შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

for valentine's day


14-02-2018, 02:22
ავტორი REMBRANDT
ნანახია 1 694

როგორც ცოფიანი ძაღლის, ისე რომ გვეშინია 14 თებერვლის :) არადა წეღან, მაღალ მაღალი აწოწილი ბიჭი ბავშვური სახით და ბოხი ხმით ,მაჯის საათს არჩევდა გაღიმებული . გვერდით მყოფმა მეგობარმა დაუწუნა არჩევანი.
ვარდისფერსამაჯურიანი საათი არ მოუწონა .
აწოწილი ბიჭი გამხიარულდა უცებ ,
-ჩემთვის კი არა მისთვის მინდაო .
მისთვის სურპრიზი აქვს სახვალიოდ ბოხხმიან, ბავშვურ სახიან, მაღალ -მაღალ ბიჭს ,
ის კი, ისიც საჩუქარს დაეძებს ალბათ სადღაც დიდი ყურადღებით . რაიმე ისეთ ,როგორიც ამ ბიჭს მოსწონს .
ხვალ 14 თებერვალია და ცოფიანი ძაღლივით რატომ გვეშინია ამ დღის ? ყოველი დღე სიყვარულისა უნდა იყოსო შეყვარებულთათვისო ,....
მერედა ვინ აგვიკრძალა სიყვარული დანარჩენ დღეებში ,მაგრამ ვარდისფერ სამაჯურიანი საათი რომ ყოველდღე აჩუქოს იმ ბიჭმა თავის რჩეულს, ციტა უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოჩნდება? :)
ხვალ ქუჩები ყვავილებით აივსება , ბოშა ქალები გამვლელ გამოვლელებს თაიგულს შესთავაზებენ .
ლამაზი იქნება ხვალ ქალაქი .
გაბუტული წყვილები შერიგდებიან .
ხვალ გაბედავენ გაუბედავნი მიყვარხარო-ს თქმას .
ატმოსფერო იქნება ისეთი ალანძული ,სიყვარულისფერი .
და შენც, შეყვარებულთა სიმრავლეს გისურვებ, ზურმუხტისფერო , ზღვისფერთვალება ,
თბილგულა და ლამაზო დედამიწავ



№1 სტუმარი სტუმარი Nita

გამეღიმა))ძალიან მსუბუქია მაგრამ იმხელა ემოცია მოდის იმდენად დიდი გრძნობა რაღა დამრჩენია იმის გარდა რომ ბედნიერება ზღაპრული სიყვარული და წარმატება გისურვო:-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

მჯერა რაშზე ამხედრებული რომეო მოდის ლურჯი ვარდებით ხელში შენთან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent