ისევ შენ...
ყოველ დღე ერთი და იგივე...ყოველდღე მსგავსი ისტორია,თითქოს განრიგივით მაქვს ჩამოწერილი.ვიღვიძებ შენზე ფიქრით, ვცდილობ გავიქარწყლო დარდი.დავდივარ უნივერსიტეტში,სადაც მეგობრებს ვხვდები და ვცდილობ მხიარული ვიყო.შეიძლება ეს მშველის კიდეც,მაგრამ რა ვუყო იმ სიჩუმეს,რომელიც ბოლოს მიღებს,ყოველ წუთს,როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები,შენ მახსენდები და ისევ სევდა შემომაწვება ხოლმე.ლექსს ან ჩანახატს ვწერ,იქნებ ცოტა გამიაროს ტკივილმა,მაგრამ ნაიარევი არ შუშდება,ის დღითიდღე უარესდება,თითქოს მისი განკურნების წამალი არ არსებობს.თითქოს გავიჭედე,ზღვაში შევედი და გავიჭედე,ნაპირზე ვეღარ გამოვდივარ.როდემდე უნდა ვატარო ეს საშინელი გრძნობა.8წელი გავიდა,და თითქოს გუშინ დაგინახე პირველად,როცა გულში ჩამივარდი.წლები გადის,მაგრამ არაფერი იცვლება.დრო იცვლება,შენ კი სამუდამო ხარ.არ ვიცი რას ვეჭიდები.ჩემს გულში სულ წვიმაა,მაგრამ როცა შენ გნახულობ შორიდან ცისარტყელა ამოდის ჩემთვის.თუმცა ახლა შენი ნახვაც აღარ მახარებს,ის სიხარული,რომელსაც შენი დანახვისას განვიცდიდი,ტკივილად გადამიქციე.შენი დანახვისას ამოდიოდა ჩემთვის მზე,შეიძლება ბევრი სისულელეც გამიკეთებია,მაგრამ ეს მხოლოდ შენდამი ზედმეტი სიყვარულის გამო.არ შემიძლია სხვას შევხვდე,მგონია შენ გღალატობ,უფრო სწორად საკუთარ თავს,შენთვის შეიძლება სულ ერთია მე რას გავაკეთებ.შენ გარდა ვერავის შევხედავ სერიოზულად,შენნაირსაც ვერ ვპოულობ,რადგან არავის გავხარ.ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი ჩემს ცხოვრებაში,შენი გაცნობით სიცოცხლეს აზრი მიეცა,მაგრამ შენ გაქრი,როგორც ცაზე ვარსკვლებიაგრამ ისინი ღამე ისევ ჩნდებიან,შენ კი აღარ ბრუნდები.გაქრი,მაგრამ კვალი დამიტოვე სევდის სახით და ამ დარდს ვეღარ ვიშორებ.ალბათ მოვკვდები იმ დღეს,როცა ცოლს მოიყვან და უფრო მეტად მეტკინება გული,როცა თქვენს შვილს დავინახავ.იმ დღეს საბოლოოდ გავნადგურდები.იმდენად მატკინე გული,რომ შეიძლება არც მიგიღო,თუ დაბრუნებას გადაწყვეტ.ემი სიამაყეც არ მომცემს მაგის უფლებას.მე შენ 8 წელი გიცადე,8წელი.თითქოს გზაზე გავიჭედე,წინ მივდივარ,მაგრამ უკან რაღაც მექაჩება,არ მიშვებს და თან არც ვუნდივარ...სწორედ ეს გაუგებრობა მკლავს და მანადგურებს...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.