უმისამართო წერილი
მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... შეცდომა დავუშვი... ძალიან დიდი შეცდომა... დაგკარგე... მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი ვერაფერს... ვერ ვხვდებოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის... ვერ შევინარჩუნე შენი სიყვარული... სამწუხაროდ... ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა იმ ტკბილი დროის უკან დაბრუნება... ნეტავ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს, რომ მეთქვა - „მეც მიყვარხარ... მთელი გულით... მთელი არსებით”... მენატრები... ცამდე... ვარსკვლავებამდე... რა რთულია არა მენატრებოდე და ვერ გხედავდე?! ყველაფერი ჩემი ბრალია და არც გსაყვედურობ, რომ წახვედი... მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მჭირდები... უშენოდ არავინ ვარ... ყველგან სიცარიელეა... ყველგან შენ დაგეძებ... ასე გრძელდება უკვე 2 წელი... ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანე ამ ორი წლის მანძილზე. არც ერთი დღე არ გათენებულა და არ დაღამებულა შენზე ფიქრის გარეშე... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... ყოველი წამისთვის გიხდი ბოდიშს... ყოველი გულისტკენისთვის... იმ დღისთვის გიხდი ბოდიშს, შენი ნაჩუქარი ვარდი რომ გადავაგდე... შენ მაშინ ცრემლიანი თვალებით წახვედი... წახვედი და მას შემდეგ არ მინახიხარ... ყოველი წამი მენატრება შენთან ნატარები... შენი თვალები... შენი ხმაც კი... მოსიყვარულე, სათნო ხმა... სულში რომ სწვდება ადამიანს... უშენოდ ყველა წუთში ბოლო წამი მაკლია... უშენოდ შემოდგომის იმ უმწეო ფოთოლს ვგავარ, ხეზე ძლივს რომ იმაგრებს თავს... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... მონატრებაზე საშინელი არაფერია... გრძნობ როგორ გინადგურდება ფსიქიკა... როგორ გეშლება მუჭისოდენა გული ნაწილებად... ჩემს თავს ხშირად ვეკითხები, ნეტავ ის თუ ფიქრობს ჩემზე... ნეტავ კიდევ თუ ვუყვარვარ... მოულოდნელად რომ გამოვეცხადო და ვუთხრა, რომ მჭირდება.... ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ნეტავ რას მეტყვის-მეთქი? მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები, სამწუხაროდ, არ არსებობს... ვერ მოვალ შენთან ჩემო სიყვარულო... ვერ გავბედავ... ან როგორ უნდა მოვიდე? რა გითხრა? მაპატიე ასე, რომ გატკინე გული, სიცოცხლის ხალისი რომ დაგიკარგე, უბედური რომ გაგხადე-მეთქი? არა, ამას ვერ ვიზამ… მეორედ ვეღარ გატკენ გულს ჩემო სიყვარულო... ისევ გულით უნდა ვატარო შენი მონატრება... შენი სიყვარული... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... ნეტავ როგორ ხარ ახლა... რას გრძნობ... ალბათ უკვე აღარ გახსოვარ... ალბათ გადამიხალისე... შეიძლება სხვაც კი გიყვარს... და არ მინდა ამის გაგება... არ მინდა ვიცოდე, რომ სხვასთან ხარ... არ მინდა ვიცოდე, რომ სხვას ეფერები... არ მინდა ვიცოდე, რომ სხვას კოცნი... არ მინდა... გულმა ისედაც საკმარისი განიცადა და არ მგონია, რომ ამასაც გაუძლოს... მიყვარხარ... შემიძლია ეს სიტყვა უსასრულოდ გიმეორო და უბრალოდ არ მომბეზრდეს... არ დავიღალო შენი სიყვარულით... არ დამღალოს იმის შეხსენებამ, რომ მიყვარხარ... საკუთარ თავზე მეტად... უსასრულოდ გიმეორებ, თუკი მეცოდინება, რომ შენ არ მოგბეზრდება ჩემი სიყვარული... არ მოგბეზრდება იმის შეხსენება, თუ როგორ მიყვარხარ და არ მოგბეზრდები მე... ოღონდ ვიცოდე, რომ შენ არ დაიღლები... ისევ დაბრუნდები... ისევ მეტყვი, თუ როგორ ძლიერ გიყვარვარ და გჭირდები... ისევ ჩამეხუტები და ისევ მივაყურადებ შენს გულის ფეთქვას... ოღონდ ვიცოდე... გეფიცები არ გამიჭირდება შენს გამო სიკვდილი... ოღონდ შენ მყვადე... ოღონდ შენი იყო ჩემთან და ყველაფერს ავიტან ქვეყნად... ყოველგვარ გაჭირვებას... ყოველგვარ ტკივილს... ალბათ იქნება მომენტები, როცა ჩემით დაიღლები და წასვლა მოგინდება... ან ჩემზე გაბრაზდები... მაშინ მე ცოტახნით გაგერიდები, რომ არ გაგაღიზიანო... წავალ და პატარა კუთხეში ვიჯდები, იქამე სანამ შენ არ მოგინდება ჩემთან მოსვლა და ჩახუტება... !!! გახსოვდეს ეს ღრმა გრძნობები არასდროს განელდება... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... მონატრება მკლავს... ვფიცავ ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ რა ვუყო უშენობას? როგორ გავუძლო უშენობას? ჩემო მონატრებავ... ჩემო სიყვარულო... მიყვარხარ... მენატრები... და ამ გულს რა ვუყო არ ვიცი... დრო ვერ კურნავს უშენობის ტკივილებს... ჩემო სიყვარულო... შენი ბოლო სიტყვების გახსენებაზე ყოველდღე ვკვდები... მერე ხელახლა ვიბადები, მაგრამ რად მინდა ასეთი დაბადება, თუკი ჩემთან არ იქნები? „იცოდე ინანებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან იქნება“ - ეს მითხარი ბოლოს და წახვედი... წახვედი და იმის შემდეგ გელოდები... თურმე მართალი ყოფილხარ.... ძალიან, ძალიან ვნანობ... ვნანობ რომ არ მოგისმინე... მიყვარხარ... ცამდე და ცის იქით... ღმერთამდე... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... ყოველი წამი მენანება უშენოდ... ყოველი ამოსუნთქვა მახსენებს, რომ უბრალოდ ვსუნთქავ და არა ვცოცხლობ... ვეცადე... ბევრი ვეცადე დამევიწყებინე, მაგრამ ამაოდ... ვეცადე სხვაში მეძია შენი თავი, მაგრამ რატომღაც არ მეორდები... ყველაფერს გამოვასწორებდი რომ შემეძლოს... მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატება ჩემო სიყვარულო... არ მაქვს ამდენი ძალა... მიყვარხარ... მენატრები და უიმედოდ, მაგრამ მაინც გელოდები... გათენდა... კიდევ ერთი უშენო დღე... დავდივარ ქუჩებში და ვხვდები, რომ შენ არავინ გგავს... შენნაირი არავინაა... ვაგრძელებ ცხოვრებას ( თუ ამას ცხოვრება ჰქვია ) ქალაქში, სადაც სრულიად მარტო ვარ... იმ დღიდან, როცა გავაცნობიერე, რომ სამუდამოდ დაგკარგე, მივხვდი, რომ გათენდებოდა დილა და ამ ქალაქში მარტო გავიღვიძებდი... უშენოდ... ვიცოდი, რომ აღარ დამელოდებოდი სახლთან, აღარ მომიტანდი გვირილებს და აღარ მეტყოდი, რომ ძალიან გიყვარვარ... მახსოვს ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად გვირილები მიყვარს-მეთქი. იმდღიდან ყოველდღე მოგქონდა ჩემთვის „ანგელოზის ღიმილი“ - როგორც ეძახდი შენ... ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ შენ აღარასდროს მაჩუქებ გვირილებს... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... ვიცი, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს დაბრუნდები უკან... მაგრამ ვერ ვუძლებ... უშენობა მტკივა... მინდა მთელი ხმით ვიყვირო... ისე, რომ ჩემი ხმა მთებს ძრავდეს... დაბრუნდი რაა... ძალიან გთხოვ... აღარ მინდა უშენოდ... მაინც გელოდები... ყველაფრის მიუხედავად... მჯერა და იმედს არ ვკარგავ... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... იცი, ყოველდღე ვიხსენებ ჩვენს პირველ ჩახუტებას... შენ შუბლზე მაკოცე, მე ვეღარ მოვითმინე და ხელები მოგხვიე... ძალიან მაგრად მოგხვიე... არ მინდოდა შენი გაშვება... მერე შენც შემომხვიე ხელები და გულში ჩამიკარი.... ერთმანეთის გულის ფეთქვას ვგრძნობდით... ერთხანს ჩუმად ვიყავით ასე, ჩახუტებულები... „ არასდროს ვიჩხუბოთ რაა, ძალიან გთხოვ... სულ ასე ვიყოთ... მხოლოდ ორნი... მე და შენ... გინდა“? - ეს მკითხე ისე, რომ არ განვძრეულვართ. – „მინდა“ - გითხარი და უფრო ძლიერად ჩამიხუტე... მე ასე ძლიერ არ მყვარებია და არც არავინ მეყვარება ქვეყნად... ამდენი დრო გავიდა, მაგრამ ისევ მენატრები და ისევ მაკლიხარ... სულ შენზე ვფიქრობ... სხვა არაფერი არ არსებობს ჩემთვის... მე შენ მიყვარხარ, დამიჯერე რა... ჩემს ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ვგრძნობ და როცა მეკითხებიან - „როგორ ხარ?“, ინსტიქტურად ვპასუხობ - „კარგად“ და ასე ერთსა და იმავე ტყუილში ვეფლობი, იმიტომ რომ არ ვარ კარგად... უშენობა მტკივა სიყვარულო... თავის დროზე ვერ დაგაფასე... თავად ვრევ ჩემს ცხოვრებას და ვის რა დავაბრალო? ვისაც უყვარს, მას სჯერა კიდეც... ჰოდა მეც მჯერა, მართლა მჯერა, რომ ერთხელ აუცილებლად დაბრუნდები, არაამქვეყნიური სიძლიერით ჩამეხუტები და ისევ მეტყვი, რო უჩემოდ არ შეგიძლია... რომ იცი რომ არ მოვა, მაგრამ შენ მაინც ელოდები, აი ეს მგონია ნამდვილი სიყვარული... ჰოდა მეც გელოდები... იმედს არაფრის დიდებით არ დავკარგავ, რადგან ხომ გაგიგონია სწორედ იქ, სადაც დღეს შენ ფიქრობ რომ დასასრულია... შეიძლება იწყებოდეს მთელი შენი ცხოვრება... იცი რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშინელი? ის, რომ საბოლოოდ ყველაფერს ეჩვევი... ჰოდა მეც შევეჩვიე... უშენობას შევეჩვიე ჩემო სიყვარულო... მე ახლა შენი წარსული მქვია... ის წარსული, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყავი... მე წარსულშიც მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ და მომავალშიც მეყვარები... სულ... სულის გავლით გულამდე... ბოლო წუთამდე... გახსოვს სამსახურში ლექსებს რომ მიგზავნიდი? ახლაც ვინახავ მათ და ყოველ წაკითხვაზე თვალზე ცრემლი მადგება, რადგან ახლა ვხვდები როგორი ძვირფასი დრო იყო, როცა ჩემთან იყავი... დაგკარგე ჩემი სიამაყის გამო... და შენ პირობა შეასრულე, აღარ დაბრუნდი... გელოდები... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... მგონია, რომ მოხვალ... თუმცა ვიცი შენ აღარასდროს იფიქრებ ჩემზე... ხანდახან თუ გაგახსენდები და ალბათ და ისიც ისე, წამოგიქროლებს ჩემი სახე ნიავივით თვალწინ. ბევრი ვიტანჯე და ბოლოს მგონი დაგივიწყე... ნუღარ მოხვალ, ნუღარ გამიხსენებ, ნუღარ მომაგონებ შენს თავს, თუმცა არასოდეს მავიწყდები... ისევ ვიტანჯები უაზროდ... მე ისევ მახსოვს ჩვენი პირველი „პაემანი“. გახსოვს?! ჩვენი სეზონი იყო, შემოდგომა, როცა ხეზე ფოთოლი ვეღარ იმაგრებს თავს... შენ მომწერე სამსახურის მერე ჩვენს ადგილას დაგელოდებიო. მაშინვე მოუთმენლობა ვიგრძენი... ერთი სული მქონდა როდის გნახავდი... ჩამიხუტე და ასე ვიდექით ორივე, ჩახუტებულები, ისე, რომ არცერთი არაფერს ვამბობდით... და სწორედ ეს სიჩუმე იყო ყველაფერი... სიყვარულიც... მონატრებაც... და ცოტათი სიგიჟეც... მიყვარხარ... უშენოდ არ მინდა... მჭირდები... ნუთუ ის თვალები, ასეთი სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე რომ მიყურებდა, ახლა სხვას ჰმონებს... შეიძლება კვლავ ჩემზე ფიქრობს, მაგრამ ეჭვნარევად... მე მელოდება, მაგრამ უიმედოდ... თუ მოგენატრე... ძილში ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და სიზმრად ჩემს ჩუმ სუნთქვას იგრძნობ... თუ მოგენატრე... თვალდახუჭული რომ იყო, მაინც მოვა შენთან ჩემი ლანდი... თუ მოგენატრე... მხოლოდ მინატრე... მინატრე და გპირდები, რომ აუცილებლად მოვალ... ჩემო სიყვარულო... ჩემი თვალები დღემდე შენს თვალებს ეძებენ...თუმცა იციან რომ ამის უფლება კარგახანია დაკარგეს... ახლაც ჩამესმის შენი სიტყვები, სანამ წახვიდოდი: „გაპატიე ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრისა... მიუხედავად იმ გულისტკენისა... მე ხომ არ შემიძლია საყვარელ ადამიანებზე გაბრაზება... ბედნიერებას გისურვებ“-ო და წახვედი... მაშინ მეგონა, რომ დაბრუნდებოდი, თუმცა, შევცდი... მაპატიე, რომ ისევ მიყვარხარ და გელოდები... მხოლოდ ახლა მივხვდი, ამ ქვეყნად სხვა თუ არაფერი, იმიტომ ღირდა ცხოვრება, რომ ერთხელ მაინც მეთქვა – “მიყვარხარ”... მე დღეს უფრთოდ დარჩენილს ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე, შენთვის ვერ ნათქვამი ყოველი სიტყვის მონად ქცეულს, სიშორე ვერა და ვერ გადამიტანია... ჩემგან ვერა და ვერ გამიშვიხარ... ვერა და ვერ ვეჩვევი იმ მარტოობას, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ვერ შემივსებს და დამიფარავს... თითქოს რა მარტივია არა ყველაფერი?!... რა ცოტაა საჭირო… სამ პატარა სიტყვას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს... ერთი ადამიანის ღიმილმა შეიძლება სიხარული მოგგვაროს… ერთმა ჩახუტებამ შეიძლება საოცრად დაგამშვიდოს... ერთმა კოცნამ ყველაფერი დაგავიწყოს… მაგრამ საკმარისია კი? გამოხატავს სამი სიტყვა გრძნობის მთელ სიღრმეს? იცი, ის ჩემთვის სიყვარულზე მეტია... სამყაროზე მეტია... კი, შენ იცი და მიხარია, რომ მეც ვიცი... ვინმემ რომ მკითხოს, ასე ძალიან რატომ გიყვარსო, ვერ ვუპასუხებ... ან სიტყვებით როგორ უნდა ავუხსნა ეს გრძნობა იმ ადამიანს, ვისაც არც კი ჰყვარებია... განა შეიძლება სიყვარულის აღქმა, თუ თავად არ გიყვარს? სიყვარული ახსნას გაურბის... მისი განცდაა მხოლოდ შესაძლებელი... სიყვარული გაუგებარია და მაინც... ის ყველაფერს გასაგებს ხდის... იცი როგორ მინდოდა შენთან მოვსულიყავი და მეთქვა... ამდენი განშორება კმარა... შენც უჩემოდ ვერ გაძლებ-მეთქი... მაგრამ არ ვიცოდი... ისევ გიყვარდი? გინდოდი? გენატრებოდი? არ ვიცოდი... რამდენჯერ ვნახე ის ადგილი სადაც ჩვენ შევხვდით... იმ იმედით რომ სადმე იქვე ისევ გნახავდი... სკამზე დამჯდარი ველოდებოდი რაღაც სასწაულს, მაგრამ ამაოდ დამიღამდა... არსად არ ჩანდი... ხოო ვიცი, რომ გატკინე გული, მაგრამ კმარა... კმარა რამდენიც ვიტანჯე... ვეღარ ვუძლებ ჩემო სიყვარულო... როცა მიხვდები რა ძნელია უჩემოდ ყოფნა... როცა თავს მარტოდ იგრძნობ თუნდაც უამრავ ხალხში... და როცა მწარე მონატრება გაატანს სულში, ძებნას დამიწყებ... მაგრამ უკვე ვეღარ მიპოვი.... შენ ქარი იყავი... სწრაფად მოხვედი და თავდაყირა დააყენე ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში... შენ ჩემს სულში არსებული ყველა გრძნობის ავტორი იყავი... ჩემი ცრემლების ავტორი თვალებზე... ჩემი ღიმილის ბაგეზე... და ჩემი ტკივილის გულში... მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც მაინც იყო ნამდვილი... მაგრამ... მინდა რომ იმაზე მეტად შევძლო მიყვარდეს, ვიდრე ეს შენთან შევძელი... თვალებს ვხუჭავ და შენ გხედავ... ისევ შენ მიყვარხარ დებილო... ცოცხალსაც და მკვდარსაც... თუ მეღირსება უბრალოდ გაგება, რომ ისევ გიყვარვარ, მკვდრეთით აღვდგები... მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გითხრა: „მე შენ მიყვარხარ“... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.