მოტანა გვთხოვა ჩვენც იმედმოცემულნი სახლში დავბრუნდით. 5 იანვარი იყო სუსხიანი დღე მაგრამ მაინც მზიანი 5 იანვარს ჩაესვენა პირველად მზე როცა მამა აღარ იყო 6 იანვარს კი ამოვიდა პირველი მზე რომელიც მან ვერ იხილა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent