შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემეული...


20-02-2018, 16:51
ავტორი Blue_jeans
ნანახია 1 170

მსიამოვნებს ის ფაქტი,რომ შემიძლია გარემოს ვარდისფერი სათვალეებით ვუცქირო.ყოფილა მომენტები როდესაც ეს სივარდისფრე გაფერმკრთალებულა და ნაცრისფერი ელფერი გადაკვროდა ყველაფერს თუმცა მცირე დროით.ახლა კი ყველა ვარდისფერთან მიახლოებული ხილის ფერი მიყვარს:ატმისფერი,ჟოლოსფერი...როცა დაძაბავ გონებას და იაზრებ,რომ რაღაც შენი ნაწილი ისევ იმ ბავშურ წლებშია გაჭედილ,უბრალოდ ეს ფაქტი სასიამოვნოდ გეჩევენება და შენდაუნებურად გეღიმება.მოდიხარ სახლში დაღლილი,გონებრივადაც და ფიზიკურადაც,თუ სახლში მარტო ხარ და არავინ გელის ვინც დაღლილობას კიდევ დაგიმატებს უბრალოდ მოწყვეტით ეშვები ტახტზე,თვალებს ხუჭავ და ცოტახნით სხვა სამყაროში ეშვები.ამჩნევ,თითქოს მოგენატრა რამოდენიმე წლის უკანდელი საკუთარი თავი,იხსენებ ბავშურ უდარდელ პერიოდს,როდესაც ვარდისფერი იყო საყვარელი ფერი,როდესაც ბევრი თამაშის შედეგად მიდიოდი სახლში დაზიაებული და დედა გხვდებოდა თბილი მზერითა და მზრუნველი გამომეტყველებით,როდესაც ყველაფერი გაცილებით იოლი გეჩვენებოდა,როდესაც მთავარი საფიქრალი ხვალინდელი დღისთვის ის იყო,თუ რომელ თამაშს ითამაშებდი თანატოლებთან.
უხილავი ვარდისფერი სათვალე,რომელიც შეგიძლია მოირგო ისე რომ არ დაგჭირდეს იმაზე ფიქრი მოუხდება თუ არა რომელიმე ტანისამოსს.ეს არის სათვალეები,რომელიც მიდის ყველანაირ ჩაცმულობასთან და მრავალი წლის მერეც იქნება „მოდაში“.სულ თან დაგაქს და შეგიძლიან შენთვის სასურველ მომენტში მოირგო თვალებზე,ზოგი ამ სათვალეებითაც კი გადაადგილდება სწორედ მათ თვალებში შეგვიძლია დავინახოთ მოკიაფე ვარსკვლავები და ბავშური,გულუბრყვილო მზერა...ნუ გადავაადგილდებით შავი სათვალეებით და ამ ისედაც განაცრისფრებულ,გაღვიავებულ სამყაროს უფრო ნუ შევუწყობთ ხელს გაფერმკრთალებაში.ვისურვებდი ყველას ევლო ვარდისფერი ოცნებებითა და ფიქრებით.მაშინ კი ყველაზე ადვილი იქნებოდა,უბრალო მოქალაქისთვის მომღიმარი სახით შეხედვა და ამ ღიმილის გაზიარება მისთვის.




პ.ს იმედი მქონდა ვინმე მაინც გამოთქვამდა წაკითხულის შესახებ აზრს,თუმცა აქაც ჩემი თავისთვის ვტვირთავ:)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent