შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეე


3-03-2018, 16:00
ავტორი terooo
ნანახია 1 553

ამბობენ: დედის დაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო.
დედის დღეს გილოცავ დეეე....
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენატრები... შენ იცი რომ ჩემთვის რიცხვს და თარიღს მნიშვნელობა არასდროს ქონდა, დღეს დღეს კი განსაკუთრებულად ვგრძნობ შენს ჩემს გვერდით არ ყოფნას.
მენატრები დე...
მინდა ბედნიერი დედა იყო...
დეე... იცი ბავშვობა მენატრება, ფერადი და ხალისიანი. იცი მინდა ისევ იმ დროში დაბრუნება, ძალიან მინდა. მინდა რომ სკოლიდან დაბრუნებულს სახლში მხვდებოდე და დაგვიანების გამო საყვედურს მეუბნებოდე. მინდა რომ ყოველ დილით ისევ შენი ხმა მაღვიძებდეს. შენი ქოთქოთი, თხლად ჩაცმის გამო ისევ მსაყვედურობდე...
დეე... იცი მე დღეს დედა ვარ და ყველაზე მეტად ახლა ვგრძნობ შენს სიყვარულს. ახლა ათასჯერ უფრო მეტად ვაფასებ შენს ამაგს და ყველა იმ მაშინდელ უმნიშვნელო წვრილმანს...
დე იციი... საშინლად მენატრები... ყველაზე მეტად. . ალბათ მონატრება უკურნებელი სენივით გაჯდა ჩემს ორგანიზმში... ყოველ წამს მეფიქრები... მერე რა რომ დიდი ვარ... მერე რა რომ უკვე ცოლი და დედა ვარ... მერე რა რომ წლები მემატება ... დეე.. მაინც შეუცვლელი ადგილი გიჭირავს ჩემს გულში..
იცი .. სიგიჟემდე მინდება ხოლმე თავი შენს კალთაში მედოს. უბრალოდ შენს სითბოს ვგრძნობდე რომ ახლოს მეგულებოდე... მანძილი ასე მტკივნეული ალბათ არასდროს არავისთვის არ ყოფილა, როგორც ახლა, დღეს ჩენთვის...
დეე .. იცი როგორ მინდა ამ დღეს ისე გილოცავდე როგორც ადრე ბავშვობაში? მინდვრის ყვავილებით . გაზაფხულის პირველი მახარობლებით, ჩემი ხელით დაკრეფილი იებითა და ფურუსულებით. მერე თეთრ ფურცელზე გიკეთებდე წარწერას და ვცდილობდე ლამაზად გამოვიყვანო ასოები რომ უფრო გაგახარო. ..
დე... მეშვიდე სამი მარტია იცი... რომ ვერ გეხუტები და ასე შორიდან გილოცავ დედის დღეს... მინდა დე, ახლოდან მოგილოცო და ისევ ისე მოგიტანო ჩემი ხელით დაკრეფილი ყვავილები...
დეე... შენ ჩემი დიდი იმედი ხარ... მინდა გაზაფხულივით ლამაზი და ფერადი იყო...
მენატრები დე...



№1  offline წევრი MamrikishviliAani

დედა ის ვარდია ეკალი რომ არა აქვს innocent heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

MamrikishviliAani
დედა ის ვარდია ეკალი რომ არა აქვს innocent heart_eyes

Ნამდვილად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent