შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი


5-12-2016, 20:48
ავტორი Frigga
ნანახია 1 541

ტკივილი გრძნობაა რომელიც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო ეუფლება. ცხოვრება სავსეა იმ საშინელი ფაქტებით რამაც ადამიანს შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ზოგჯერ მიყვარს წვიმიან ამინდში ცხელ ჩაისთნ ერთდ ფანჯრიდან ცქერა, მიყვარს როცა წვიმს, თითქოს ბუნება ჩემს სათქმელს ამბობს, თითქოს ამ ნაცრისფერ სამყაროს ტკივილისგან ამთვისუფლებს და ნაცრისფერი ვარდისფრად გარდაიქმნება. არ ვიცი ამდენს რატომ ვფიქრობ ტკივილზე?! იქნებ იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება უბრალო მარტოობაა და არავინ მოდის ჩემს დასახმარებლად ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ მე არ მინდა სხვა საკითხზე ვიფიქრო, ან იქნებ სულაც მე ვარ ჩაკეტილი...
ხანდახან მინდა კიდეც გავიღიმო მაგრამ უშედეგოდ, თითქოს ყველას უკვირს ჩემგან ღიმილი, ისინიც შეეჩვივნენ იმ აზრს რომ მუდამ დაღვრემილი დავდივარ.
მხოლოდ მე არ ვარ ასე, ყველა ადამიანს აქვს ის რის გამოც სადღაც გულის კუთხეში მაინც ეტირება და ცრემლად იღვრება. არაფერი მაკლია არც ჩასაცმელი, არც სახლ-კარი, არც სითბო და სიყვარული მაგრამ მაინც მტკივა, ის სიტყვები მტკივა რასაც პირში ვერ ამბობენ მაგრამ როცა ისეთი ადამიანი ამბობს შენზე რამეს ვისგანაც არ ელი თითქოს გული ნაწილებად იმსხვრევა. ბევრს ვენდე, საკმაოდ ბევრს იმისათვის რომ გამეგო უნდა ვენდო თუ არა სხვას და ერთი რამ დავასკვენი, მირჩევნია წვიმამ ჩამორეცხოს ამ ქალაქს ნაცრისფერი ვიდრე ჩემმა ცრემლებმა. ამიტომ დღეს ვცდილობ ჩემი ტკივილი ნიღაბს ამოვაფარო და ვიარო როგორც ერთი ცანცარა გოგო რომელიც ბიჭის დანახვაზე უფრო ცეტდება. სინამდვილეში კი ბიჭის დანახვაზე სწორედ ის ტკივილი მახსენდება რომელიც ცხოვრებამ მომაყენა, ის ტკივილი რომელსაც სამი წლიდან განვიცდი. მახსენდება როგორ დავკარგე ძმები რომლებმაც ერთი წუთითაც ვერ იცოცხლეს, ვფიქრობ ( ახლა ეს ბიჭი ჩემი გარდაცვლილი ძამიკო რომ იყოს როგორ გავექანებოდი და ჩავეხუტებოდი მეთქი, ნეტავ ერთი წუთით მაინც დამანახა ჩემი ძმა მეთქი, მაგრამ რა? ამ ფიქრში რამე შეიცვლებაა? ხშირად წარმომიდგენია როგორ მიცავს უფროს ძმა ამ სასტიკი სამყაროს ხრიკებისგან, როგორ მიტარებს სკოლიდან მიმავალს მძიმე ჩნთს, როგორ ვტირი მის მხარზე ცრემლმორეული და გულნატკენი. აი ჩემი ტკივილი. ალბათ ჩემსავით ბევრს უნატრია გულით რაღაც და იმის გამო რომ არ შესრულებია გული ტკივილის ცრემლით აღვსებია. ტკივილი მხოლოდ გარეგანი ცრემლი როდია? ტკივილი ის გრძნობაა რომელიც შინაგანად გჭმს....



№1 სტუმარი Guest ლიზი

მაგარია ძან ხანდახან ვცდილობ მეც შენსავით მაგრამ უშედეგოდ =)

 


№2 სტუმარი Guest ლალი

ძალიან მომეწონა :( გულის ამაჩუყებელია

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent