შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღვიძეთ!ეს გიშველით


24-02-2018, 03:21
ავტორი Ananok
ნანახია 1 157

ღამეა..და თითქოს მარტოობა გაწუხებს.ყველას ძინავს შენთან,შენი მეგობრების ოჯახშიც,თვითონ შენს მეგობრებსაც.შენი ახლობლების და ნათესავების ოჯახებშიც,თვითონ მათაც სძინავთ და საერთოდ,მთელ ქალაქს ძინავს. ძინავს შენს გარშემო ყველას,შენ კი მარტო ხარ. თვალები გეწვის, გიცრემლიანდება, მაგრამ უძლებ,არ გინდა,რომ შენც დაიძინო. გინდა იყვირო, იღრიალო ისე,რომ ბგერის ტალღა ყველას გადაწვდეს და ყველა გააღვიძოს,მაგრამ შენ იცი,რომ თუ ყველა გაიღვიძებს შენ მაინც მარტო იქნები.მათი გამოღვიძება კი დროებითი იქნება და გააანალიზებ,რომ მათ უბრალოდ თვალი გაახილეს,რომ დაენახათ ვინ იყვირა.გამოდის,რომ ტყუილად გაირჯები,ტყუილად დახარჯავ ენერგიას.გირჩევნია მარტოს გეღვიძოს და ისე გრძნობდე თავს მარტოსულად, ვიდრე მთელი ქალაქი გააღვიძო და მაინც მარტო იყო.
სადღაც ამდენ გათიშულ,ღრმა ძილში წასულ ადამიანებს შორის ვარსებობ მეც, ვისაც შენსავით მღვიძავს. ვინც ვერასდროს დაიძინებს,რადგან მას, ისევე როგორც შენ, არ შეუძლია ყველა უსამართლობაზე, ბოროტებაზე თუ ტყუილზე თვალის დახუჭვა.
...თუმცა, ბევრს ჰგონია,რომ ღვიძავს.უფრო სწორად ბევრს ესიზმრება. ჩვენ კი, ვისაც ნამდვილად ფართოდ გვაქვს გახელილი თვალები ვაკვირდებით მათ და ვამჩნევთ, როგორ მოქმედებს მათი სიზმარი მათსავე ქცევაზე და გვეცინება,გვეცინება მაგრამ გულში ვტირით. ვტირით, რადგან სატირალია და ვტირით, რადგან ვიცით,რომ მთელი ცხოვრება ამ დაძინებულ ხალხს უნდა ვუცქიროთ და ვეძებოთ ის,ვისაც ნამდვილად ღვიძავს. ტრაგედიაა, რომ ზოგჯერ ჩვენც უნდა მოვიმძინაროთ თავი,იმისთვის,რომ მათგან არ გავირიყოთ,მაგრამ შენ ალბათ იკითხავ რატომ არუნდა გავირიყოთ მათგან,თუ ეს შესაძლებელია? მე კი გიპასუხებ,რომ უკეთესი მდგომარეობა არსადაა და თუ აქ მე და შენ გვღვიძავს,როცა მასისგან გაირიყები მხოლოდ შენ იქნები ფხიზლად და მერედეპრესია დაგიპყრობს.ნამდვილად არ ღირს იმეგობრო დეპრესიასთან.
არც იყვირო და ყველას გაღვიძება არ სცადო "ცდა ბედის მონახევრეა" მაგრამ ამ შემთხვევაში დრო ცოტაა. ჩაჩურჩულე მეგობარს ჭეშმარიტება,თუ საჭირო იქნება შეანჯღრიე,უყვირე! თუ შენ შეძლებ მის გამოღვიძებას უკვე სამნი ვიქნებით,მე ჩემს მეგობარს გავაღვიძებ,ესეც 4.კარგია, უკვე რაღაცას წარმოვადგენთ.მოდი გავაღვიძოთ მთელი ქალაქი.მოდი გავაღვიძოთ მთელი სამყარო.მეგობრობით,ურთიერთგაგებით,პატივისცემით და სიყვარულით შეუძლებელს შევძლებთ,იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, იმიტომ,რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ძილის დრო არ გვაქვს.
გაიღვიძეთ!ეს გიშველით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent