სიყვარული
საიდან დავიწყო სიყვარულზე საუბარი?- ყველაზე განსაკუთრებული გრძნობაა, რომელიც გვაბედნიერებს. მაგრამ, ხანდახან სიყვარული ქრება და რჩება მოგონებები მეორე ნახევრის დაკარგვა ძალიან ძნელია. სიტყვებს ვერ ვეძებ ამ ტკივილის აღსაწერად. გრჩება, მხოლოდ წარსულის მოგონებები, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და გულისტკივილს გვინახლებს. სიყვარულის მწამს თუ არა? - კი, მწამს. ისეთი სიყვარულის მწამს მანძილი რომ ვერაფერს აკლებს. ხალხის აზრი სიყვარულს რომ ვერ ანგრევს. მე მჯერა სიყვარულის სადაც იმალება ბედნიერებაც და სევდაც. სიყვარულისთვის ყველაფერს რომ აკეთებენ, ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მიყვარს, როცა ბედნიერ წყვილს ვხედავ. მათ დანახვაზე გული მიჩქარდება და ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე მათ ადგილას ჩემს თავს , ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.როდესაც მანძილი შორია, გენატრება და ბოლოს ნახავ. მონატრებულზე გულში ჩაიკრავ იგრძნობ მის სითბოს რაც აქამდე გაკლდა. მის ხელს რომ შეეხები და აღარ გინდა გაშვება. ეხუტები და ცდილობ, ის სითბო აინაზღაურო რაც აქამდე მის გარეშე გაკლდა. მაგრამ, წავაა ის, ისევ შორ მანძილზე და წაიღებს გულს. გულს რომელსაც, ყველაზე მეტად უყვარს. წავა, გტოვებს და უკვე გენატრება. გენატრება მისი ხელები, რომელიც არუნდა გაგეშვა. გენატრება, მისი ჩახუტება და სითბო. მონატრებას, ტირილამდე მივყავართ. ღამე როცა , მთვარე ამოვა და მას შესცქერი, ტირი და ამბობ რომ ძალიან გიყვარს და გენატრება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.