შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

INFINITUM


6-02-2018, 00:36
ავტორი du-da
ნანახია 1 818

infinitum (უსასრულობა)

infinitum,ლათინური სიტვყვაა და ქართულად ნიშნავს უსასრულობას, მახასიათებელს საზღვრისა და დაბოლოების გარეშე...


* * *


სევდიანად ავხედე საფლავის ქვაზე გამოსახული ქალის სურათს და თვალებიდან წამოსული ცრემლები,ხელის გულებით შევიმშრალე.მერამდენედ,მივეცი თავს პირობა,რომ აქ მოსული აღარ ვიტირებდი, ღმერთმა უწყის, მაგრამ ყოველ ჯერზე პირობას ვტეხავ, აი ასეთი,უპირობა გოგო ვარ.ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში სულ მარტოა,მხოლოდ თავის დარდთან და პრობლემებთან.ამოვიოხრე და წელში გავსწორდი,ფრთხილად ავანთე წინასწარ გამზადებული სანთელი და ქვაზე გამოსაქხულ სურათს,მივეფერე.
-დაბადების დღეს გილოცავ დე. კიდევ ერთხელ შევიმშრალე ცრემლები და როგორც ყოველთვის ფიქრებმა გამიტაცა.
მე თაია გულედანი ვარ,თითქმის 28 წლის,პროფესიით იურისტი.თუმცა ,როგორც საქართველოს ნახევარი, საკუთარი პროფესიით კი არა ჭურჭლის მრეცხავადაც ვერ დავიწყე, ვერსად მუშაობა.
მამა არ მახსოვს, არასდროს მინახავს და დედაც ყოველთვის ერიდებოდა მასზე საუბარს, მხოლოდ მისი სახელი და გვარი ვიცი,კიდევ ის ვიცი, საკუთარ თავზე, რომ ცოდვის ნაყოფი ვარ.ეს მისი აზრით ,თორემ დედასთვის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი ვიყავი.ქურთუკი მჭიდროდ მოვიხვიე და თავი დავხარე, დედა კი 3 თვის წინ, მოულოდნელად გამომეცალა ხელიდან. ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დავმარცხდით და ასე დავრჩი, სრულიად მარტო ამ ქვეყანაზე.როგორც კი სასოწარკვეთილება შემიპყრობს მაშინვე მახსენდება ყველა მისი დარიგება და რჩევა, თვალწინ კადრებად გარბის, რამდენს წვალობდა გზაზე რომ დავეყენებინე. ამიტომ სინდისი არ მომცემს უფლებას, რომ ოდესმე მას ვუღალატო, მის ხსოვნას.
კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სურათს, ფრთხილად ჩამოვუსვი ხელი და ფეხზე წამოვდექი.
გადაწყვეტილება, რომელიც ბევრი ფიქრის შემდეგ არ მიმიღია, სასწრაფოდ უნდა მომეყვანა სისრულეში,უნდა ჩამედინა, ყველაზე საშინელი ცოდვა, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია.არ მინდოდა ამაზე მეფიქრა, არც მის შემდეგ რა მოხდებოდა, უბრალოდ არ შემეძლო.
უკვე რამდნეიმე წუთია, მაღლივის ხიდზე ვდგავარ და გადასახტომად ვემზადები.
-ლაჩარო, მომესმა უცებ ბიჭის ხმა და გაოცებულმა მივატრიალე თავი გვერდით.
-უკაცრავად?
-დაიჯერო ეგეთი სუსტი ხარ, რომ გადახტები?
-დავიჯერო სუსტებს შეუძლიათ ?
-კი, დათმო ის რაც გაგაჩნია? კი შეუძლიათ.
-მოდი თავი დამანებე.
-არ გინდა ხომ ასეა? ,რომ გდომოდა აქამდე მილიონჯერ გადახტებოდი.
-გიჟი ხარ?
-ხიდის იქით, შენ დგეხარ და მე ვარ გიჟი?
