ადამიანო!
რაუნდა ადამიანს ამ ცხოვრებაში? საერთოდ ვიცით რას ვეძებთ ან რას მოველით ცხოვრებიდან. არაფერიც არვიცით, ამ ლოდინში უფრო ვკარგავთ. ყოველთვის ვცდილოთ რაღაცის შენარჩუნებას მაგრამ ამაოდ. არც კი ვიცი ახლა ამას რატომ ვწერ. მაგრამ, არა ვიცი რატომაც ვწერ. ვუსმენ მუსიკას და მახსენდება ის მომენტები რასაც ზუსტად ველოდი და დავკარგე... არვიცოდი რაიყო დანაკარგი. როდესაც, ამბობდნენ რომ "დავკარგე" ეს სიტყვა ისე მესმოდა ,როცა მე სათამაშოს ვკარგავდი. ახლა, მივხვდი რა არის სიტყვა "დავკარგე"... მივხვდი რომ ეს სათამაშო აღარაა და ეს ისაა რაც მელოდა მომავალში. მაგრამ ორივეს აქვს ერთნაირი თვისება... როდესაც სათამაშოს კარგავ, ტირი და ტირი. ის სათამაშო გენატრება , რომელიც მთელი ბავშვობა შენთან უნდა გაეტარებინა, ის სათამაშო რომელიც შენთვის საუკეთესო იყო. აი, ადამიანსაც რომ ვკარგავთ, ვტირით და ვტირით. ის ადამიანი რომელიც შენთვის საუკეთესო იყო და დარჩა. ცხოვრებისგან ველით ბედნიერებას. მაგრამ ხანდახან რომელ ბედნიერებაზეა საუბარი, როცა ძალიან უბედური ხარ. უბედური და საშინლად დაღლილი ცხოვრებისგან მონიჭებული ჭრილობებისგან. არაფერს ვაკეთებთ ამ დროს. უბრალოდ ყოველთვის ველოდებით ახალ დანაკარგს. ყოველთვის ველოდებით როდის მოგვანიჭებს ცხოვრება ტკივილს. ასე გრძელდება ცხოვრების ბოლომდე და ვეჩვევით ამ ყველაფერს. ბოლოს, ბოლოს კი რა? მთავრდება ცხოვრება სიკვდილით. სიკვდილით რომელიც, ზოგისთვის მტკინვეულია და ზოგისთვის შვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.