ჩარკვიანო... (1)
ზამთარია, ვზივარ საკუთარი სახლის წინ და არყის ბოთლი გაშეშებული მიჭირავს, ზამთრის სუსხი ხელებს მიყინავს და თვალებს ოდნავ მიწვავს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ ვგრძნობ რომ უნდა შევწყვიტო მაგრამ თითქოს რაღაც მიშლის ხელს და არ მაძლევს დაძინების უფლებას.. ვცდილობ წამოდგომას მაგრამ რატომღაც უკან ვეშვები და ვერ ვაცნობიერებ რა ხდება ჩემს თავს, მგონი იმდენად მთვრალი ვარ რომ საკუთარ სხეულს ვერ ვერევი, როგორც იქნა წამოვდექი და რამოდენიმე კიბე გადავლახე სახლში შესასვლელათ, ოჯახს ძინავს, პრინციპში ეს ისდროა როცა თბილისში მხოლოდ ჩემნაირი ლოთები თუ არიან კიდევ ფეხზე, შევდივარ ჩემს ოთახში და საბანს ოდნავ ვწევ, ლოგინში ვწვები და ტელეფონს მაგიდაზე ვდებ.... გათენდა, როგორც ყოველთვის ჩემს ოჯახში პირველი მამაჩემი იღვიძებს და საუზმის მომზადებას იწყებს რის გასინჯვასაც არც მე, არც დედაჩემი, და არც „სქაი“ ვკადრულობთ, ამიტომ მარტოს უწევს თავისივე დამწვარი ომლეტის მირთმევა... მამაჩემი რომელიც უკვე მოგახსენეთ რომ საშინელი კულინარია ასევე გადასარევი ადვოკატი გახლავთ, ის მხიარული და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანია რომელიც საერთოდ ვერ იტანს ალკოჰოლს, მამაჩემი გიორგი ჩარკვიანი გახლავთ თბილისში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ადვოკატი. დედაჩემზე საუბარი არ მიყვარს, მე და მას არ გვაქვს ახლო ურთიერთობა ამიტომ ვცდილობ ავარიდო მასზე საუბარს თავი, მხოლოდ იმას გეტყვით რომ გახლავთ ნინო ყიფშიძე ასევე ადვოკატი, 31წლის. მგონი ყველაზე ვისაუბრე ჩემი თავის გარდა, სიმართლე რომ გითხრათ სალაპარაკო ბევრი არაფერია, გახლავართ სესილი ჩარკვიანი 19წლის, ალკოჰოლზე დამოკიდებული პირველი კურსის სტუდენტი... „კარგი“ ხასიათით დიდად არ გამოვირჩევი მაგრამ როგორც ანასტასია ამბობს ძალიან კომუნიკაბელური გახლავართ, ანასტასია კიკნაძე ჩემი ღმა ბავშვობის მეგობარია რომელიც ერთად ერთია ვინც დღემდე მიძლებს და მიტანს ჩემი ლოთობის მიუხედავად. დილის 09:00 საათია და ჩემი ტელეფონი იწყებს რეკვას -სესილი გაიღვიძე, იმედია ფხიზელი ხარ -რახდება ანასტასია -ჩაალაგე და საგურამოში მივდივართ -რახდება? -არაფერი, უბრალოდ 1კვირით ავიდეთ -მე და შენ? -და „სქაი“. -დავფიქრდები... -პირველ საათზე ჩემთან გელოდები და მანანა აგვიყვანს რა -კაი,კაი ვცდილობ გამოვფხიზლდე და გავაცნობიერო ჩემი დღის გეგმა რომელიც საერთოდ არ მიზიდავს, ვდგები ლოგინიდან და გუშინდელ არყის ბოთლს ნაგავში ვაგდებ, თავს ვიწესრიგებ, გიორგის ველაპარაკები და სახლს უჩუმრად ვტოვებთ მე და „სქაი“, შევდივარ მაღაზიაში ვყიდულობ 5არყის ბოთლს რომელიც სავარაუდოდ მეყოფა და ვაგრძელებ გზას ანასტასიას სახლისკენ. ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ვცდილობ იყოს საინტერესო და რეალობასთან ძალიან ახლოს. ძალიან გამახარებთ თუ თქვენს აზრის დააფიქსირებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.