ტ(კივილი)
და რა არის ტკივილი?! კანი რომ გტკივა , სულს რომ გრძნობ . თვითოეულ კაპილარს ვენას და სისხლის წვეთებს რომ გრძნობ სად ჩაიარეს სად დატოვეს კვალი და სად შეწყვიტეს არსებობა... ადრეუფრო ხშირად ვწერდი... ყოველ დღე ვწერდი, ხან თავი მტკიოდა და ხან გული, მუზა ისე მოდიოდა , რომ ნეკნებს მიმტვრევდა , სარქველებს მიკეტდა და დიდი სირთულიდ ყვირილის მსგავსად ყელიდან ამოდიოდა. მერე მითხრეს , რადგან დამწყები მწერალი ხარ ასე იცის ხოლმეო.... იმდენი ემოცია მოგაწვეა ზან გატირებს და ხანაც გაცინებსო.... მეც ვათენებდი ღამეებს, ველოდი ჩემი პატარა როდის დაიძინებდა რომ საუთოვებელზე სასწრაფოთი ამენთო მბჟუნტავი ,,ნაჩნიკი" რომ მთელი ჩემი ემოცია ვენებიდან პირდაპირ ურცელზე ამომეგო და მთელი ძალით დამეყარა. იქამდე ვწერდი სანამ სათითაო ძვლის ტკივილი არ შემაწუხებდა . წელში გაშლისას რამოდენიმე ტკაცი ტკუცი , მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს ვიზელდი , კალმს ტრისაგან თითი დეფორმირდებოდა და ვცილობდი კანზე კუთხე მომეშორებინა, მერე ისევ ვწერდი..... ვწერდი ..... და კიდევ ვწერდი .... ვწერდი ნერვიულად.... მფიტავდა მაგრამ მინც ვწერდი... მინდოდა ჩემი ფანტაზიები ჩემი ოცნებები ამით გამეცოცხლებია და როგორც კი ვწვებოი მაშინვე გულმოსული ვიწყებდი ქვითინს , პირზე ხელ აფარებული სხეულის ცახცახით ვიჯერებდი გულს და მერე თუ პანიკურ ისტერიაში გადავიდოდა , რაც ძალი და ღონე მქონდა მარჯვენა ხელის მაჯას ვკმენდი.... და რატო იცით ?! სული იმდენად მეწვოდა იმდენად მტკიოდა ყურადგების გადატანა მინდოდა სხეულის ტკივილზე მაგრამ ეს არ მშველოდან ..... სულზე დიდი ლაქები მრჩებოდა სამუდამოს , ხელზე კი ორკვირიანი პატარა წრიული ჩალურჯებები... ნაწერებს საგულდაგულოდ ვმალავდი, არ მინოდა ჩეს სივრცეში ჩემს პირად სამყაროში ვინეს ჩარევა, ვინმეთი დაბინძურება.... თუმცაკი არ გამომივია. პირველად როცა მშობელმა დედამ გადაშალა ჩემი ნაწერები და პირველი სამი გვერდი წაიკითხა , დასკვნაც გამოიტანა ,, გიჟპოეტობაღა გეკლდა" და რადგანაც იმ დროისთვის ქმარს გაშორებული თვრამეტი წლის ხელში ,, აჩრილი" ერთი წლის ბავშვით , გოგო ვიყავი დიდი დისკუიის შემდეგ ... მოიფიქრეს რომ თუ შერიგება მინდოდა საჭირო არ იყო თავი მეტანჯნა წერით.. მაგრამ მეცმაინც ვწერდი .... ვწერდი..... ვწერდი ..... და ისევ შეუჩერებლივ ვწერდი... მერე მკითხეს ჩემდა გასაოცრად ... რა იყო ჩემი მუზა.... ტკივილი თუ უსაზღვრო ბედნიერება... აი მაშინ დავფიქრდი .... მე ვიცოდი რომ ეს უსაზღვრო ბეფიერება არ იყი... მაგრამ მარტო ტკივილი ამდენს არ დამაწერინებდა..... ლამის ერთ წელზე მეტი დამჭირდა ამ კითხვაზე პასუხი რომ გამეცა.... და აი მივხვდი... ეს არ იყო მხოლოდ ტკივილი.... ეს იყო იმედ გაცრუება, ეს იყო მიტოვება ეს იყო ღალატი .... ეს იყო განვლილი ბავშობის ტკივილ ნარევი წლები ... ეს იყო ნაადრევ ასაკში შექმნილი და უკვე დასანგრევად განწირული ოჯახი, თავისი მშობიარობით და მტირალი ბავშვით. ეს იყო სიყვარულის არ ცოდნა ... მაგრამ მე მაინც ვწერდუ..... კიდევ ვწერდი..... მაგრამ ბოლოს...... სულვილი შემექმნა რაღაც ღირებუკი სადღაც გაქრა..... იმდენად დამაბრმავა ტკივილმა ის უკე მუზა აღარ იყო .... ეს იყო სიბნელე .. რომელმაც შემიპყრო ... ჩემი მართვა დაიწყო და მე აღარ ვწერდი.... მე ვეღარ ვწერდიი.... და მე მივხვდი რომ ჩემიდან ვერ შედგა საამაყო შვილი, საუკეთესო და, საოცნებო ცოლი..... მისაბაძი დედა და რაც ყველაზე მეტად მტკენს...... ვერ შედგა მწერალი..... აი ეს არის ტკივილი გახლერჩილი , დანაწევრებული ადამიანისა... გულ ამოცლილი და სულ გალახური ... მტვრად დარჩენილი სხეულისა. N.Y |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.