შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაკუნი


20-02-2018, 23:43
ავტორი Judi
ნანახია 1 075

დანგრეულ შენობებს სიძველის სუნი აქვთ, მარტოობის განცდას დაატარებენ და მათში მომწყდეული ჰაერიც სუნთქვის ნაცლად სულს გიხუთავს ... დაბზარული კედლები და ადამიანის ნაოჭები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.. ორივე მათგანში ისტორიათა აურზაურია.. მოგონებების ნაპრალებია ბზარებიცა და ნაოჭებიც.. ცხოვრების ავ-კარგობის შემახსენებლები.. ყველა მოვლენასთან, ნივთთან, სიტყვასთან, ყველაფერთან შეიძლება გააიგივო ადამიანი..ყველაფერია და შეუძლია ისე გაქრეს თითქოს არასდროს არაფერი, არავინ ყოფილა.. ისიც შეუძლია სამუდაოდ ამოქარგოს საკუთარი სახელი საუკუნეებში...ადამიანი და ბუნება ერთნაირად ცვალებადია..ალბათ ამიტომ ვამბობთ ხშირად, როდესაც ადამიანებს ტკივილი, დიდი ტრაგედია შემოეკვრებათ გარს და თან წვიმს..ბუნებაც ადამიანთან ერთად გლოვობსო.. ან იქნებ თავს ვიმშვიდეებთ და ვცდილობთ ამ უზარმაზარ სირცეში ჩვენი დანიშნულება, მნიშვნელობა ვიპოვოთ...
დღესაც წვიმს. დღესაც ამინდში ის სიცივე იგრძნობა რაც ადამიანებში.. ურთიერთობებთან ერთად დღეებიც ცივდება. სხეულთან ერთად კვირტებიც იყინება.
შუაღამეა. გულის აჩქარებულმა ბაგა-ბუგმა გამომაღვიძა, რომელიც კარზე გაუთავებელმა კაკუნმა შეცვალა. თვალები გავახილე, სულ ტყუილად, გარშემო კომფორტტულად მოწყობილ სიბნელეში არაფერი ჩანს. ხელების უმისამართო მოძრაობით ვცადე სინათლის ანთება, თითქოს სინათლემაც სცადა თითოოროლა წამით სიბნელეზე გაბატონება, მაგრამ ბნელი სულზე შემოეხვია და გასაქანი აღარ მისცა. ნათურა დაიბზარა და საბოლოოდ ვეღარ გაუძლო, გატყდა.. ადვილია დანიშნულებას გადაუხვიო,ადვილია დანებდე, ვიცი, გამომივლია და დავნებებულვარ. ზაფხული. ზღვა. ფიქრები და მზის სხეულზე მოთამაშე სხივები. ტალღების ყურებით გართულმა ხელის კვრა ვიგრძენი. მერე, მერე იყო წამი და წყლის ხელებში მომწყვდევა. ცურვა არ ვიცი. ისევ უმისამართოდ ვიქნევდი ხელებს. ყველა წყლისგან თავის დაღწევის მცდელობაზე ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს. თითქოს ამას უკანასკნელად ვაკეთებდი და ისევ სიღრმისკენ მივექანებოდი. ისევ ის დაწყევლილი წამი. მე დავიღალე ჰაერთან ჩამღაუჭებით. მოვდუნდი,დავნებდი, თვალები დავხუჭე და მარცხს შევეგუე. ნელნელა შორდები წყლის ზედაპირს და სიღრმისკენ ეცემი. ვერაფერს გრძნობ და არაფერი გესმის. წყალი აკვნად გედება და გარწევს. სიკვდილის მელოდიით ღრმა ძილისკენ მიგაქანებს. და იყო დარტყმა, გამოფხიზლება. სიკვდილისთვის სიცოცხლისგან სახეში გალაწუნება. ტალღის და სხეულის შეჯახება. თვალის ზღვის ნაპირზე გახელა და ჰაერის ისევ ხარბად ჩასუნთქვა. ფილტვები წყლის მაგივრად ამ ჰაერით ივსება და ხვდები, რომ გადარჩი, მაგრამ სამუდამოდ შემოუშვი შენში შიში.. შიში წყლის. შიში დანებების.
კარზე კაკუნი არ წყდება. ვარაუდით გავიაირე ოთახიდან კარამდე დერეფანი. კარი გავაღე. არავინ იყო. მხოლოდ სიბნელე, სიცარიელე და ჰაერის ნაკადი, რომლის სახეზე შეხებაც ვიგრძენი.გარეთ გავედი. არვიცოდი სად მივდიოდი. ჯერაც არ გადაეფრინა გარიჟრაჟს. ერთერთი სახლის კარი ღია იყო. მიცვალებული ესვენა და თითო ოროლა ახლობელი მასზე სასიამოვნო მოგონებებ იხსენებდნენ. თავდახრილი ლამპიონები ძლივს ბჟუტავდნენ, თითქოს სულს ღაფავდნენ. ღამე მათთან ერთად უთევდა მიცვალებულს.
მეორე სახლში ახალშობილის ტირილი ისმოდა. ოთახში შუქი აინთო, ძილბურანიდან ახლად გამოქცეულმა დედამ მიირბინა საწოლთან. ბავშვი გაჩუმდა. სინათლე ჩაქრა.

კატამ გამირბინა მას ძაღლი მისდევდა და ძაღლს პატრონი. გაუთავებელი სირბილი ჩვენზე ძლიერისგან გაქცევა. შიში დაჭერის , დანებების, მომავლის. შიში ვერ გადარჩენის.
მეც გავიქეცი. არვიცი რატომ ან ვისგან. გაუჩერებლად გავრბოდი. თითქოს ჩემი ყველა შიში უკან მომსდევდა და სადაცაა ხელს წამავლებდა, მომიმწყვდევდა და გამჭ....ტდა. ფერფლად მაქცევდა.
ადამიანები ყოველდღე გავრბივართ რეალობისგან. თვალს ვერ ვუსწორებთ ვერაფერ იმას რაც ჩვენზე ძლიერია. ტყუილისა და შიშის აბლაბუდებს ვაბამთ და ჩვენვე ვიხლართებით მასში. გვეშინია იმის აღიარების, რომ ჩვენ ყველაფრის გვეშინია.
სახლში დავბრუნდი. გათენებულიყო. აღარც კომფორტულად მოწყობილი სიბნელე ჩანდა. ღამეც დანებდა და ახლა სინათლე მოეწყო მის ადგილას. ბრძოლა სიბნელესა და სინათლეს შორის დაუსრულებელია. ხან ერთი იმარჯვებს და ხან მეორე. ადამიანსა და შიშებს შორის ბრძოლაშიც ასეა. სიკვდილსა და სიცოცხლის ბრძოლაშიც. არც ომს ჰყავს როდესმე გამარჯვებული. წასვლისას ის ყველას ისეთად ტოვებს, რამდენადაც თავად გაუძლეს და შენარჩუნდნენ. სულიც იმდენად გებზარება, სახეც იმდენად გინაოჭდება, კედლებში ნაპრალებიც იმდენად ჩნდება რამდენაც დავნებდებით, რამდენადაც შემოვუშვებთ ჩვენში იმ ყველაფერს , რისგანაც დღემდე გაუჩერებლად გავრბივართ .
თვალები დავხუჭე. რამდენიმე საათის წინ კი თვალებ გახელილი სინათლის ძიებაში ვიყავი, მაგრამ სიბნელის გარდა არაფერი იყო. ახლა თვალები სინათლისგან გასაქცევად დავხუჭე. მერე იყო წამი. წამი სიფხიზლესა და ძილს შორის. გულის გაუჩერებელი ბაგა-ბუგი. კარზე კაკუნი. ისევ არავინ და ყველა. ფიქრები, სიტყვები, გამოცანები, თავსატეხები და მე.
ვიღაცამ წიგნი ისევ შემდეგ დღეზე გადაშალა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent