ნიღბიანი ბრბო
საზოგადოება სხვადასხვა აზროვნების მქონე მასებისგან შედგება.ისინი სხვადასხვაგვარად აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს და შესაბამის ქცევას ელიან. არსებობს ადამიანთა კატეგორია,რომელიც ზუსტად აფასებს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და სწორედ ეს ფაქტი გვავალდებულებს მათი იმედები გავამართლოთ.ეს მასა ძირითადად შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენთან ერთად დიდ დროს ატარებენ და შესაბამისად კარგად გვიცნობენ,თუმცა არსებობს საზოგადოების ნაწილი,რომელიც სათანადოდ ვერ აფასებს ჩვენს შესაძლებლობებს, რაც ერთი მხრივ შეურაწმყოფელია, მეორე მხრივ კი გარკვეულ ვალდებულებებს თავიდან გვაშორებს. არ ვფიქრობ,რომ საზოგადოებისგან არ უნდა დაელოდო იმაზე მეტს, ვიდრე ისინი შენგან ელიან და პირიქით, რადგან ადამიანების ერთმანეთისგან განმასხვავებალი ერთ-ერთი ფაქტორია-შესაძლებლობები.სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს ჩვენი მოლოდინის ხარისხს. მთავარია სწორად და ყოველი კუთხიდან შევაფასოთ ის, ვისკენაც გული მიგვიწევს სამეგობროდ თუ სხვა მხრივ, რადგან მხარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რეალურად შეიძლება ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდეს.ისევე როგორც აისბერგი წყლის ზედაპირზე და მის ქვეშ. არაერთხელ შემხვედრია ადამიანი, რომლის შესაძლებლობებიც ბოლომდე ვერ შემიფასებია იმის მიუხედავად,რომ დიდი დრო გამიტარებია მათთან.ისინი მსახიობები არიან,რომლებიც ადრე თუ გვიან აჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და დამიჯერეთ მათი ნამდვილი,ცხოვრებისგან მინიჭებული როლი ყველაზე დამცინავი და საშნელია.სწორედ ამიტომ ცდილობენ დამალონ ის,რაც სინამდვილეშია და თავიანთ საოცნებო როლს ირგებენ,რაც რა თქმა უნდა დროებითია. დროებითია ყველანაირი სიტუაცია,ყველა გრძნობა და განცდა.არა იმიტომ,რომ მათ უგზოუკვლოდ დაკარგვა შეუძლიათ,არამედ იმიტომ რომ მათ განვითარება სჭირდებათ,რასაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვერ ვხვდებით და ყველაფერს გაქრობის საშუალებას ვაძლევთ, როცა შეგვიძლია განვავითაროთ და გავაჯანსაღოთ ის.(თუნდაც ჩვენგან დამოუკიდებლად მონიჭებული როლი) არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა იაზრებ,რომ ასეთ ადამიანებთან გატარებული დრო მხოლოდ სპექტაკლი იყო და სხვა არაფერი.ერთი უბრალო დადგმა,რომლის სანახავადაც ბილეთი არავის უყიდია და რომელიც აბლოდისმენტებსაც არ იმსახურებს, თუმცა კი დარბაზი სავსეა, რადგან მსგავსი სპექტაკლის მომსწრენი ადრე თუ გვიან ყველანი ვხდებით. საზოგადოება სავსეა "მსახიობებით" ისინი დგამენ სპექტაკლებს,რომლის რეჟისორებიც თავად არიან და ვერ იაზრებენ,რომ ადრე თუ გვიან ვინმე ადგება და შუა სპექტაკლის დროს დარბაზიდან გავა.მას სხვებიც გაყვებიან,რადგან დაინახავენ,რომ მსახიობს ნიღბის უკან სახე უჩანს.დარბაზი დაიცლება და ფოიეში თავს მოიყრის იმედგაცრუებულთა გუნდი,რომელიც სცენაზე მდგომთაგან შენიღბულ დადგმას არ ელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.