-წადი გთხოვ, ხმაში ტირილის ნოტები შემეპარა.
-იქნებ ანგელოზი ვარ ,რომელსაც შენი გადარჩენა უნდა.
-ზღაპრების ასაკიდან, კარგა ხანია გამოვედი.
-გინდა დაგიმტკიცო რომ მართალი ვარ? გინდა დაგანახო როგორ მთავრდება ზღაპრები?
-გთხოვ, თავი დამანებე.
-კარგი, მაშინ მეც შენთან ერთად გადმოვხტები.
-რას აკეთებ გაგიჟდი? გადადი, ვიკივლე, როგორც კი ბიჭი ჩემს გვერდით გაჩნდა.
-დემნა გავაშელი, ხელი გამომიწოდა და გამიცინა.
-რამე დაგიშავე?
-ჯერ არაფერი, თუ გადახტები მაშინ დამიშავებ, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ კარგი? ეხლა გადმოხვალ აქედან და მხოლოდ 1 დღეს მომცემ, იმისთვის რომ სიცოცხლე შეგაყვარო და ეს გადაგაფიქრებინო.
-რომ ვერ მოახერხო?
-მაშინ ხვალ ჩემი ფეხით მოგიყვან აქ და კაცობას გეფიცები, უფლებას ის გააკეთო ,რასაც საჭიროდ ჩათვლი.
-კარგი,დაბნეული დავთანხმდი და უკან გადმოვბობღდი.
-წამოდი, სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ და მეც დასჯილი ბავშვივით უკან ავეკიდე.მივყვებოდი უცნობ ადამიანს და ნათლად ვიაზრებდი რა უსუსურია ადამიანი, როგორ ვებღაუჭებით ხავვს გადარჩენისთის.
განა არ ვიცოდი, რომ სისუსტის ერთერთი გამოხატულებაა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო. უბრალოდ დგება მომენტები, როცა გამოსავალს ვეღარ პოულობ, როდესაც სუნთქვაც კი გიჭირს და ტკივილი, რომელიც მთელ შენს სხეულს იპყრობს, ათასს სისულელეს გაკეთებინებს.
-შეხედე.აზრზე მისმა ხმამ მომიყვანა.
-აქ რა გვინდა? ხმა ჩამივარდა ნერვიულობისგან.
-წამოდი, ისევ ისე ცივად მომმართა და შენობაში პირველი შევიდა. რატომღაც მეჩვენეოდა, რომ არარეალური პიროვნება იყო, საოცრად ლამაზი ლურჯი ფერის თვალები ჰქონდა და სევდიანი გამოხედვა.
-აი ესაა ტრაგედია თაია,მიმანიშნა პალატისკენ და მეც მის მზერას თვალი გავაყოლე. გიგირძვნიათ, ოდესმე უჰაერობა? გულში საშინელი ტკივილი? ხოდა მე ეს ორივე, ერთად დამატყდა თავზე, ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილების წინ ვიდექით.
-ღმერთო, ეს.
-ხო თაია ესაა, ის რისთვისაც ეს ბავშვები იბრძვიან და რასაც შენ წამის წინ უპრობლემოდ თმობდი, დავიჯერო განსხვავებას ვერ ხედავ? დავიჯერო ამდენად ვერ დააფასებ იმ ბედნიერებას რომ სუნთქავ? შეხედე, ესენი მხოლოდ იმისთვის, რომ დილას თვალი გაახილონ, რამდენს იტანენ. იმ სიცოცხლეს ებღაუჭებიან, თურმე შენ რომ მოგბეზრდა. შენ ადამიანო ,ვინ მოგცა მაგის უფლება ასე ეხუმრო სიკვდილს? იცი მაინც რამდენს უკვდება აქ შვილი? მიდი, დაუთმე ვინმეს ეგ შენი უბადრუკი სიცოცხლე.მაინც ვერ აფასებ.
