მოგონებები
ყველაზე დიდი საჩუქარი რაც სიცოცხლემ სამყაროს უკვდავ კაცობრიობას აჩუქა, ეს არის განვლილი წარსულის წუთები, რომელიც არასდროს შეიცვლება, რომელსაც ვერავინ უღალატებს და რომელიც ადამიანის მეხსიერებაში სურვილისამებრ დარჩება და იცხოვრებს მის ყოველ სუნთქვასთან, ყოველი დამშვიდობებისას და მოკრძალებული მისალმებისას და მხოლოდ მზისფერ ღიმილს დატოვებს სევდიან სახეზე... ალბათ ამისთვის ღირს რომ ვილოცოთ და მადლობა შევწიროთ უფალს... ბედნიერების წუთები შეიძლება სამუდამოდ დაგვემშვიდობონ, მაგრამ ეს ხომ დასასრული არ არის, ისინი უკვდავები ხდებიან ჩვენს სულთან ერთად... პატარა ბავშვები დიდი წარმოდგენებითა და ოცნებებით დაცურავდნენ ცისარტყელის ღრუბლებში და ოდესღაც ჩვენი ადგილიც სუფევდა იქ... დიდი სიყვარული მხოლოდ ბედნიერი ღიმილით უჩქარებდა გულს სუნთქვას... და ოდესღაც ის გული ჩვენ გვეკუთვნოდა... დროს ძალუძს გაახმოს ადამიანის სხეული... დროს ძალუძს მოკლას გრძნობები.. დროს ძალუძს სიცოცხლე წაართვას ადამიანს, მაგრამ დრო ვერასდროს შეცვლის მოგონებებს,არსებობს ბევრ კითხვაზე პასუხი, არსებობენ ანგელოზები, უცვლელი დღეები და წამიერი შეგრძნებები. შეიძლება შენ თქვა წავედიო, შეიძლება მე იმ გრძნობამაც მიმატოვოს, რომელსაც უყვარდა შენი თითები, შენი სხეული, შენი თმები. მაგრამ მე ხომ მაინც ვიგრძნობ რომ აქ ხარ, როცა მომინდება დაგინახავ, როცა მომინდება ხელს ჩაგკიდებ, როცა მომინდება ჩაგეხუტები. მე ჩემს პატარა თვალებთან ერთად წარმოდგენას გავხდი რეალურს და მე და შენ ღამეებს გავათენებთ მთვარიან სიცივეში. დრო მხოლოდ უკვდავ მოგონებებს ვერ წამართმევს, ამიტომ მე ყოველთვის მეყვარები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.