და დიახ, ასეც ხდება,ზუსტად აი ასე.
ასც ხდება, ერთ მშვენიერ დღეს ვიღვიძებთ და ვხვდებით , რომ ადამიანი რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო , დღეს უკვე აღარაფერს წარმოადგენს ჩვენთვის , გვიჩნდება კითხვა ნუთუ შეიძლება ასე ერთ დღეში რომ შეიცვალოს ყველაფერი? ნუთუ ასე ადვილად ქრება გრძნობები? მოვალეობები, ვალდებულებები, მაგრამ ყველა კითხვას უსვას წერტილსერთი პასუხი, როდესაც აცნობიერებ და უკვე შეგიძლია თამამად აღიარო საკუთარ თავთან, აღარ მიყვარს! ალბათ რთულია იმ ადამიანებისთვის ამის ახსნა , ვისაც სჯერა რომ თუ ნამდვილად შეიგიყვარდა აღარასდროს გადაგიყვარდება. მაგრამ ასეც ხდება. ბრაზდები საკუთარ თავზე, როგორ შეიძლება რომ ამხელა სიყვარული გამქარალიყო, მუდმივად გაწუხებს დანაშაულის შეგრძნება, ეძებ მიზეზს რომ საკუთარ თავს დააბრალო ყველაფერი მაგრამ ვერ პოულობ, რაგდან არასდროს გდომებია გადაგყვარებოდა, არც არასდროს გიცდია ეს, ვერც ვერავინ შეძლებდა, თვითონ მის გარდა, და ჰოი საოცრებავ , მან ეს მოახერხა , მოახერხა რიგრიგობით გაენადგურებინა ყველა გრძნობა რომელსაც მის მიმართ გრძნობდი. მერე... მერე ყველაფერი ირევა , თავში, გულში, ცხოვრებაში და დგები საშინელი არჩევანის წინაშე, დაბრუნდე წარსულში თუ წახვიდე მომავლისკენ სადაც არ იცი რა იქნება, საოცარი სიძლიერით გექაჩება კარგად ნაცნობი წარსული თავისკენ და მომავლის უდიდეს შიშს გინერგავს გონებაში, თითქოს დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება , უბრუნდები წარსულს , ძველ მეგობრებს ნაცნობებს და აცნობიერებ რომ არ ღირდა დაგეკარგა ეს ადამიანები იმ ერთის გამო რომელმაც ვერ კი დაინახა რამხელა სიმდიდრე დაკარგე მის გამო, საბოლოოდ მაინც მომავალში აღმოვჩნდებიით , დრო არ ჩერდება რამდენჯერაც არ უნდა დაიხიო უკან , მაინც მუდმივად წინ მოგვიწევს სიარული, ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ყველაფერი წარმავლია, დიახ ყველაფერი! სიყვარულიც, გრძნობებიც, ვალდებულებებიც და მოვალეობებიც, დიახ ასეც ხდება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.