-გეყოფა გთხოვ, საშინელმა უჰაერობამ შემომიტია და გიჟივით გავვარდი გარეთ. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ისტერიკულად ავტირდი.
-მომწონს, შენში ადამიანი იღვიძებს. აგრძელებდა ჩემს წვალებას.
-შემეში გთხოვ, ნეტა საერთოდ არ მივსულიყავი იქ.
-მართალი ხარ, ნეტა საერთოდ თავში, აზრადაც არ გაგევლო ეგ ყველაფერი, იქნებადა იმედის სხივი ხარ ვინმესთვის? ამაზე არ ფიქრობ? განა რა მოხდა ასეთი შენს ცხოვრებაში?
-3 თვის წინ დედა დავასაფლავე, რომ იცოდე,როგორ მიჭირს.
-დავიჯერო დედა მოგიწონებდა ამ სილაჩრეს? დაგიჯერო ენდომებოდა ასე დაგემთავრებინდა?
-გთხოვ, წადი.
-წავალ, თაია წავალ, რომც მთხოვო ვერ დავრჩები შენთან, ადამიანი იბრძვის სიცოცხლისა და უკვდავებისათვის.ტკივილი და განცდები მხოლოდ უბიძგებს მას სიცოცხლესა და უკვდავებაზე.ბოროტებათაგან უსაშინლესი - სიკვდილი , ჩვენ სრულიად არ გვეხება,როცა ჩვენ ვართ,სიკვდილი არ არის,ხოლო როდესაც სიკვდილია,ჩვენ აღარ ვართ. ასე რომ,იგი სრულებით არ ეხება არც ცოცხლებს, არც მკვდრებს,რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს,მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ. კარგად დაიმახსოვრე ეს ყველაფერი თაია, წავალ და იცი რატო? დანამდვილებით ვიცი, თავს აღარ მოიკლავ, ამის უფლებას სინდისი არ მოგცემს, აი იქ ვცხოვრობ, ხელი გაიშვირა პირდაპირ მდგომი კორპუსისკენ და მომეჩვენა, რომ რაღაც მანიშნა. ხშირად ვხედავდი აქაურობას, სიკვდილს და შიშს, დამიჯერე ცუდი ფერი აქვს. ხელები სახეზე ავიფარე და ისევ ტირილი ამიტყდა.ვერ გეტყვით, რას ვტიროდი, საკუთარ უსუსურობას, თუ იმას. რომ დემნა მართალი იყო, საგრძნობლად გაიწელა სიჩუმე და თავი წამოვყავი, ის აღარ იყო. გიჟვით მიმოვიხედე ირგვლივ და იქვე მდგომ ქალს ვეცი.
-აქ რომ ბიჭი იყო სად არის?
-აქ ბიჭი არ ყოფილა, არანაკლებ გაოცებულმა მომმართა და გზა განაგრძო თავის ქნევით.
განადგურებული მივედი სახლში და საწოლზე ემბრიონის პოზაში დავწექი. წამით არ შემშრობია ცრემლი.რა მტკიოდა ვეღარ ვარკვევდი, ის კი დანამდვილებით ვიცოდი აუცილებლად უნდა მენახა. უკვე მჭირდებოდა,
დილით ისევ ხიდზე წავედი, მაგრამ უშედეგოდ არ გამოჩნდა.ბოლო იმედად კლინიკა დამრჩა, გაუბედავად ავიარე საფეხურები ამჯერად მის გარეშე,მაგრამ დამეფიცება მის სიახლოვეს ვგრძნობდი.
კიდევ ერთხელ, შემზიზღდა თავი პატარების შეხედვარეს და უარესად დათრგუნულმა დავტოვე კლინიკა.
-სად ხარ სად?
გონებამ წინა საღამოს ყველა დეტალი შემახსენა და სწრაფად გადავიტანე მზერა მის კორპუსზე, ბედნიერს ჩამეღიმა.
-გიპოვე.
სწრაფი ნაბიჯით გავემართე და ეზოში შეკრებილ ქალებს გავაშელის მისამართი ვთხოვე. კარგა ხანს ვიდექი კართან და ზარის დარეკვას ვერ ვბედავდი, რაღაც უცნაური ძალა კი შიგნით მითრევდა. ბოლოს ხელი ავწიე და ზარი დავრეკე, ვიგრძენი ,როგორ გამიოფლიანდა ხელის გულები.
-გისმენთ? აზრზე ბიჭის ხმამ მომიყვანა.
-მე, დემნას ნახვა მინდა.
-ვისი?
-დემნა გავაშელის.
-ვინ ხართ?
-მეგობარი, უთხარით, რომ მოვედი.
-ვერ ვეტყვი, სევდიანად ჩაეცინა ბიჭს და მანიშნა სახლში შევსულიყავი.
-სად არის?
- არ იცით?
-რა? ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა.
-დემნა 1 წელია, უკვე კომაშია, სწორედ გუშინ მოვაწერე ხელი, მისი აპარატის გათიშვას.
-რა? ხავილისმსგავსი ხმა ამომივიდა სხეულიდან და სავარძელში მოყვეტით დავეშვი, ეგ როგორ? წარმოუდგენელია.
-სამწუხაროდ, რეალობაა.
-რანაირად?
-გაგონილი გექნებათ, მაღლივის ხიდიდან ტროსით ხტომის შესახებ, არ გაუმართლა, გაწყდა.
-მისმინეთ, ხელები მიკანკალებდა, უბრალოდ ხვალ ნუ იზამთ ამას, ერთი დღე მაცადეთ, ძალიან გთხოვთ.
-არ ვიცი ვინ ხართ და რა გინდათ,მაგრამ მაქსიმუმ ,შემიძლია შუადღემდე გადავდო.
-ეგეც მეყოფა.
-რისთის?
-მისი გადარჩენისთის.
ყურადღება აღარ მიმიქცევია, მისი გაკვირვებული სახისთვის, სწრაფად გამოვვარდი სახლიდან და ტაქსს ხელი ავუწიე. დრო არ ითმენდა და მის თავს აუცილებლად წამართმევდა.სულ სირბილით გავიარე მთელი ხიდი, არსად იყო.
-დემნა, სად ხარ?
არსად ჩანდა, ნუთუ წავიდა? სულ ეს იყო? ასე უნდა დავუშვა რომ მოგკლან? სწრაფად გადავედი ხიდის იქით მხარეს და ძირს ჩავიხედე. თითქოს კადრები გაცოცლდა და ყველაფერი წამის სიზუსტით განმეორდა.
-შენ არ ისვენებ ხო?
-ისინი შენთვის აპარატის გათიშვას აპირებენ.
-ვიცი.
-მერე არფერს იზამ? გაკვირვებულმა გავხედე, მას კი სევდიანად გაეცინა.
-რა უნდა ვქნა?
-დაბრუნდი გთხოვ, უბრალოდ გაიღვიძე.
-როლები გავცვალეთ? ეხლა შენ მთხოვ სიცოცხლისთვის ბრძოლას?
-ხომ გინდოდა შემყვარებოდა? ეხლა თუ დამტოვებ მაშინ რა საჭირო იყო შენი გამოჩენა? გთხოვ დემნა უბრალოდ გაიღვიძე.
-რატო თაია რატო?
-მჭირდები, იმაზე მეტად ვიდრე გგონია, არ დამტოვო ასე არა, ყველაფერს გავაკეთებ გესმის? სიცოცხლის ფასადაც, რომ დამიჯდეს არავის მივცემ უფლებას აპარატი გამოგირთოს, ოღონდ მითხარი, რომ იმედს მაძლევ, მანიშნე მაინც, რომ დაბრუნდები და ხელსაც ვერ გახლებენ.
-რაც არ უნდა მოხდეს, დამპირდი, რომ არასდროს მოხვალ აქ.
-ძალიან რომ მომენატრო? ცრემლების დამალვა არც მიცდია.
-რამდნენი ხანია ,ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს, გთხოვ, არასდროს დაგავიწყდეს უსასრულობის კანონი. განზომილების, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ის ყველგანაა სიყვარულში, სიცოცხლეში და ჩვენს ურთიერთობაშიც კი.
-მჭირდები, გთხოვ.
-ვიცი, თაია ვიცი.,
გათენებამდე ვსაუბრობდით, ათას სისულელეზე უბრალოდ ვფიქრობ, ორივეს გვჭირდებოა ეს ყველაფერი. ადამიანს, რომელსაც სიკვდილი უნდოდა და მეორე ადამიანს, რომელსად არ უნდოდა, მაგრამ სავარაუდოდს დაიღუპებოდა. დილით ისევ ისე გაქრა, როგორც გამოჩნდა.დანამდვილებით ვიცოდი, სასწაული შეიძლება მომხდარიყო, ეს მისი უსასრულობა იყო, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად შევძლებდი ამ ყველაფრის შეჩერებას.
გაუბედავად ავიარე საფეხურები საავადმყოფოში და დერეფანში ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი.
-მოხვედი? გამიღიმა სევდიანად.
-შეიძლება ვნახო?
თავი ოდნავ დამიქნია და პალატამდე მიმაცილა. შიგნით შესული კანკალმა ამიტანა. პირველად შევეხე გაფითრებულ სახეზე და შუბლზე ვაკოცე, იმ დემნას მთელი ღამე ვისთანაც გავატარე ამ დემნასთან საერთოც არაფერი ჰქონდა. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.
-ოღონდ ეხლა გაიღვიძე, ოღონდ კიდე ერთხელ დამაჯერე სასწაულის და გეფიცები ისე შვიყვარებ სიცოცხლეს, როგორც შენ მასწავლე, ჩემთვის გააკეთე ეს ყველაფერი.
უცებ კარები გაიღო და პალატა თეთრ ხალათიანებით გაივსო.
-რა ხდება? ფეხზე წამოვდექი.
-აპარატი, უნდა გამორთონ, ვწუხვარ.
-ეგ როგორ? შენ ხომ დამპირდი? ჯერ კიდევ არის დრო
-გთხოვ, გამიგე.
-არა, არ მიეკაროთ, სწრაფად ავეფარე საწოლს, ის მკვდარი არ არის, გუშინ ჩემთან იყო, აუცილებლად დაბრუნდება, არ აქვს უფლება რომ არ გაიღვიძოს, გთოვთ მხოლოდ 1 საათი მომეცით.
-ბოდიში, მაგრამ ეგ შეუძლებელია.
-არაადამიანებო, ცხოველებო, არ მოკლათ, ცოცხალ ადამიანს, როგორ კლავთ? ვკიოდი და ექიმებს ვუძალინდებოდი.
უცებ ოთახში აპარატის გამაყრუებელი ხმა გაისმა და მივხვდი გადავრჩით. საოცრად ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა ცხვირში და შვებით ამოვისუნთქე. გაკვირვებული ექიმები ხან მე მიყურებდნენ და ხან დემნას სხეულზე მიმაგრებულ აპარატს, რომელიც გულის ცემის მომატებას და წნევის დარეგულირებაას აჩვენებდა.

მერე? მერე მოხდა სასწაული და დემნამ გაიღვიძა, დაპირებისამებრ შემაყვარა სიცოცხლე და 1 წელია უკვე ერთად ვართ, 12 თვეა ჩვენს უცნაურ ამბავს, ჩუმდა ვინახავთ და უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი, ისევ აქ ვდგევართ მაღლივის ხიდზე და გადასახტომად ვემზადებით, ესეც ისე საკუთარი შიშის დასაძლევად და კიდევ, ერთხელ იმის დასამტკიცებლად რომ ადამიანს უსასრულო შესაძლებლობები გააჩნია......


მადლობა.
მედეა ბარამიძე.... 9.03.2017....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent